თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
უზბეკური სუმი – რამდენად მიმზიდველია ინვესტირება?
გასული წლის ოქტომბერში, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების ახალი სერიის ფარგლებში, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა, უზბეკურ სუმსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე ვისაუბრეთ. გამოვყავით ადგილობრივი ვალუტის განსაკუთრებით შედარებით გრძელვადიანი პროდუქტების მიმზიდველობა, თუნდაც აშშ დოლარში გაანგარიშებით. ამჯერად, გვსურს დავუბრუნდეთ აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებს და შევაფასოთ, რამდენად მართებული გამოდგა პროგნოზები, რომელთაც ჩვენი დასკვნა ეყრდნობოდა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული მაკროეკონომიკური ფაქტორები მოიცავდა საგარეო სექტორს, დაკრედიტებას, ოქროსა და სხვა სასაქონლო პროდუქტების საერთაშორისო ფასების დინამიკას, ინფლაციას, აშშ დოლარისა და სხვა ვალუტების გაცვლითი კურსებისა და საპროცენტო განაკვეთების ანალიტიკას. პუბლიკაციის თარიღთან შედარებით:
საილუსტრაციოდ, ოქტომბერში სუმის 1-წლიან კერძო საბანკო დეპოზიტში ინვესტირების შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელი სარგებელი აშშ დოლარში, დაახლოებით, 24.3% იქნებოდა. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება - გლობალურად სუსტი დოლარის შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებაც კი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ადგილობრივი ვალუტის, განსაკუთრებით, გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტები მიმზიდველი რჩება. ამ მოსაზრებას, პროგნოზებთან ერთად, ამჯერად მოვლენების ფაქტობრივი განვითარებაც ამყარებს.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე
სხვა სიახლეები
18.06.2025.18:12
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.
სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.