თიბისი ტექსკოლა - გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
თიბისი ტექსკოლა, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას - დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ და სრულიად უფასოდ შეისწავლონ.
თიბისი ტექსკოლაში სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ ინდუსტრიაში გამოყენებად ცოდნას. კურსებს, თიბისის პროფესიონალებთან ერთად, სფეროს წამყვანი ლექტორები უძღვებიან, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და მოსწავლეებს ეხმარებიან, თეორიული ცოდნა რეალური ამოცანების გადაჭრაში გამოიყენონ.
ტექსკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ შერჩეული მონაწილეები 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:
თიბისი ტექსკოლის ექვსი წარმატებული სემესტრის შემდეგ, 4000-მა უფროსკლასელმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ტექ სფეროში. მათსავით, შენც თუ გჯერა შენი მიზნების - ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ტექნოლოგიების სამყაროში, დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება.
თიბისი მრავალი წელია ქმნის და მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას ეხმარება თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებაში. ბრენდის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა განათლების გზით შექმნან საკუთარი წარმატების ისტორია და მოემზადონ მომავლის პროფესიული გამოწვევებისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge