მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

news image

თიბისი კონცეპტმა, Snap Fitness Premium-თან და TRIBE-თან პარტნიორობით, იოგის, პილატესის, ხმოვანიპრაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო სხვა მრავალფეროვანი აქტივობების მხარდასაჭერიმასტერკლასების სერია დაიწყო. 

პირველი პილატესის მასტერკლასი, 3 მაისს, ნანა რუხაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მომდევნო კი, 11 მაისს, 19:00 საათზე, გაიმართება. 

11 მაისის მასტერკლასზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ზურაბ მხეიძე მენტალური და ფსიქიკურიჯანმრთელობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ესაუბრება. ასევე, განიხილავს ვარჯიშის როლს მენტალურიჯანმრთელობისთვის. შეხვედრა დიმა გურიევის ხმოვანი თერაპიის მასტერკლასით დასრულდება. 

თიბისი კონცეპტის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერ მასტერკლასებს უძღვებიან Snap Fitness Premium-ისგამოცდილი ინსტრუქტორები. სესიები კი, TRIBE-ის სივრცეში ტარდება (მერაბ ალექსიძის 12). 

მასტერკლასებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის. მსურველებიბილეთების შესაძენად ეწვით ბმულს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image CrystalOne.ge — კრისტალის” ონლაინკაბინეტს ახალი სერვისები დაემატა

08.05.2025.10:16

მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ კრისტალი აქტიურად აგრძელებს დისტანციური მომსახურების არხებისა თუ სერვისების განვითარებას. კომპანია მომხმარებლებს ამჯერად ონლაინკაბინეტის ახალ პლატფორმაზე CrystalOne.ge -ზე, ახალ სერვისებს სთავაზობს.

პლატფორმის დახმარებით, კომპანიის დისტანციური სერვისების მიღება კრისტალის არსებული მომხმარებლების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია. მათ საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია კრისტალის ონლაინ კაბინეტის პლატფორმაზე, გახდნენ კრისტალის მოხმარებლები  და ისარგებლონ სასურველი დისტანციური მომსახურებით.

აღნიშნული სერვისი მომხმარებლებს  შესაძლებლობას აძლევს, ფილიალში ვიზიტის გარეშე, დისტანციურად მოითხოვონ ავტოსესხი და ავტოლომბარდი, წარადგინონ სესხის და ლიზინგის განაცხადი და ასევე დისტანციურად მიიღონ მათზე პირველადი პასუხები. ამას გარდა, ონლაინკაბინეტის პლატფორმა “კრისტალში” არსებული აქტიური ვალდებულებების — სესხების, განვადების,  ლომბარდის, საინვესტიციო პროდუქტის გრაფიკისა და ხელშეკრულებების რეალურ რეჟიმში კონტროლის საშუალებასაც იძლევა.

საგულისხმოა, რომ CrystalOne.ge-ზე რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კრისტალის ციფრულ არხში (AKIDO) დამტკიცებული ნებისმიერი პროდუქტის განაცხადის ხელშეკრულებებზე ხელმოწერა ელექტრონულად, რაც კიდევ უფრო ზოგავს მის დროს, მეტად კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის კომპანიის სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობის პროცესს.

ონლაინკაბინეტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი  მომხმარებლისთვის. პლატფორმის განვითარებაზე მუშაობა გრძელდება და მას ეტაპობრივად სხვა დისტანციური პროდუქტები, სერვისები და სასარგებლო შეთავაზებები დაემატება.

დისტანციური მომსახურების არხების გამრავალფეროვნება, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დახვეწა და განვითარება “კრისტალის” ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. მისი პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.

კრისტალისთვის მნიშვნელოვანია საბანკო პროცედურებსა და სტანდარტებს მაქსიმალურად მოერგოს, რათა მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს სერვისებითა და პროდუქტებით, მათ შორის თანამედროვე და მრავალფეროვანი დისტანციური არხებით, ზედმიწევნით უპასუხოს.

#შენი შესაძლებლობების ბანკი

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა