მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7114.6
0.0072
flag
AZN 1.6065
-0.0001
flag
CNY 38.003
-0.0005
flag
EUR 3.1087
-0.0075
flag
GBP 3.6948
0.0024
flag
KZT 53.54
0.0019
flag
TRY 0.0698
0
flag
USD 2.732
-0.0001

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

news image

19-20 ივნისს,თბილისში, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, ექსპოჯორჯიას და საკონსულტაციო კომპანია სავის თანაორგანიზებით ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.

 ლოგისტიკის სექტორის მზარდი განვითარების პასუხია საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი, რომელიც აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.

 ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები, პორტების და სარკინიგზო უწყებების წარმომადგენლები, საჰაერო გადამზიდავები, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია ყველა ის კომპანია რომელიც იმპორტ/ექსპორტით არის დაკავებული და ეძებს საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს.

 თიბისი ლიზინგი 19 ივნისს გასამართ თემატურ პანელზე, დამსწრე აუდიტორიას გააცნობს ინფორმაციას გადაზიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებით არსებულ ალტერნატიულ დაფინანსების ინსტრუმენტებსა და პროდუქტებზე

 ღონისძიების შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://www.facebook.com/events/535875982846079/535875986179412/

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „კრისტალი“ მომხმარებელზე მორგებულ სერვისებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით ავითარებს

05.06.2025.13:47

კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში  ინოვაციური  პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების  განვითარებაა.

ამჯერად, „კრისტალიციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით  Optio- CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც  ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების  საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.

Optio-ს პლატფორმა კრისტალს  საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები  და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.

საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაშიიმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკასსწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.

როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“ 

კრისტალის  სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.

კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.

პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპიატექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა  და ინოვაციების დანერგვაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა