მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

news image

თიბისი კონცეპტმა მომხმარებელს ტრადიციულად განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზება მოუმზადა. მხოლოდ 25 დეკემბერს, თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები, სითი მოლის შერჩეულ ობიექტებში 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუბენენ.

TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, TBC Concept Miles&Smiles Visa Signature Travel Card შეთავაზება მოქმედებს ყველა ამ ბარათსა და მის ციფრულ ანალოგებზე. მთავარია, გადახდა სითი მოლის ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე განახორციელოთ.  

გაეცანით სითი მოლის პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს: 

დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ და მომენტალურად

Atelier Rebul, Bagatt, Berghoff, Boss, Calvin Klein, Charles & Keith, Corner, Cortefiel, Crocs, Dan John, Delfos, Diesel, Dressarium Kids, EA7 Emporio Armani, Eshvi, Funky Vintage, Gant, Giordano, Grills Home & Kitchen, Hackett, Hugo, Izipizi, JB Martin, JYSK, Karl Lagerfeld, Keddo, Kenari, Korean Cosmetics, Lacoste, Laline, Lee Cooper, Lion of Porches, Liya x Moet, L’Occitane, *Lutecia, MAC Cosmetics, Magellan, Manamo Home / TAC, Marc’O Polo, Messy Weekend, Napapijri, New Balance, Okkia, Old Supra, Ollivander’s, Paul & Shark, Pedro del Hierro, Petit Bateau, Puma, Sacoor Brothers, Scotch & Soda, Shoes Loft, Swarovski, The North Face, Timberland, Tommy Jeans, TOPSPORT, Toreli, Under Armour, Velvet & Vivid, Villeroy & Boch, Women’Secret, Yamamay, Yves Rocher, Zapatero Español 

Jo Malone - დაიბრუნეთ 25% ულიმიტოდ

**Elite - დაიბრუნეთ 20%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი მომენტალურად

iSpace - დაიბრუნეთ 20%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი მომენტალურად 

შეთავაზებების დამატებითი პირობებისა და გამონაკლისების სანახავად, გადადით ბმულზე

სითი მოლის მისამართები:

  • ვაჟა-ფშაველას N70, საბურთალო
  • ი.ვეკუას N1, გლდანი

ახალი წლის განმავლობაში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სხვა მრავალფეროვანი შეთავაზებებიც ელოდებათ. აქტიური შეთავაზებები, იხილეთ ბმულზე

გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზარდი გაყიდვები, ფინანსური სტაბილურობა და სამომავლო გეგმები – როგორ ასრულებს “თეთრი კვადრატი” 2025 წელს

22.12.2025.16:00

2025 წელი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის რეკორდული აღმოჩნდა. გალთ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2025 წლის 10 თვის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ, როგორც რეალიზებული ერთეულების, ისე ფულადი გამოხატულების თვალსაზრისით 2024 და 2023 წლის მაჩვენებლებს გადაუსწრო.  
გაყიდული ბინების ჯამურმა თანხამ 3 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტის ნიშნულს გადააჭარბა. ზრდა შეინიშნება, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, რაც ჯანსაღ მოთხოვნაზე მიუთითებს.გაყიდული ბინების რაოდენობასთან ერთად იზრდება ბინის ფასი და, შესაბამისად, ბაზრის მოცულობა ფულად გამოხატულებაში, რაც ცალსახად იმის მანიშნებელია, რომ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. მზარდი მოთხოვნის უკან დგას, როგორც ადგილობრივი, ისე გარე ფაქტორები.

2025 წელი წარმატებული იყო „თეთრი კვადრატისთვისაც“. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა განაცხადა, წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზები წლის ბოლოს მიღებულ შედეგებს სრულიად შეესაბამება და  კომპანიის ჯამური გაყიდვები დაახლოებით 45 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტს აღემატება. მისივე თქმით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებლებს უკვე გადახდილი აქვთ, რაც ბაზარზე ჯანსაღ მოთხოვნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მოთხოვნის სიჯანსაღეზე მიუთითებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი: პირველად ბაზარზე ანუ ე.წ. დეველოპერულ პროექტებში დაფიქსირებული გაყიდული ბინების მიმართბება ბინების მთლიან რაოდენობასთან: პროექტებში, რომლებიც 2025 წელს დასრულდა, საბინაო ფონდის 90%-ზე მეტია გაყიდული, ხოლო იმ პროექტებში, რომლებიც 2026 წელს უნდა დასრულდეს ბინების 65% უკვე გაყიდულია. ანალოგიურად, ძალზედ მაღალი მაჩვენებლი ფიქსირება პროექტებში, რომლებიც 2027 წელს სრულდება, რომლებშიც საბინაო ფონდის 55%-ზე მეტია გაყიდული.რაც შეეხება გამოწვევებს, ექსპერტების შეფასებით, ასეთად გვევლინება  ე.წ. “ეგზოტიკური განვადებები”, რომლებსაც დეველოპერების ნაწილი მიმართავს და კლიენტს ბინის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილის პროექტის დასრულებისას გადახდას სთხოვს. აღნიშნული ტენდენციის გამომწვევი მიზეზი პანდემიის დროს დეველოპერულ პროექტებზე იპოთეკური სესხების გაცემის რეგულაციების გამკაცრებით აიხსნება. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს დეველოპერულ პროექტებზე გასაცემი იპოთეკური სესხების რეგულაციის შერბილების სახით ხელთ აქვს მსგავსი განვადებების იპოთეკურ სესხებში გადაყვანის ძალზედ მძლავრი ბერკეტი, რომლის ამოქმედებით ბაზარზე დამატებითი ლიკვიდურობა გაჩნდება და ბინებზე ადგილობრივი მყიდველების მხრიდან მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მიმართულებით 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები: შემცირდა თანამონაწილეობის თანხა 10%-მდე, დეველოპერებს და ბანკებს მიეცათ იპოთეკური სესხების ქვეშ გაყინული თანხების მიზნობრივად გამოყენების საშუალება იმ შემთხვევაში თუ საპროექტო-სამშენებლო ხარჯების 60%-ზე მეტი უკვე დაფინანსებულია და ა.შ. 

მთლიანობაში წელი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. დავასრულეთ 3 მშენებლობა და მობინადრეებს ბინებს ვაბარებთ. გაყიდვების კუთხით დასახულ გეგმებს მივაღწიეთ.
ჩვენი მიმდინარე პროექტები წარმატებულად იყიდება იმ საფასო კატეგორიებში, რაც პროგნოზირებული გვქონდა. გარდა იმისა, თუ რამდენ კვადრატულ მეტრს ვყიდით საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია ჩვენს არსებულ საფასო კატეგორიასთან ახლოს ყოფილიყო რეალური გაყიდვები. ეს ასეც მოხდა.“ - აცხადებს გიორგი ნატროშვილი

თბილისში მაღალია ამორტიზირებული საბინაო ფონდი და არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად ადგილობრივი კლიენტების მხრიდან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილი მატულობას, რაც გაყიდული ერთეულების და ფასის ზრდაში ითარგმნება. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბინებზე მოთხოვნა უცხოელი მყიდველების მხრიდან.
ასე მაგალითად, თუ 2023 წელს უცხოეთის მოქალაქეებზე მოდიოდა თბილისში გაყიდული ბინების 16%, 2025 წელს ეს მაჩვენებლი 56%-ით არის გაზრდილი და 25%-ს მიაღწია. უცხოელ მყიდველებს შორის განსაკუთრებით ისრაელის მოქალაქეები გამოირჩევიან. 2023 წელთან შედარებით, 2025 წელს ისრაელის მოქალაქეებმა თითქმის სამჯერ უფრო მეტი ბინა შეიძინეს რამაც ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა.

თეთრი კვადრატის” გენერალური დირექტორი უძრავ ქონების ბაზარს საკმაოდ მზარდად მიიჩნევს, ასევე ის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზებზეც საუბრობს და მომავალ წელს  დაახლოებით 5%-7% -მდე ზრდას ვარაუდობს

ბიქეი ჰოლდინგი“ და მის ჯგუფში შემავალი „თეთრი კვადრატი“ 2025 წელს აქტიურად მუშაობდნენ ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ მიმართულებით მუშაობა 2026 წელს უფრო ფართო მასშტაბით გაგრძელდება, რასაც უდავოდ ხელს შეუწყობს წინა წლებში წარმატებით განხორციელებული ინვესტიციები. 2025 წელს თეთრი კვადრატის ინიციატივით ჩამოყალიბებულმა სააქციო საზოგადოება გოლდენ ფლის ინვესთმენთსმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოზიდულ იქნა თითქმის 6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. ეს კომპანია ახორციელებს ინვესტიციას ადრეულ ეტაპზე მყოფ დეველოპერულ პროექტებში, შეძენილი საბინაო ფონდის მშენებლობის დასრულებასთან ახლო ვადებში გადაყიდვის მიზნით. ნიშანდობლივია, რომ არსებობის პირველივე წელი გოლდენ ფლის ინვესთმენთმა ჩადებულ ინვესტიციაზე 20%-იანი ამონაგებით (IRR) დახურა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინვესტორების მხრიდან თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართ დიდ ინტერესზე და აღნიშნული ბაზრის მომგებიანობაზე.  თეთრი კვადრატი” მუდმივად ძიებაშია, რათა ახალი პროექტების დაწყება შეძლოს. კომპანია სხვადასხვა უბნებში ახალი შეთავაზების გასაჩენად მუშაობს.

რა არის “თეთრი კვადრატის” კონკურენტული უპირატესობა და რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა პრიორიტეტი მის პროექტებს?  ამ მიმართულებით გენერალური დირექტორი რამდენიმე ფაქტორს აღნიშნავს, მათ შორის - სანდოობას, ფინანსურ სტაბილურობას და მშენებლობის მაღალ ხარისხს. 

ჩვენს გუნდს ზურგს უმაგრებს 14 დასრულებული პროექტი სხვადასხვა კომპანიაში. თეთრი კვადრატი ბაზარზე გამოირჩევა 3 დასრულებული და 11 მიმდინარე პროექტით. კომპანია ფინანსურად სტაბილურია. გაყიდვების მაღალი დინამიკა მიუთითებს, რომ მომხმარებელი საწყის ეტაპზევე გვენდობა და მზად არის გააკეთოს შენატანი და შეიძინოს ბინა.  ასევე გამოგვარჩევს ხარისხი. “ბიქეი ჰოლდინგის” ჯგუფში, რომლის შემადგენლობაშია “თეთრი კვადრატი”, ასევე შედის 30 წლიანი გამოცდილების სამშენებლო კომპანია “ბიქეი ქონსთრაქშენი”, რომლის პორტფელშია საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები. ეს გამოცდილება მშენებლობის ხარისხზე აისახება. შესაბამისად, სანდოობა, ხარისხი და ბაზართან არსებული რაციონალური ფასები ჩვენი უპირატესობაა“ - აცხადებს გიორგი ნატროშვილი

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული ფოკუსი არ იცვლება. “თეთრი კვადრატი” ავითარებას მშენებლობას საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტზე. პრიორიტეტად კი კვლავ რჩება ხელმისაწვდომი საცხოვრებელი. ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერი 2026 წელსაც ფასით დაბალანსებულ შეთავაზებებს გვპირდება. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა