თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
თიბისი კონცეპტს და WM-ს (დაგროვილი კაპიტალის მართვა) საერთაშორისო საფინანსო გამოცემა Euromoney-ს ოთხი ჯილდო გადაეცა, მათ შორისაა მთავარი ჯილდო ნომინაციაში - „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ბანკი ამ ჯილდოს მფლობელი რეგიონის მასშტაბით პირველად გახდა.
თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ გამარჯვება მოიპოვა Euromoney-ის ჯილდოს კიდევ სამ კატეგორიაში:
• „საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“,
• „საქართველოში საუკეთესო პრემიალური საბანკო მომსახურება“
• „საქართველოში საუკეთესო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მომსახურება“
Euromoney უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გამოცემად ითვლება. მისი ჯილდოები ეფუძნება არა მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას, ინოვაციებსა და სერვისის ხარისხს.
„წელს, პირველად მოვიპოვეთ რეგიონის მასშტაბით Euromoney-ს მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ვულოცავ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას, ეს თიბისის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი კონცეპტი მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად მუდმივად ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, ქმნის სრულ ფინანსურ ეკოსისტემას და ექსკლუზიური შეთავაზებებით უნიკალურ გამოცდილებას უქმნის თავის მომხმარებლებს.
თიბისი ბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა დანერგა პერსონალური საბანკო მომსახურება და პროფესიონალთა გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, დღესაც აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.
აღნიშნულ ნომინაციებში თიბისი კონცეპტის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ თიბისის მომსახურება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ რეგიონში არსებულ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და აღიარებული ბრენდია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
02.04.2026.12:23
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ, მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო სერვისებისა და პროდუქტებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა.
ამჯერად, გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში მომხმარებლებისთვის შექმნილი სერვისებისთვის.
გამომცემლობის განმარტებით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ მოპოვებული აღიარება განპირობებულია ბანკის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნით, ციფრული ტრანსფორმაციით, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებითა და მაღალი დონის პერსონალიზებული მომსახურებით.
„საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მხრიდან მომხმარებლებისადმი პერსონალიზებული მიდგომა დაფუძნებულია მომხმარებლების ჩაღრმავებულ ინტერვიუებზე, რომელთა მეშვეობით ხდება მათი საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა. მათზე დაფუძნებით კი ბანკის მიერ ხორციელდება მომხმარებელთა პორტფელების მიზნობრივი მართვა, რაც ხელს უწყობს კლიენტთა კმაყოფილების სტაბილურად მაღალი დონის შენარჩუნებას”, - აღნიშნულია Euromoney-ს გამომცემლობის განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ Euromoney-სგან მეორე ჯილდოც მიიღო. გამომცემლობამ Bank of Georgia Wealth პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
“უკვე მესამე წელია Euromoney-ისგან ასეთ მაღალ შეფასებას ვიღებთ, რაც ადასტურებს, რომ პრემიალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ლიდერის პოზიციას საქართველოში არა მხოლოდ ვინარჩუნებთ, არამედ სისტემურად ვაძლიერებთ. ეს ჩვენთვის არის როგორც საერთაშორისო აღიარება, ისე მკაფიო სიგნალი, რომ სწორ სტრატეგიულ მიმართულებას მივყვებით. ჩვენი წარმატების საფუძველი არის მომხმარებელზე უკომპრომისო ფოკუსი — მისი საჭიროებების ცოდნა, მაღალი ხარისხის პერსონალიზებული მიდგომა და დივერსიფიცირებული საინვესტიციო შესაძლებლობები. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის — სწორედ ეს ნდობა გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე.
ამ შედეგის უკან დგას ძლიერი გუნდი — ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან იმ გამოცდილებას, რაც ჩვენს მომხმარებელს ჩვენთან აკავშირებს. სწორედ მათი პროფესიონალიზმი და ერთობლივი ძალისხმევა არის ჩვენი მდგრადი წარმატების საფუძველი. დარწმუნებული ვართ, რომ ინოვაციებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სიძლიერეზე დაყრდნობით, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას და შევქმნით გრძელვადიან ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნავს თეონა ბერია, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.
თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.