მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7075.8
-0.0026
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.013
-0.0006
flag
EUR 3.1293
0.0021
flag
GBP 3.5612
0.0119
flag
KZT 51.71
0.002
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7065
-0.001

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

news image

თიბისი კონცეპტის გალერეა 14 ნოემბერიდან გიწვევთ დავით მესხის და ტონი ჯასთის ერთობლივ გამოფენაზე „ჩვენ მაძიებლები ვართ“. გამოფენის კურატორია გალერეა „ელ ცე კვაისარ“.

„ნამუშევრები, რომელთაც თიბისი კონცეპტის გალერეაში წარმოვადგენ, გასულ წელს, ბერლინში შეიქმნა. ისინი ეფუძნება ჩანახატებს, მოგონებებსა და შემთხვევითობებს.“- ტონი ჯასთი

„მაძიებელი არის ის, ვინც ეძებს და ათვალიერებს. ამ გამოფენამ საშუალება მომცა, გადამეაზრებინა გამოსახულების შექმნის მიმართ ჩემი მიდგომა. ამ ნამუშევრებამდე ცვლილებების ძიებისას მივედი.

ვეძებდი არა ერთ გამოსახულებას, არამედ სხვადასხვა ნამუშევრის ნაკრებს, რომლებიც გაურკვევლობის ატმოსფეროს ქმნის.

ათლეტები წარმოდგენილი არიან ტანვარჯიშის ხალიჩის მიღმა. ისინი მოშორებული არიან თავიანთ თავდაპირველ მნიშვნელობას და გარემოს. ეს გამოსახულებები დამუშავებულია ფიზიკურად და ციფრულად.

ასე მგონია, თითქოს რაღაცის ჩრდილისკენ ვმოძრაობ; რაღაცის, რასაც ბოლომდე ჯერ ვერ ვხედავ. იქ, სადაც ყოფნა და არყოფნა შეიძლება თანაარსებობდეს.“ - დავით მესხი.

ვიზუალური არტისტი ტონი ჯასთი დაიბადა აშშ-ში. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე, ის ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში (გერმანია). მისი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით იფინება. 2021 წლის შემოდგომასა და 2022 წლის გაზაფხულზე მან მონაწილეობა მიიღო თბილისში მოწყობილ სარეზიდენციო პროგრამაში, რომლის სპონსორი იყო ორგანიზაცია „პროპაგანდა“. ის, ასევე, ასწავლიდა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში, თბილისში. თბილისში ყოფნისას, მან წარმოადგინა თავისი წიგნებისა და კედლის მხატვრობის გამოფენა წიგნის მაღაზია „Kona Books“-ში. გამოფენის კურატორი იყო ნინა ახვლედიანი. ტონი ჯასთის ნამუშევარი, ასევე, წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენაში, სახელწოდებით „საკურთხეველი“, რომელიც გასულ წელს გალერეა „ელ ცე კვაისარში“ გაიმართა.

დავით მესხი დაიბადა 1979 წელს თბილისში. ის სპორტულ გარემოში გაიზარდა: მამამისი საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. დავით მესხმა ერთდროულად მიიღო ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფისტის ბაკალავრის ხარისხები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, თბილისში. 2015 წელს ის იყო დოკუმენტური ფილმის „როცა დედამიწა მსუბუქია“ თანარეჟისორი. ფილმმა, რომელიც იმედგაცრუებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ გვიამბობს, არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2024 წელს მისი პირველი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიმართა სენტ-ეტიენ მეტროპოლის (საფრანგეთი) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MAMC+).

გამოფენის გახსნა: 14 ნოემბერი, 18:00-20:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 14.10.25-05.02.26
გალერეის სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00-20:00
მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება- ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

11.11.2025.12:59

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით დაგეგმილი თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:

• გაეცნონ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დაესწრონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.

თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართება. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ.

კერძოდ: Student Card, sCool Card, მფლობელები შეძლებენ მიიღონ 20% ქეშბექი (მაქს. 20₾)

PLUS ბარათით გადახდისას კი 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20,000 PLUS) დააგროვებთ.

ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.

ღონისძიებაზე მეტი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–სა და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს csr.bog.ge.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა