მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

news image

თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით, ახალი თაობის მხარდასაჭერად და ქვეყნის ტექეკოსისტემის გასაძლიერებლად, „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი“ დაფუძნდა.

ჰაბის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, მათი ჩართვა ინფორმატიკის და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერება და ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე:

  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI)
  • ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI)
  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI)
  • საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO)

აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში. 

ჰაბის ფარგლებში BTU კოორდინაციას გაუწევს მოსწავლეთა და ახალგაზრდების მომზადებას, ეროვნული ნაკრების შერჩევას და მათ მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის ოლიმპიადებში. პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს ტექნოლოგიური განათლების პოტენციალს.

აღსანიშნავია, რომ  საქართველო 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადაში და  უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე - მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; ქალების ევროპის ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი; ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული.

პროექტის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, ამიტომ თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობაში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას და ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. 

პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

07.11.2025.18:09

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.

Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის: 

ფინანსური პრივილეგიები:

  • ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით;
  • თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი.

სამოგზაურო პრივილეგიები:

  • $50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;
  • საერთაშორისო აეროპორტებში 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე წვდომა;
  • 70-ზე მეტ აეროპორტში პრიორიტეტული ჩასხდომა (6-ჯერ უფასოდ);
  • ფასდაკლებები და ქეშებქები სასტუმროებში;
  • Crisis24 Horizon პლატფორმაზე წვდომა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:

  • 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე;
  • Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ;
  • პრიორიტეტული წვდომა გასართობ ღონისძიებებზე Priceless Cities პლატფორმის საშუალებით.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა