მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

news image

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი ბათუმში ბრუნდება. ლეგენდარული არტისტების მონაწილეობით დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე 11-13 ივლისს გაიმართება.

 

  • 11 ივლისი|ლედისი / LEDISI 
  • 12 ივლისი|ვინსენ გარსია / GARCIA VINCEN | ნექსთ მუვმენტი / NEXT MOVEMENT
  • 13 ივლისი|სისთერ სლეიჯი / SISTER SLEDGE

 

წელს ფესტივალი, ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტებზე გაიმართება.

VIP აბონემენტის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, სამივე საფესტივალო ღამეს, კლუბში - „Take 5“, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც ჯგუფი TNM უმასპინძლებს. 

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

 

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათის მფლობელებს, 9 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებითშეიძინონ.

 

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.

 

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენსი“.

ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: VISA, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, თეგეტა, პორშე, ისი პარი,  რესტორანი გრილ თაუნი, ალმა, Tkt.ge.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05.06.2025.19:28

ამბასადორი აილენდ ბათუმსა დაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ძირითად მიზნებს  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, სულ რაღაც 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა.


„ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. 

„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბათუმის და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე”,- განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.

ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად. ჩვენ მზად ვართ, ამბასადორის კუნძულის   საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც  საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება, მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იქმნება ის იშვიათი  შესაძლებლობა, ვიზიტის პარალელურად, გაიაროთ სპეციალური გადამზადების პროგრამა და მიიღოთ როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები” - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმიშავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს. საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის  ხელშეწყობისკენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა