მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

news image

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, 23 დეკემბრიდან სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. 

შეთავაზება მოქმედებს აბონემენტის შემდეგ ონლაინ პლატფორმებზე შეძენისას: Tkt.ge, Superapp, Biletebi.ge, SKIPASS App და მისი გამოყენება საქართველოს ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე შეგიძლიათ. ერთი ბარათით შესაძლებელია მაქსიმუმ ორი - ბავშვის, მოზარდის (13-18 წელი) ან ზრდასრულის აბონემენტის შეძენა. 

აბონემენტების შეძენა 23 დეკემბრის 12:00-დან იქნება შესაძლებელი და რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ შეძენის სურვილის შემთხვევაში, იჩქარეთ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, იხელმძღვანელეთ შერჩეულ ონლაინ პლატფორმაზე (Tkt.ge, Superapp, Biletebi.ge, skipass.ge) მითითებული ფასდაკლების მიღების მექანიკით. დამატებითი ინფორმაცია განთავსდება თიბისი კონცეპტის ვებგვერდზე.

თუ ფასდაკლებული პროდუქტები არ გამოჩნდება, ამ შემთხვევაში, აბონემენტების რაოდენობა ამოწურულია.

ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Visa ბარათებზე.

გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კოკა კოლას ქარავანი დაიძრა

19.12.2025.22:44

ყველაფერი 28 წლის წინ დაიწყო. ბევრს უკვე აღარ ახსოვს, რომ სატვირთო მანქანებისგან შემდგარი ეს ხმაურიანი, ბრჭყვიალა სატვირთოების ზოლი პირველად თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქვეყანაში სიბნელე და სიცივე იყო, როცა ღუმელში ანთებული ცეცხლი გაყინულ რეალობას ვეღარ ათბობდა; როცა სასწაულების აღარ სჯეროდათ და ტელევიზორში ნანახი ამბებიც გამოგონილ ზღაპრებს ჰგავდა.  თითქოს, ყველა ერთად აღმოჩნდა იმ რეკლამაში, რომელიც პატარებსა და დიდებს ერთნაირად აჯადოებდა. თითქოს, ყველა ერთად გაემგზავრა იქ, სადაც პატარა ბიჭი სანტასთან ერთად ქუჩებში დადიოდა და ყველას, ვისაც გვერდით ჩაუვლიდა, სასწაულს ჩუქნიდა. ეს “კოკა-კოლას” სასწაული იყო, რომელიც 1997 წელს ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა და გადაიქცა რწმენად, რომელმაც ყველას თვალებში უკეთესი მომავლის იმედი აანთო. მას შემდეგ, ახალი წელი “კოკა-კოლას” გარეშე აღარ მოსულა.

მალე მთელმა ქვეყანამ იგრძნო, რომ “კოკა-კოლა” გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე სასმელი. ის იყო სასმელი, რომელსაც სახლის, მეგობრობის, ბედნიერებისა და ერთად ყოფნის გემო ჰქონდა. 

ქუჩებში “კოკა-კოლას” ქარავანის შემოსვლა ყოველთვის განსაკუთრებულ სუნთქვასა და ემოციას აჩენს. წითელი სატვირთოები, ბრჭყვიალა განათებები და მუსიკით სავსე მსვლელობა სანტა-კლაუსთან ერთად, ყველას უხილავი ენერგიით ავსებს და ბავშვობის რწმენას უბრუნებს, რომ სასწაულები ახალ წელს ნამდვილად ხდება. ეს არის ტრადიცია, რომელიც მთელ საქართველოს სითბოთი და სიყვარულით ავსებს.

უკვე 140 წელზე მეტია, “კოკა-კოლა” ჯადოსნურ ამბებს გვიყვება. გვინდა, ეს ამბები მარტივად გასაგები იყოს და ადამიანების გულებამდე ადვილად მივიდეს. დღეს სამყაროს სწორედ მარტივი სიკეთეები სჭირდება. ადამიანები ყოველთვის გახსნილები არიან იმ პატარა, კეთილი ამბების მოსასმენად, რომლებსაც “კოკა-კოლა” უყვება. 

დაეხმარე სხვებს და ამით საკუთარ თავს დაეხმარები. გახდი სხვისი ღიმილის მიზეზი. გახდი სანტა! იმიტომ, რომ ჩვენს სამყაროს მეტი სანტა სჭირდება - ასეთია თხოვნა, რომელსაც “კოკა-კოლა” ყოველ წელს, სხვადასხვა ფორმით გვიმეორებს. ასეთია ხოლმე კოკა-კოლას რამდენიმე წამი, რომელიც მთელ ცხოვრებაზე გვაფიქრებს და გვახსენებს იმას, რაც ხშირად გვავიწყდება; გვახსენებს, რომ არაფერია ერთმანეთზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი, რაც გვრჩება, გრძნობები და მოგონებებია. გვახსენებს მათ, ვინც გვიყვარს და გვენატრება. გვახსენებს დიდ თოვლს, ხმამაღალ სიცილს, ძველ სათამაშოებს, საგულდაგულოდ შეფუთულ საჩუქრებს, გემრიელ კერძებსა და ლამაზ სუფრას, სადაც ყოველთვის დგას “კოკა-კოლას” ბოთლი სანტა-კლაუსის გამოსახულებით. 

„კოკა-კოლას“ქარავანი - 2025 - მოძრავი დღესასწაული წითელი სატვირთოებით, ბრჭყვიალა განათებებით, ინსტალაციებითა და მუსიკით სავსე მსვლელობა იქნება.   ქარავანი 19 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მთელ საქართველოს შემოივლის. 12 დღიანი სადღესასწაულო მსვლელობა - თბილისიდან დაიწყება და დედაქალაქში ის 4 დღის განმავლობაში დარჩება. შემდეგ კი ქარავანი ახალ წლის განწყობას რეგიონებში ჩაიტანს. ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ოზურგეთი, ჩოხატაური, გორი, ხაშური, თელავი, რუსთავი და ბოლნისი   - “კოკა-კოლას” ქარავანის მარშრუტი  ჯადოსნური, ენერგიით სავსე და მრავალფეროვანი იქნება.

„კოკა-კოლა“, როგორც მსოფლიო ბრენდი, თავად გახდა ახალი წელი! იქ სადაც „კოკა-კოლაა“, ახალი წელიც იქ იწყება.

„კოკა-კოლა, 2026 წლის დაწყებას განსაკუთრებული საახალწლო კამპანიით  აღნიშნავს. “კოკა-კოლას” საახალწლო ქარავანთან ერთად, „კოკა-კოლასა“ და სანტა კლაუსის მასშტაბური საახალწლო ბრენდირებით გალამაზებული ქუჩები თბილისსა და რეგიონებში,  „კოკა-კოლას“ მხარდაჭერით „Factory Tbilisi“-ში მსოფლიო ვარსკვლავისა და სოულის ამერიკელი შემსრულებელის, გრემის მფლობელის, მუსიკოსის  - მეისი გრეის კონცერტი; გათამაშება გრანდიოზული პრიზებით, ციფრული კამპანიები, ინფლუენსერები, YouTube შოუ, სავაჭრო ცენტრების აქტივობები, საახალწლო აქციები და ელექტრონული კომერციის  აქტივაციები  -  ამ ყველაფრით  კომპანია “კოკა-კოლა“ ერთ დიდ დღესასწაულს შექმნის და ქვეყანაში ახალ, 2026 წელს მოიყვანს.

“კოკა-კოლა” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა