მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

თიბისი ტექი - უკვე 1000 თანამშრომელი

news image

თიბისის დიდ და უნიკალური უნარების მქონე ტალანტებით გაჯერებულ ტექ გუნდს მეათასე პროფესიონალი შეუერთდა. 

180-ზე მეტი პროდუქტი, 400-ზე მეტი სისტემა, დანერგვების თითქმის 100%-იანი ავტომატიზაცია, სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობა - ეს ყველაფერი თიბისის ტექ გუნდზე დგას. 

“ახლა, ჩვენი გუნდი 1000 პროფესიონალს აერთიანებს, რომელიც ყველა სტრატეგიულ ტექნოლოგიურ პლატფორმას თავად ქმნის და ავითარებს. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ თიბისის ტექნოლოგიური განვითარება და სამუშაო პროცესები ძალიან დინამიური და საინტერესოა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს ტექნოლოგიური ამოცანა ან გამოწვევა, რომელსაც ვერ ამოვხსნით და ამას ვამტკიცებთ ყოველდღიურად - მთავარია, გჯეროდეს” - ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი. 

1000 უბრალოდ ციფრი არაა. ეს ნიშნავს, რომ თიბისის ძლიერი კორპორატიული კულტურა და ტალანტების მოძიების სწორი სტრატეგია აქვს. ჩვენი ორგანიზაციული კულტურა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს საკუთარი უნარებისა და ხასიათის წარმოჩენის შესაძლებლობებს.

გიორგი ყანჩაველი (თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი): “დიდი და ძლიერი გუნდი, უსაზღვრო შესაძლებლობების გარდა, არის დიდი მოტივაცია. ეს ქმნის იმ შედეგებსა და სიკეთეებს, რომელიც მიგვაქვს მილიონზე მეტ ადამიანთან ყოველდღიურად. თითოეული ახალი ადამიანი, ახალი ისტორია და ელემენტია დიდი გუნდის ხასიათსა და სტრუქტურაში.”

1000 თანამშრომელი თიბისი ტექისთვის ნიშნავს არა მხოლოდ მასშტაბს, არამედ 1000 სხვადასხვა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საერთო წარმატებაში ერთიანდება. 

შოთა იორამაშვილი (ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონის პარტნიორი): “სასიხარულოა, რომ ტექის მეათასე თანამშრომელი, სწორედ, ჩემს გუნდს შემოუერთდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძალა არ იზომება მხოლოდ ადამიანების რაოდენობით; არამედ, იმ განვითარებით და შედეგით, რომელსაც თითოეული წევრი ქმნის. რეალური ღირებულება ისაა, რომ თითოეული თანამშრომელი მუდმივად ვითარდება და იზრდება.”

თიბისი ტექისთვის 1000 თანამშრომელი არის შესაძლებლობა, შექმნას კარიერული ზრდის კიდევ უფრო დიდი სივრცე და გაამყაროს ღირებულებები, რომელიც მის თითოეულ წევრს აერთიანებს. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა