თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში - გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში
თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.
თიბისი კამპუსში მიღებული ცოდნა სტუდენტებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში ეხმარება. კამპუსმა, ერთი წლის განმავლობაში, 600-მდე მონაწილე გააერთიანა, მათი 18% კი უკვე წარმატებით დასაქმდა.
კამპუსში, თიბისის გუნდისთვის, კარგად ნაცნობი თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. თიბისის გუნდის წევრები, სფეროს სხვა პროფესიონალების ჩართულობით აზიარებენ მათ საუკეთესო ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, კამპუსის კურსდამთავრებულებისთვის გაჩნდა ინიციატივა - „ერთი დღე თიბისიში“.
ინიციატივის ფარგლებში კამპუსის 45 კურსდამთავრებული, 22 ოქტომბერს, თიბისის ესტუმრა - ჩაერთნენ მათი კურსის შესაბამისი მიმართულების სამუშაო პროცესში, გაეცნენ რეალურ პროექტებსა და გუნდის წევრებს. სამუშაო დღის ბოლოს კი ჩაუტარდათ მედეა ტაბატაძის ვორქშოფი თემაზე - „როგორ მოვემზადოთ სამუშაო ბაზრისთვის“.
თიბისი კამპუსი სტუდენტებს 9 მოთხოვნადი მიმართულებით სთავაზობს ონლაინ კურსებს: მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარება, ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, UI/UX დიზაინი, IT ბიზნეს ანალიზი, ბაზრის კვლევა, ციფრულ მარკეტინგი, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO.
თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ.
ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
სხვა სიახლეები
GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.20:00
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.
„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.