მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა გაიმართება - რა მოლოდინები აქვთ მონაწილეებს

news image

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და „გაყიდვების ასოციაციის“ ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, მასშტაბური გამოფენა, „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება, რომელიც მონაწილეებისთვის ახალი ბაზრისა და შესაძლებლობების ათვისებას შეუწყობს ხელს.

ორდღიანი კონფერენცია, “საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს გააერთიანებს და 4000-მდე სტუმარს ელის.

ბოლო წლებში, უზბეკეთის საკანონმდებლო ინიციატივები უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. მთავარი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებია, რომელიც ახალ გარემოში ბიზნესის წამოწყებას ამარტივებს.

ქართული კომპანიებისადმი რომ ინტერესი მაღალია, ეს “სოფტგენის” მიერ ჩატარებულ კვლევაშიც გამოჩნდა. ბაზრის შესწავლის შემდეგ, კომპანიამ ფილიალი უზბეკეთში გახსნა. საქართველოში “სოფტგენი” 2008 წლიდან ოპერირებს და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 17-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი გამოფენის მონაწილეა და მისი მთავარი მოტივაცია ახალი კონტაქტების დამყარებაა.

“ადრე უზბეკეთის ბაზარი არ იყო ხელმისაწვდომი და ის უცხოელი ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა. ჩვენი ბიზნესმოდელი B2B-ია. გამოცდილებაზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს, აინტერესებთ სიახლეების დანერგვა. მსგავსი ფორმატის კონფერენციები ყოველთვის ძალიან ეფექტური და წარმატებულია. გამოფენა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კომპანია წარვადგინოთ და უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი გავიცნოთ”, - ამბობს იასონ ზარქუა “სოფტგენ ჯგუფის” დამფუძნებელი.

უზბეკეთში თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ამ პროცესს კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებაც ახლავს თან, როგორც საბანკო და ფინტექ სფეროში, ასევე ჯანდაცვაში.

“დოქტორიუმი გამოფენაზე წარდგენილი იქნება სტენდით, სადაც წარმოვაჩენთ, თუ როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა და ციფრული პლატფორმა გახდეს სანდო მხარდამჭერი როგორც ექიმებისთვის, ისე - პაციენტებისთვის. შევისწავლით, თუ რა საჭიროებები და ტენდენციებია უზბეკეთში ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით“, - აღნიშნავს მულტიპროფილური კლინიკა, ,,კანის” დამფუძნებელი და დირექტორი, მაია წურწუმია. მისი თქმით, მთავარი მოლოდინია პარტნიორობა ადგილობრივ კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან, ასევე ციფრული ჯანდაცვით დაინტერესებულ სადისტრიბუციო კომპანიებთან კოლაბორაცია.

რადგან ინტერესი და ნდობა ქართული კომპანიებისადმი მზარდია, გამოფენაში მონაწილე ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, მომავალ პარტნიორებს პირისპირ შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმონ.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „პარაგრაფ თაბორი“ არის უნიკალური კომპლექსი, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, კონცეფციითა და იერსახით წარმოადგენს სივრცის საუკეთესოდ განვითარების ნიმუშს - მარიამ ქვრივიშვილი

30.09.2025.23:28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ხელისუფლების და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტის განხორციელებისთვის და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა როგორც დედაქალაქის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.
„ეს არის უნიკალური კომპლექსი, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, კონცეფციითა და იერსახით წარმოადგენს სივრცის საუკეთესოდ განვითარების ნიმუშს. ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს მდებარე სასტუმრო უნიკალურია მასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზით, გოლფის კლუბითა და მოედნით, რომელიც თბილისს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს. „პარაგრაფ თაბორი“ უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში და მყარად დაამკვიდრებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, „პარაგრაფ თაბორ“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომლის ღირებულებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა, შექმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი და სტაბილური დასაქმების კერა გააჩინა. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც პარაგრაფის კომპლექსის ოპერირებას სჭირდება, ხელს უწყობს ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და შრომის ბაზრის მიზნობრივ განვითარებასაც.
„საქართველო და თბილისი მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული ეკონომიკისა და კულტურის მატარებელია და ჩვენც ყველა მიმართულებით თანმიმდევრულ განვითარებაზე ვზრუნავთ. ამგვარმა მიდგომამ მოგვცა სწორედ ის ეკონომიკური ზრდა, რითიც ჩვენი ქვეყანა ლიდერობს ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. ხელისუფლების ეფექტური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ვზეიმობთ რეკორდულ მონაცემებს ჩვენი ქვეყნის არაერთ დარგში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში. გასულ წელს ქვეყანამ რეკორდული 4,4 მლრდ დოლარი მიიღო მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან - რეკორდულია მგზავრთნაკადი, რადგან რეკორდულია ავიაკომპანიებისა და პირდაპირი ფრენების შესრულების რაოდენობა. ეს ცხადყოფს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ტურიზმის სექტორისა და მათ შორის, ტრანსპორტის ინდუსტრიის განვითარებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს ერთის მხრივ ფეხს უწყობს და ამავე დროს განაპირობებს ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც „პარაგრაფ თაბორია“.
„დღეს არსებული დინამიკა და ვითარება ჯერ კიდევ წლების წინ განჭვრიტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თბილისში „პანორამის“ რამდენიმე საფეხურიან მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად კი მივიღეთ სრულიად ორგანული და ბუნებრივი შედეგი, რაც საუკეთესოდ ჩაეწერა ქალაქისა და ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემგან ზედმეტია იმის თქმა, თუ რამხელაა ბატონი ბიძინას დამსახურება არა მხოლოდ მასშტაბური პროექტების განვითარების პროცესში, არამედ მთელი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ახალი კომპლექსი ეპოქის სიმბოლო გახდება, როგორც საქართველოს გონივრული, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გამოხატულება და ადგილი, რომელიც ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას ჩამოსული სტუმრების და საერთაშორისო მოგზაურების წინაშე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა