მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ტაქსი ლიზინგი

news image

 აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებისთვის თიბისი ლიზინგმა სპეციალური პროდუქტი შექმნა, რომელიც ავტომობილის შეძენას ან კატეგორიის გაუმჯობესებას ამარტივებს. ამისთვის მძღოლი მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად: ფლობდეს მართვის მოწმობას და უფიქსირდებოდეს ყოველთვიური შემოსავალი.

 „საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ტაქსით მომსახურება საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა, თუმცა ხშირად, მძღოლს მანქანა არ ჰყავს, მისი ყოველდღიური ან თვიური სარგებლობისთვის ქირაობა უწევს. ლოგიკურია, რომ ასეთ დროს ხარჯი საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ შემოსავალის ამ ტიპით რთულდება ავტომობილის შეძენა. ამ მოცემულობებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ მძღოლებისთვის მოქნილი პროდუქტი შეგვექმნა“, - ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი  ლიზინგის ავტომიმართულების ხელძღვანელი.

საინტერესოა ისიც, რომ შეთავაზების ფარგლებში წახალისდება ქალაქის გადატვირთული მოძრაობისთვის კომფორტული და ეკონომიური - ელექტრო ავტომობილების დაფინანსება.

„გამონაბოლქვის შემცირების და გარემოსდაცვითი უპირატესობების გარდა, ელექტრო ავტომობილები - ეკონომიურია, სწორედ ამიტომ, მათზე მოთხოვნა მზარდია. მომხმარებლები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, რომელი იქნება მათ საქმიანობაზე მორგებული, ყველაზე კომპაქტური და ბიუჯეტთან მეგობრული ვარიანტი? სწორედ ამიტომ, თავად გადავწყვიტეთ არჩევანზე ზრუნვა, პარტნიორებს ტაქსისთვის საუკეთესო მოდელების სპეციალურ ფასზე შევუთანხმდით და ჩვენი პროდუქტის ფარგლებში დაინტერესებული პირები, მათზე მინიმუმ 5000 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ. “

ტაქსი ლიზინგის შეთავაზებების გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს:  https://tbcleasing.ge/products/taxi   ან დაუკავშირდით თიბისი ლიზინგს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შემოდგომაზე, თბილისში Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმრო Paragraph Golf & Spa Tabori იხსნება

21.07.2025.11:00

თბილისში შემოდგომაზე Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმრო Paragraph Golf & Spa Tabori იხსნება.

„ქალაქის თავზე მდებარე სასტუმროს სულ რამდენიმე წუთი გაშორებთ, სადაც დასვენების, გართობისა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის უნიკალურ გამოცდილებას მიიღებთ.

აქ დაგხვდებათ მსოფლიო კლასის სპა ცენტრი, მაღალი დონის მომსახურება, გასტრონომიული თავგადასავალი და ცხრა ფოსოიანი გოლფის მოედანი თბილისის შთამბეჭდავი ხედებით.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც საინტერესო სიახლეებს გაგიზიარებთ“, - აღნიშნულია Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-ის facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა