მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

news image

მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო სკოლა, სადაც ისინი სრულიად უფასოდ შეძლებენ შეისწავლონ ტექნოლოგიები და დაეუფლონ თავიანთ მომავალ პროფესიას.

წარმატებული და ძალიან მოთხოვნადი თიბისი ტექსკოლის ფარგლებში, ბრენდი მოსწავლე გოგონებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს - ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგან. ამ მიზნით თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები გოგონებისთვის ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით. საზაფხულო სკოლის Crash კურსებში მონაწილეობის მიღება ყველა 9-12 კლასის მოსწავლე გოგონას სრულიად უფასოდ შეუძლია.

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ყველა მოსწავლე გოგონებს, სწავლა სრულიად უფასოა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. 

რეგისტრაცია 24 ივნისს დაიწყო და 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა დარეგისტრირდი და დაიწყე სასურველი მომავალი პროფესიის შესწავლა. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს! 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა