მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა საქართველო: დებიტორი და კრედიტორი

news image

წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, ივნისში კვლავ გაუმჯობესდა. ბალანსის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც უფრო ძლიერი სავალუტო შემოდინებებით, ასევე - შესუსტებული გადინებით. სახელდობრ, ივნისის მდგომარეობით, საგარეო ვაჭრობაში კვლავ ნარჩუნდება ბოლო თვეებისათვის დამახასიათებელი დინამიკა - ექსპორტი ძლიერი რჩება მეტწილად ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე, ხოლო იმპორტის ზრდა სუსტია, მათ შორის სწორედ ავტომობილების შემცირებული იმპორტის შედეგადაც. გაუმჯობესება გრძელდება ფულადი გზავნილებისდინამიკაში, რომელიც ივნისში 12.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ტურიზმიდან შემოსავლების წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება (2.3%), ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გარკვეული დროებითი უარყოფითი ეფექტის მიუხედავად. სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო კვლავ ევროკავშირია, რომელზეც მეორე კვარტალში ჯამური შემოდინებების 20.3% მოდიოდა, ნაცვლად პირველი კვარტლის 21.7%-ისა. 

 

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, სწორედ ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები წარმოადგენს ლარის მხარდამჭერი სამი მთავარი ფაქტორიდან ერთ-ერთს. დარჩენილი ორი ფაქტორის კუთხით, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლარი აშშ-ევროკავშირის წინასწარი სავაჭრო შეთანხმების შემდეგ გარკვეულწილად გამყარდა, ხოლო დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციების მიმდინარე დინამიკა ივლისში შედარებით შერეულ სურათს აჩვენებს. მიუხედავად ამისა, ლარის გამყარების მიმართულებით ზეწოლა კვლავ ძლიერი რჩება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მხრიდან განგრძობით სავალუტო ინტერვენციებში ვლინდება. კერძოდ, ჩვენი შეფასებით, ივლისში სებ-ის მიერ შეძენილი აშშ დოლარის მოცულობა წინა თვეებთან შედარებით უფრო მაღალია. ამის ფონზე, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელები მიუთითებს, რომ ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტია.

 

გასული თვეების დინამიკის მსგავსად, ინფლაცია კვლავ მზარდია და ივნისის მდგომარეობით წლიურად 4.0%-ს უტოლდება. აჩქარება შეინიშნება წინა თვესთან შედარებითაც, თუმცა ეს მაჩვენებელი დიდწილად მოლოდინების შესაბამისია. ფასების ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ სურსათი რჩება, მაგრამ ივნისში შედარებით მაღალი იყო მომსახურების ინფლაციაც. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში ამოიწურება ინტერნეტის გადასახადის კლების ეფექტიც, რომელიც ჯამურ ინფლაციას დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით ამცირებს. როგორც ადრეც აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება. ამ ფონზე, როდესაც არჩევანი შემცირებასა და უცვლელად დატოვებას შორის იყო, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 30 ივლისის შეხვედრისას 8%-ის დონეზე შეინარჩუნა, გადაწყვეტილების მიზეზად კი ორმხრივი რისკების შეფასება გამოყო.

 

ამავდროულად, უახლესი ინდიკატორების კუთხითაც საკმაოდ შერეული სურათია.საკუთრივ, ჯამური უნაღდო დანახარჯები ივნისსა და ივლისში დაახლოებით ერთ დონეზე ნარჩუნდება, რამაც, ზედიზედ სამთვიანი მატების შემდეგ, წლიური ზრდის შენელება გამოიწვია. დინამიკა მსგავსია მიგრანტების დანახარჯების კუთხითაც, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, არარეზიდენტების ხარჯვაში, რომელიც ტურისტული შემოსავლების რეალურ დროში შეფასებისთვის გამოიყენება, ივლისში გაუმჯობესება ფიქსირდება. საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივნისში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 6.3% შეადგინა, ხოლო, შესაბამისად, მეორე კვარტლის საშუალო ზრდამ - 7.1%.

 

რაც შეეხება უფრო სტრუქტურულ ნაწილს, 2022 წლის შემდეგ საქართველოს საგარეო ბალანსის გაუმჯობესების მიუხედავად, მიმდინარე ანგარიში კვლავ დეფიციტში რჩება. ამის ფონზე, საყურადღებოა პორტფელური ინვესტიციების დინამიკა, სადაც საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენა იკვეთება, რაც ისტორიულად საქართველოს საგადასახდელო ბალანსისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ ყოფილა. ამავდროულად, სახეზეა რეზიდენტების მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნაწილობრივი გამოსყიდვაც.

 

საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანალიზი გვთავაზობს მნიშვნელოვან დასკვნებს როგორც მიმდინარე, ასევე ფინანსური ანგარიშის ნაწილში. რიგ შემთხვევებში ბოლოდროინდელი დინამიკა ისტორიული ტენდენციებისგან მკვეთრ გადახვევასაც წარმოადგენს. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის მხრივ: ა) ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი ზრდის პარალელურად, ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ICT) და ბიზნეს სერვისების ექსპორტი სწრაფ ზრდას განაგრძობს, რაც დიდწილად ცვლის მომსახურების ექსპორტის სტრუქტურას; ბ) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რეინვესტიციის გარეშე, ისტორიულ საშუალოსთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი რჩება; გ) მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალში საგარეო ბალანსი საკმაოდ გაუარესდა, თუმცა, ამავდროულად, უახლესი ინდიკატორები მეორე კვარტალში გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ფინანსური ანგარიშის მხრივ: ა) როგორც ზემოთ აღინიშნა, პორტფელური ინვესტიციების კუთხით, 2022 წლიდან გააქტიურებულია საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენა; ბ) პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტიციის გამოკლებით, კვლავ დაბალ ნიშნულზეა; გ) ბოლო პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა სესხებსაც, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში; დ) დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სავალუტო რეზერვებიც, თუმცა სებ-ის მიერ აშშ დოლარის მოცულობითი შესყიდვის პარალელურად, მეორე კვარტალში ეს ტენდენცია შეიცვლება. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007041-monthly-macro-update-georgia

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი

11.03.2026.11:07

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, მომხმარებლები, რომლებიც ქონების დაზღვევას, ონლაინ, onlineproperty.aldagi.ge - ზე შეიძენენ, საჩუქრად ბუნებრივი აირის სმარტ დეტექტორს მიიღებენ. პლატფორმა, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დააზღვიონ როგორც პირად მფლობელობაში არსებული ქონება, ასევე, ოჯახის წევრების ქონება, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

ალდაგის ქონების დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში, საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, სრულად მიიღებთ.

ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.

“ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლებს დაზღვევის სრულყოფილი და მოქნილი პროდუქტები შევთავაზოთ. ამჯერად, ქონების დაზღვევის შეძენა ონლაინ, გამარტივებულად არის შესაძლებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამორჩეული და ექსკლუზიური დაფარვებით. ამავდროულად, ალდაგის ქონების დაზღვევა მომხმარებელს არ ზღუდავს ლიმიტებით — არ არსებობს კვადრატული მეტრის მიხედვით განსაზღვრული დაფარვის ზღვარი და თან, ხელმისაწვდომი ფასია. შედეგად, ალდაგის დაზღვევით, მომხმარებელი იღებს სრულ ანაზღაურებას, რაც საშუალებას აძლევს დაზიანებული ქონება სრულად ჩაანაცვლოს ახლით,” - აცხადებენ ალდაგში;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა