მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

news image

თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა - აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გავლენა გლობალურ ბაზრებსა და საქართველოზე.

 

ღონისძიებას სახელწოდებით - „მსოფლიო და საქართველო: მიმდინარე ტენდენციები“ - ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 

თიბისი კაპიტალის  დირექტორმა და კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა სავაჭრო პალატის წევრებს გაუზიარეს მოლოდინები, თუ რა გავლენას იქონიებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე, ასევე,   მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და სექტორული ტენდენციები და პროგნოზები. 

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს გლობალურ ეკონომიკაზე, რაც გავლენას მოახდენს საქართველოზეც, მათ შორის ექსპორტზე, ფასებსა და ლარის კურსზე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის წილი საქართველოს იმპორტში 12.2%-ია, ექსპორტში – 2.1%, ინვესტიციებში – 7.4%-ს შეადგენს, ხოლო ფულად გზავნილებში – 18.4%-ს.

შეხვედრაზე  განხილული იყო უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორიც. თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალში შემცირდა, თუმცაფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში თბილისში გაცემულია 2.7 მილიონი მ² საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა, რაც ბაზარზე მიწოდების ზრდას ნიშნავს.

 

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს - 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტებმა 6.45 მილიონს მიაღწია, რაც 4.6%-ითაღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ჩინეთიდან, ინდოეთიდან დაყაზახეთიდან, რაც უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების  შედეგია. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

19 , 2025

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. 

 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა