მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7076.5
-0.0217
flag
AZN 1.5959
-0.0042
flag
CNY 38.096
-0.01
flag
EUR 3.1672
-0.0042
flag
GBP 3.6463
-0.0076
flag
KZT 50.2
0.0021
flag
TRY 0.0651
-0.0001
flag
USD 2.713
-0.0071

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 8-9 ოქტომბერს, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა იმართება

news image

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით,  8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა - „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“  გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე - სხვადასხვა ქვეყნიდან. 

პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე - უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. ასევე, შეხვდნენ ინვესტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს.

კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით.

კონფერენციის მეორე ნაწილში, უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის - ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს. 

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ,,რძის ლაბორატორია" ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

07.10.2025.18:00

ამიერიდან რძის რძის ლაბორატორია - Milk Laboratory საკუთარ ფიზიკურ მაღაზიაშიც გაყიდის. კომპანიამ პირველი ბრენდირებული მაღაზია თბილისში, ვაჟა-ფშაველას 71 ნომერში გახსნა. რძის ლაბორატორიის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ – "ვოლტის" და "გლოვოს" აპლიკაციების საშუალებით.

გასულ წელს, გაყიდვების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისთვის, რძის ლაბორატორიამ საკუთარ ვებგვერდზე – www.milklab.ge – ონლაინ გაყიდვები დაამატა.

„ასორტიმენტს დავამატეთ ჩვენივე პროდუქციით დამზადებული ჯანსაღი ხაჭოს დესერტი „სიროკი“. სამომავლოდ სხვა დესერტების დამატებასაც ვაპირებთ“, – განაცხადა Business Insider Georgia-სთან რძის ლაბორატორიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა მარიამ ჭუბაბრიამ.

მზარდი მოთხოვნის ფონზე, რძის ლაბორატორია მუშაობს ასევე ახალი საწარმოს გაფართოებაზე.

რძის ლაბორატორიის ასორტიმენტი შედგება 30-მდე სახეობის რძის პროდუქტისგან, რომელიც იყიდება "კარფურის" დიდ სუპერმარკეტებში, "ბლაუნშტაინში", "წისქვილის ბაზარში" და "გუდვილში". დღევანდელ მდგომარეობაში, რძის ლაბორატორია თავისი ტექნოლოგიებით, ჯანსაღი ნედლეულის მოხმარებითა და შესაბამისად – ჯანსაღი პროდუქციის გამოშვებით – ბაზარზე მართლაც რომ უკონკურენტოა.

რძის ლაბორატორია არის ყვარლის ბაგას პარტნიორი კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყვარლის ბაგა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფერმაა, 2000-ზე მეტი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხით და დაკომპლექტებულია საუკეთესო აღჭურვილობით.

რძის ლაბორატორიის პროდუქცია მზადდება მხოლოდ ყვარლის ბაგას უმაღლესი ხარისხის ნამდვილი რძისგან – ყოველგვარი ფხვნილის, დანამატის თუ კონსერვანტის გარეშე. კომპანიას გააჩნია ISO-ს სერტიფიკატი და HACCP-ის ევროპული სტანდარტები.

საცალო გაყიდვების გარდა, რძის ლაბორატორია თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Samzeo Hotels, "სკა", "სმარტი", "პარაგრაფი" და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა