მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

თიბისი კაპიტალი ინვესტორებისთვის უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე წვდომას აფართოებს

news image

თიბისი კაპიტალი საერთაშორისო ბაზარზე განვითარებას განაგრძობს და ინვესტორებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის

თიბისი კაპიტალი პირველი საინვესტიციო ბანკია, რომელსაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელმა სააგენტომ ე.. რეგულატორული სენდბოქსის წევრობა მიანიჭა. აღნიშნული საშუალებას იძლევა, თიბისი კაპიტალის ინვესტორებისთვის უზბეკეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს

რეგულატორული სენდბოქსი სპეციალური სამართლებრივი რეჟიმია, რომელიც უცხოურ შუამავალ კომპანიებს საშუალებას აძლევს, არარეზიდენტ პირებს სპეციალური ლიცენზიების გარეშე მოემსახურონ. თიბისი კაპიტალი შეძლებს, ინვესტორების სახელით ჩაერთოს უზბეკეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, შეიძინოს სახაზინო ობლიგაციები, კორპორატიული ბონდები, ასევე ჰქონდეს ნაღდი ფულის ანგარიში ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში და სხვა

თიბისი კაპიტალი აქტიურად მონაწილეობს უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ახალი სტატუსი კი საშუალებას გვაძლევს ავამაღლოთ ჩვენ მიმართ ნდობა და გავაფართოოთ თიბისი კაპიტალის როლი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. უზბეკეთის რეგულატორი სენდბოქსის წევრობა სრულიად ახალი საფეხურია ჩვენთვის და ჩვენი ინვესტორებისთვის, რომლებსაც მრავალფეროვან პროდუქტებზე წვდომის საშუალებას ვაძლევთ. ამ ნაბიჯებით ვცდილობთ, ვუპასუხოთ მზარდ მოთხოვნას და მომხმარებლებს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები გავუხსნათ. ეს სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან, რომელიც გლობალურად თიბისი კაპიტალის გაფართოებას გულისხმობს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ვაქციოთ საკონდიტრო და კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთ რეგიონულ ჰაბად - DGF ICC Georgia

25.06.2025.18:00

DGF ICC Georgia • დგფ აისისი ჯორჯია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით, რომელიც ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მეტი დეტალისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ნათია ცხომელიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია "აისისი ჯორჯია" (ICC Georgia / DGF AREA) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული სფეროს მიმართულებით. 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვთავაზობთ ბაზარს პრემიუმ კლასის ევროპულ ბრენდებს და ხარისხიან პროდუქციას. ჩვენ ვართ ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, როგორიცაა: DGF (Délice & Création), IRCA, Maison ROUTIN (1883), Silikomart, Lubeca, Brousse-bergez და სხვა. ჩვენ ვემსახურებით როგორც HORECA სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), ასევე ჰიპერმარკეტებს, ბარებს და საკონდიტროებს, ვთავაზობთ მათ სრულ სერვისსა და პროდუქციის ფართო არჩევანს.

გარდა პროდუქციის დისტრიბუციისა, ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა პროფესიული საგანმანათლებლო პლატფორმა - საკონდიტრო-საცხობი სკოლა, სადაც უკვე მრავალი წელია ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასტერკლასებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი შეფების მონაწილეობით. ეს ინიციატივა ხელს უწყობს ქართული საკონდიტრო ინდუსტრიის განვითარებას და პროფესიონალთა მუდმივ ზრდას.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:

გასტრონომიულ, საკონდიტრო და ნაყინის ინგრედიენტებს;

ბარისა და სასმელების ინგრედიენტებს;

საცხობ და საკონდიტრო აღჭურვილობას;

სპეციალურ ტექნოლოგიურ და სხვა ინოვაციურ პროდუქტებს.

ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია, რათა მოვახდინოთ ბაზრის სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ევროპული ხარისხი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება ინტერესი ხარისხიან საკონდიტრო პროდუქტებსა და კულინარიულ ტექნოლოგიებზე. ბაზარი ვითარდება, მეწარმეები და შეფ-კონდიტერები მუდმივად ეძებენ ინოვაციურ და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, რაც ჩვენს კომპანიის პროდუქტს მუდმივი მოთხოვნით უზრუნველყოფს. ჩვენი პროფესიული სკოლა და მასტერკლასები ეხმარება პროფესიონალებს ცოდნის ამაღლებაში, რაც თავის მხრივ ზრდის ხარისხიანი პროდუქტის გამოყენების საჭიროებას. მოთხოვნა, როგორც საცალო, ასევე პროფესიულ დონეზე, მზარდია და ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის უპირატესობებია: 

ევროპული პრემიუმ ბრენდების ფართო პორტფოლიო;

• 15 წლიანი გამოცდილება და ბაზარზე მაღალი რეპუტაცია;

მძლავრი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის სწრაფ მიწოდებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში;

პერსონალიზებული მომსახურება და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების საჭიროებების მიმართ;

პროფესიული განათლების და ტრენინგების ცენტრი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ინდუსტრიის განვითარებაზე საქართველოში.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

DGF AREA / ICC Georgia-ს სამომავლო ხედვა ორიენტირებულია მდგრად ზრდაზე, ინოვაციაზე და ქართული პროფესიული საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ვაქციოთ საკონდიტრო და კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთ რეგიონულ ჰაბად, სადაც პროფესიონალებს ექნებათ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე.

სამომავლოდ ვგეგმავთ:

ახალი ევროპული ბრენდების დამატებას და პორტფოლიოს გაფართოებას;

ინოვაციური პროდუქციის ინტეგრაციას, რომელიც მიესადაგება საერთაშორისო ტენდენციებს;

პროფესიული სასწავლო ცენტრის განვითარებას - მეტი მასტერკლასი, მეტი საერთაშორისო ტრენინგი და კოლაბორაცია მსოფლიო დონის შეფებთან;

პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ადგილობრივი ბაზრის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანას.

ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიული განათლება, ინოვაციური პროდუქტი და მუდმივი განვითარება არის მთავარი წინაპირობები, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს კულინარიისა და საკონდიტრო სფეროში.

ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს თბილისში, .აბაშიძის 38 ნომერში. მასტერკლასებზე ჩაწერა წინასწარ არის შესაძლებელი. ამისთვის, მსურველები უშუალოდ კომპანიას უნდა დაუკავშირდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა