თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისა და თავის მოვლის კატეგორიაში მუდმივად უპირატეს შეთავაზებებს სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებებში კი, განსაკუთრებით მრავალფეროვანია სპა ცენტრების ჩამონათვალი.
31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო და Visa ertguli Signiture ბარათისმომხმარებლები, სასტუმრო პარაგრაფ თბილისის სპა ცენტრში გადახდილი თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. შეთავაზება ვრცელდება სპაში მიღებულ ყველა სერვისსა და შეძენილ პროდუქციაზე, ასევე აღნიშნული ბარათების ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, Miles&Smiles Visa Signature და Visa ertguli Signature.
31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 30%-იანი ქეშბექი დახვდებათ რადისონ ბლუ ბათუმში არსებულ სპა ცენტრშიც- Anne Simonin Spa, სადაც ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებენ. სპა პროცედურების გარდა, შეთავაზება ვრცელდება მათ სასაჩუქრე ვაუჩერზეც.
Anne Simonin Spa-ში პროცედურის დაჯავშნით, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ- ფიტნეს ცენტრით, თბილი გარე აუზით, მშრალი და სველი საუნებით, შიდა აუზით.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, MC Worldelite, Miles&Smiles Visa Signature და Visa ertguli Signature.
TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, MC World Elite ბარათების მფლობელები 31 დეკემბრამდე, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ Purovel SPA-ში ანგარიშსწორებისას.
შეთავაზება ვრცელდება აღნიშნული ბარათების ციფრულ ანალოგებზეც.
TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, MC Worldelite ბარათების მფლობელები, 31 დეკემბრამდე, 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შერჩეულ პროცედურებზეც.
თითოეულ სპა ცენტრში შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე.
გარდა სპა ცენტრებისა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, ჯანმრთელობისა და სილამაზის კატეგორიაში, სხვადასხვა შეთავაზება დახვდებათ შემდეგ პარტნიორ ობიექტებში: Axis Towers Wellness, Alliance Palace Batumi SKY39, Nail Sunny, GiGi Cosmetics, 12 რაუნდი, თოდუას კლინიკა, კლინიკა ნუაჟი, ნოემი, ველქინი, ესთეტიკური კლინიკა - MM.
შეთავაზებების დამატებითი პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
განათლება, როგორც შესაძლებლობა - ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
29.10.2025.17:45
„განათლება შესაძლებლობაა, შეცვალო ცხოვრება, იპოვო პასუხები და ისწავლო სწორი კითხვების დასმა,“ — ამბობს გიორგი მოსიძე, რომლისთვისაც სწავლა ყოველდღიური ძიებაცაა და წინსვლის მთავარი გზაც.
ინტერვიუში კი ის საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.
თქვენი კარიერის გზაზე, რომელი ეტაპი აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი?
ასეთი რამდენიმეა:
პირველი იყო - უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა დიდად არ მაინტერესებდა და უფრო კინო-თეატრისკენ ვიხრებოდი (მაშინ, 1988 წელს, სიტყვა პროდიუსერი საბჭოთა კავშირში არ ვიცოდით), იმ პერიოდში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება, თან პირველივე ცდიდან (17 წლის ასაკში), რაღაც ფანტასტიკის ჟანრის მიღწევად ითვლებოდა. ეს ჩელენჯი (მაშინ არც ეს სიტყვა ვიცოდით) ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და გადავწყვიტე ყველაზე რთული შედეგისთვის ბრძოლა, რასაც მივაღწიე კიდეც.
მეორე - ინტელექტ-კლუბის დაარსება. ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არ არსებობს მუდმივი წრე, სადაც ინტელექტუალურ თამაშებს თამაშობენ და მეგობრებთან ერთად თავად დავაფუძნე 1991-ში. მაშინ ეს ფუძნდებოდა როგორც 30-40 ადამიანის თავისუფალი დროის გატარების საშუალება და ვერ ვიფიქრებდი, რომ 34 წლის შემდეგ გადაიქცეოდა ქვეყნის ყველაზე დიდ კლუბად ინტერესების მიხედვით, რომლის თამაშებიც 250 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მესამე - 2008 წელს ახალი, სმოკინგებიანი “ინტელექტ-კლუბის” ეთერში გასვლა. დიდი ხანი არ მჯეროდა, რომ ჩვენთან შესაძლებელია გადაღების ასეთი ხარისხის მიღწევა, მაგრამ აზერბაიჯანელი კოლეგების მაგალითმა დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია. გავრისკეთ და გამოგვივიდა!
ყველა ადამიანი წარმატებას განსხვავებულად აღწევს - რა არის თქვენი “წარმატების ფორმულა”?
ჩემი მეთოდია ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი მზადება, ყველა დეტალის (წვრილმანისაც კი) წინასწარ გავლა, ზედმიწევნითი დაგეგმარება, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და უკვე შემდეგ რეალიზება. ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია დეტალური და მიზანმიმართული შესწავლის შედეგად. მე ვიზიარებ ბრძნულ და ამავე დროს ირონიულ გამონათქვამს, რომ “პრობლემების 25% საერთოდ არ ექვემდებარება მოგვარებას, 25% გვარდება თავისით”, ხოლო დანარჩენი 50%-ის მოგვარების ჩემეული რეცეპტი იხილეთ მაღლა…
ყოფილა თუ არა მომენტი, როდესაც გიფიქრიათ, რომ დანებება უფრო მარტივი იქნებოდა - რა იყო ის, რამაც მოგცათ მოტივაცია, არ გაჩერებულიყავით?
რასაკვირველია, ყოფილა (ყველას აქვს ხოლმე ასეთი მომენტი, არ დაიჯეროთ თუ ვინმე ამბობს, მე არაო…). ოღონდ მე კი არ გავჩერდი, არამედ გავყინე სიტუაცია, გავჭიმე დროში და რაღაც პერიოდის შემდეგ (ჩემ შემთხვევაში 5-6 წელიწადში) დამიბრუნდა იგივე სიტუაცია და იქ უპრობლემოდ მივაღწიე მიზანს.
ზოგჯერ ჯობს მოთმინებას მოუხმოთ და უბრალოდ მოიცადოთ. მოუთმენლობა ბევრი წარუმატებლობის საწინდარია.
თქვენს ცხოვრებაში იყო თუ არა ადამიანი, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა?
ალბათ მაინც პაპაჩემმა - ოთარ რჩეულიშვილმა, რომლის განვლილი გზის იმიტირებასაც მე ქვეცნობიერად ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში. ახლა რომ ვინმემ მკითხოს, ვისთან ისურვებდი გულახდილ საუბარსო - დაუფიქრებლად ვეტყვი პაპასთან-თქო. სამწუხაროდ, ის 1995-ში გარდაიცვალა (როცა მე 23 წლის ვიყავი) და ვერ მოვასწარო მისთვის რაღაც კითხვების დასმა, რაზეც პასუხები დღემდე არ მომიპოვებია...
განათლების გზაზე მასწავლებელი გადამწყვეტ როლს ასრულებს. რა არის კარგი მასწავლებლის მთავარი თვისება?
სამწუხაროდ, არასოდეს ვყოფილვარ მასწავლებელი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! არც რაიმე ლექცია წამიკითხავს თუ მოტივაციურ სპიკერობას არ ჩავთვლით! აქ ალბათ დავეთანხმები დიდ პედაგოგს, მარია მონტესორის, რომ “ჭეშმარიტი მასწავლებელი უნდა იყოს გზამკვლევი და არა - დირექტორ-მენეჯერი... ერთდროულად უნდა იყოს სწავლული მეცნიერიც, მსახიობიც, ფსიქოლოგიც და ფილოსოფოსიც!”
რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ წარმატება მხოლოდ მაღალი ნიშანია და მეტი არაფერი?
წარმატება - არის დასახული მიზნების მიღწევა! თუ მიზანი მაღალი ნიშნებია და ისინი მიიღწევა - ესეც წარმატებაა! თუ მიზანი ფულის შოვნაა და ადამიანი გამდიდრდება - ესეც წარმატებაა! მთავარია ადამიანს ფასეულობრივად სწორი მიზნები გქონდეს დასახული, თორემ არასწორი მიზნების მიღწევა წარმატებად ვერ ჩაითვლება...
სწორი მიზნის გარეშე არ არსებობს წარმატება!
როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა უნარები?
ყოველდღიური ტრენინგი იმ მოტივით, რომ მეორე დღეს ერთი იოტით უფრო მაგარი იქნები, ვიდრე გუშინ! მხოლოდ ასე მიიღწევა რეალური წარმატება! პერმანენტული პიროვნული (ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური და ა.შ.) ზრდა არის წარმატების საწინდარი! როგორც კი ჩერდები და დაკმაყოფილდები - წარმატებაც იქ მთავრდება...
წარსულში დაბრუნება, რომ შეგეძლოთ, რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს?
რატომ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც საუკეთესო შესაძლებლობები ახლა იხსნება? რატომ ვკიცხოთ საკუთარი თავი წარსული შეცდომებისთვის და ვაკრიტიკოთ ხელიდან გაშვებული შანსებისთვის? თუ ნანობ ყოველ არასწორ გადაწყვეტილებას, ამით აუფასურებ საკუთარ თავს და კვებავ შენს თვითკრიტიკასა. თვითკრიტიკა კარგია, ოღონდ ზომიერი!
წარსულში ახალი არაფერი გამოჩნდება. სიახლეები მხოლოდ მომავალაშია! როდესაც წარსულს ვეჭიდებით, ყურადღებას ვამახვილებთ ნეგატივზე, წყენაზე, სინანულზე, ფაქტობრივად ცხოვრებას უკუღმა მივუყვებით. ჩვენი მიზანია - აწმყო და მომავალი! უნდა გამოვიყენოთ გამოცდილება და ენერგია სწორედ ახლა! ახლა, უნდა მიაღწიო იმას, რაც გინდა!
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge