მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7107.9
-0.009
flag
AZN 1.6056
0.0005
flag
CNY 38.006
0.0008
flag
EUR 3.1602
0.0201
flag
GBP 3.7073
0.0136
flag
KZT 53.21
-0.0002
flag
TRY 0.0693
0.0001
flag
USD 2.7288
-0.0008

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

news image

ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი, საერთაშორისო საგადახდო ქსელი -Visa და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ავიაკომპანია - Turkish Airlines უპრეცედენტო კოლაბორაციას იწყებენ. 

ბრენდების სამმხრივი თანამშრომლობით, მალე, საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი - სამოგზაურო ბარათი შეიქმნება, რომელიც თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებს მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს.  

„საქართველოში ასეთი მასშტაბის ბრენდების საერთო ღირებულებით გაერთიანება უპრეცედენტოა. ჩვენი ერთობლივი ხედვა მარტივ იდეაზეა დაფუძნებული - ქართველ მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც შეუქმნით კომფორტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობისას”, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული ბრენდების პარტნიორობით შექმნილი სამოგზაურო პროდუქტი Visa-ს სამოგზაურო უპირატესობებს, თიბისი ბანკის მოწინავე ფინანსურ სერვისებსა და Turkish Airlines-ის Miles & Smiles პროგრამას გააერთიანებს. 

მომხმარებლები საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, Turkish Airlines-ის მილების (Miles & Smiles) დაგროვებას შეძლებენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიის ბილეთების და სხვა სერვისების შესაძენად.  

მომხმარებლებისთვის უპირატესობების შეთავაზება დაგეგმილია ისეთ სამოგზაურო კატეგორიებშიც, როგორიცაა: განსაკუთრებული შეთავაზება აეროპორტის ლაუნჯებზე, უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა, განსაკუთრებული ტარიფები ტაქსსა და ინტერნეტ როუმინგზე.  

მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან და Visa-სთან თანამშრომლობით ვქმნით ერთობლივ პროდუქტს- სამოგზაურო ბარათს, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ყოველდღიური ხარჯებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ეს კოლაბორაცია ზუსტად ასახავს ჩვენს მთავარ ფოკუსს- მგზავრებისათვის ფრენის მიღმა მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას და მათთვის დამატებითი ღირებულებების შექმნას“,  - Turkish Airlines-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, არიფ ალი გეზმისოლუ.

უნიკალური უპირატესობების გარდა, მეტალის პრემიუმ მასალისაგან დამზადებული  სამოგზაურო ბარათი ქობრენდდიზაინით იქნება გამორჩეული.   

“მოხარული ვარ რომ საქართველოში პირველი ინოვაციური სამოგზაურო ბარათი  ექსკლუზიურად ყველაზე გამოცდილი მოგზაურებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს მომხმარებლებს უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებასთან ერთად, ახლა უკვე მნიშვნელოვანი ბენეფიტების მიღებაც შეეძლებათ. ეს კოლაბორაცია სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან - განსაკუთრებული ღირებულება შევქმნათ მათთვის, ვისაც მოგზაურობა ასე ძალიან უყვარს “, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

ბარათის ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ახლო მომავალში, მისი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბრენდების ჩამონათვალი, რომელთა მაღაზიებიც თბილისი მოლში მალე გაიხსნება

16.06.2025.19:00

თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს და ახალი ბრენდებით ივსება. მიმდინარე წელს მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გაიხსნა.

როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისი მოლში გაიხსნა: 

1-ელი სართული

  • ნუკი კოსმეტიქს (კოსმეტიკა)
  • ვუდთინსი (ხელნაკეთი აქსესუარები)
  • დახლი (ტექნიკა)


მე-2 სართული

  • კედდო (ფეხსაცმელი, აქსესუარები)
  • ჟაკადი (საბავშვო ტანსაცმელი)
  • ვორტმან (ფეხსაცმელი)
  • დიოლი (ქალის თეთრეული)

მე-3 სართული

  • შესაფუთი კუთხე (სერვისი)

თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მალე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება: 

1-ელი სართული

  • იორ ქოსმეთიქს (კოსმეტიკა)

მე-2 სართული

  • მუსტანგი (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი)
  • ჯე ქიდს (საბავშვო ტანსაცმელი)
  • კატოვა (სათვალეები)

მე-3 სართული

  • ქოლექშენ ჰოუმი (სახლის აქსესუარები)
  • თოი ქინგ (სათამაშოები)
  • სთრობერო (კვება)
  • ტრენდიბოქსი (საჩუქრები)
  • დრო ბოქსი (საკანცელარიო)

თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია.  მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა