მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.5
-0.0037
flag
AZN 1.5797
-0.0008
flag
CNY 38.783
0.006
flag
EUR 3.1857
0.0169
flag
GBP 3.6551
0.0075
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0616
0
flag
USD 2.6856
-0.0014

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

news image

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ; ასევე, 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. 

ფორუმის მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზება იყო; ასევე, საერთაშორისო ინვესტორებისა და საქართველოს წამყვანი კომპანიების დაკავშირება.

ღონისძიებაზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევა თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ წარადგინა. 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის მიხედვით, 2019-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველადი ბაზარი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა.  ბაზრის 68%-ს თბილისი იკავებს, ხოლო 21%-ს - ბათუმი. დედაქალაქში უძრავი ქონება ძირითადად საცხოვრებელი მიზნით იყიდება (80%), ხოლო ბათუმში - საინვესტიციო მიზნით (85%).

მოთხოვნის ყველაზე მაღალი ზრდა ბაზარზე 2022 წელს დაფიქსირდა და 29.5% შეადგინა, რაც უმთავრესად მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ ფაქტორმა გააძლიერა უძრავი ქონების მიმართ ინტერესი როგორც გაქირავების, ისე ყიდვის მიმართულებით. მომდევნო წლებში მოთხოვნამ ნორმალიზება დაიწყო და 2024-2025 წლებში 5.6-6.0%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზრდა 4.5%-ითაა მოსალოდნელი. 

რაც შეეხება ფასებს, 2019-2025 წლებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება თბილისში წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა. მიმდინარე წელს კი, თიბისი კაპიტალი ფასების 3.2%-ით მატებას პროგნოზირებს.

2022 წელს მოიმატა გასაქირავებელმა ფასმაც, ბაზარმა ნორმალიზება 2023 წლის მარტიდან დაიწყო. 2025 წელს კვადრატული მეტრის გასაქირავებელი ფასი 11%-ით შემცირდა და $10.4 შეადგინა. 2026 წელს კი მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი აღარ არის. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქირის მაჩვენებელში მცირედი კორექტირება გაგრძელდება და 2.1%-ის ფარგლებში შემცირდება.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების პოტენციური მიწოდება მზარდია: 2025 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 2%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი იქნება. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო - „ქოლგა თბილისი ფოტოს"

10.02.2026.12:16

მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც  თიბისის მხარდაჭერით, წელს 25-ედ გაიმართება.

2026 წლის 10 თებერვლიდან ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15 მარტი. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:

• დოკუმენტური სერია
• რეპორტაჟი
• კონცეპტუალური ფოტოპროექტი
• საუკეთესო ერთი კადრი/Single Image/
• მობილური ფოტო

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც. კონკურსის პირობებს და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: Kolga

„ქოლგა თბილისი ფოტოს" 2026 წლის ჟიურის წევრები არიან:

• მანფრედ ცოლნერი /გერმანია/
• თინა შელჰორნი /გერმანია/
• კარინ დოლეკი /საფრანგეთი/
• ფილიპო ვენტური /იტალია/
• ჯეიმს უითლოუ დელანო /იაპონია/

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2026 წლის 1 მაისს. „ქოლგა თბილისი ფოტო" 1 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს. თიბისისთან პარტნიორობით „ქოლგა“ გამოსცემს ფოტოგრაფ გურამ თიკანაძის საკოლექციო წიგნს და ამავე ინიციატივის ფარგლებში თიბისი კონცეპტ გალერეაში გაიმართება გურამ თიკანაძის გამოფენა. 

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა