მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

news image

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ:

 

ბოლო პერიოდში, ლარზე მოქმედი ცვლადების წმინდა ეფექტი გამყარების ზეწოლისკენ უფრო მეტად გამოიკვეთა. ამ კუთხით, წამყვან როლს საგარეო ფაქტორები ასრულებს, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება შიდა კომპონენტის მხრივაც.

 

გამოვყოფთ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დოლარის გლობალური სისუსტე და შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება.

 

დავიწყოთ სავალუტო შემოდინებებით. ამ მხრივ, პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქონლით საგარეო ვაჭრობაა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, ექსპორტის მნიშვნელოვანი მატებისა და იმპორტის ზრდის ტემპის შენელების - ერთჯერადი ფაქტორების გარეშე - ფონზე, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის მშპ-სთან შეფარდებამ ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ექსპორტის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კვლავ ავტომობილების რეექსპორტი იყო, თუმცა მცირედი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტშიც, დიდწილად ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ქვეჯგუფში. რაც შეეხება იმპორტს, წლიური ზრდის ტემპის შენელება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ცალკეული პროდუქტით არ არის განპირობებული, თუმცა აღსანიშნავია ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის კლება, რაც, რაოდენობრივთან ერთად, ფასების შემცირების ეფექტსაც ასახავს. 

 

სავალუტო შემოდინებების მორიგი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფულადი გზავნილებია, რომლებიც ზრდას განაგრძობს. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში უფრო სტაბილური წყაროებიდან გზავნილები (რუსეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გარეშე) წლიურად 11%-ით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების 83% შეადგინა. მათ შორის, ევროკავშირსა და აშშ-ზე 65% მოდიოდა. გარდა ამისა, მარტსა და აპრილში, პირველად 2023 წლის აპრილის შემდეგ, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, ჯამურ გზავნილებში წლიურად დადებითი ზრდა დაფიქსირდა.  

 

მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?", სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი პოზიციაც უცვლელია. ამავდროულად, შენელება იკვეთება ტურიზმიდან შემოსავლებში, რომლებიც ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაკადი სავალუტო შემოდინებებიდან. პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად მხოლოდ 2.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისის არხებით არარეზიდენტების ხარჯები აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში შედარებით გააქტიურებულია.

 

ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი შეფასება, რომელიც აერთიანებს საქონლით წმინდა საგარეო ვაჭრობას, წმინდა ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან წმინდა შემოსავლებს, 2025 წელს უმჯობესდება, რაც ლარის მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

 

მეორე ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარის გამყარებას უწყობს ხელს, მსოფლიო ბაზარზე დოლარის ამჟამინდელი სისუსტეა. წლის დასაწყისთან შედარებით, დოლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი ეფექტური ინდექსი 7.5%-ით არის გაუფასურებული. დოლარის გაუფასურება აშშ-ის ეკონომიკის შესახებ მნიშვნელოვნად გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, რაზეც დეტალურად ჩვენს წინა პუბლიკაციაში ვისაუბრეთ. დამატებით, გამოვყოფთ, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა ერთდროულად საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკით ხასიათდება, რაც, როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი სცენარია და, ამდენად, ამერიკისათვის საკმაოდ იშვიათ და საყურადღებო მოვლენას წარმოადგენს. მომატებული გაურკვევლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება,  მათ შორის ჩვენ მიერ შემუშავებული ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია.

 

დავუბრუნდეთ ლარს და მესამე მთავარ ფაქტორს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს - შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება. ამ მიმართულებით, გამოვყოფთ, ერთი მხრივ, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის წინა თვეებთან შედარებით შენელებას და, მეორე მხრივ, გარკვეულ პირველად ნიშნებს წინასაარჩევნო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციის კუთხით. შესაბამისად, ისევ რელევანტურია ე.წ. „კარგი დროის ბუფერი", რომელიც, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, თუმცა სენტიმენტებში რაიმე სტრუქტურული ცვლილების შესახებ საუბარი ჯერჯერობით კვლავ ძალზე ნაადრევია.

 

ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალება მისცა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება. ცნობილია, რომ მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 102 მილიონი დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია.

 

მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების მიუხედავად, ლარის შედარებით ზომიერი გამყარება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რისი არგუმენტებიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარმოვადგინეთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ არგუმენტებს. პირველი, სებ-ისთვის რეზერვების შევსება, წინასაარჩევნო პერიოდში ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, პრიორიტეტულია. მეორე, საბაზო სცენარში ინფლაციის პროგნოზი, წლის განმავლობაში მცირედით ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვან აჩქარებას არ მოიაზრებს, ამიტომ ინფლაციის შესამცირებლად გაცვლითი კურსის გამყარების აუცილებლობა ერთი შეხედვით დღის წესრიგში არ დგას.

 

ამავდროულად, საყურადღებოა, რომ, დოლართან ლარის მცირედი გამყარების ფონზე, კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან წონასწორულ შეფასებებზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ  ბმულზე .

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი

11.03.2026.11:07

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, მომხმარებლები, რომლებიც ქონების დაზღვევას, ონლაინ, onlineproperty.aldagi.ge - ზე შეიძენენ, საჩუქრად ბუნებრივი აირის სმარტ დეტექტორს მიიღებენ. პლატფორმა, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დააზღვიონ როგორც პირად მფლობელობაში არსებული ქონება, ასევე, ოჯახის წევრების ქონება, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

ალდაგის ქონების დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში, საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, სრულად მიიღებთ.

ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.

“ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლებს დაზღვევის სრულყოფილი და მოქნილი პროდუქტები შევთავაზოთ. ამჯერად, ქონების დაზღვევის შეძენა ონლაინ, გამარტივებულად არის შესაძლებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამორჩეული და ექსკლუზიური დაფარვებით. ამავდროულად, ალდაგის ქონების დაზღვევა მომხმარებელს არ ზღუდავს ლიმიტებით — არ არსებობს კვადრატული მეტრის მიხედვით განსაზღვრული დაფარვის ზღვარი და თან, ხელმისაწვდომი ფასია. შედეგად, ალდაგის დაზღვევით, მომხმარებელი იღებს სრულ ანაზღაურებას, რაც საშუალებას აძლევს დაზიანებული ქონება სრულად ჩაანაცვლოს ახლით,” - აცხადებენ ალდაგში;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა