თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 10 ნოემბრამდეგაგრძელდება ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.agroolimpiada.ge. აგროოლიმპიადა ტესტირებისსაშუალებით ტარდება და ის სამ ეტაპს მოიცავს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება ფიზიკურ სივრცეში.
აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტებს და ფერმერებს, ისე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათოტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში.
ოლიმპიადის მთავარი იდეა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათიწარმოჩენაა. გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდო.
აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებშისასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალურიგანათლების მიღების ხელშეწყობას.
სხვა სიახლეები
იაპონური ყავის კულტურა, უნიკალური მომზადების მეთოდი და განსხვავებული სივრცე - როგორია Ayanoma-ს კონცეფცია
14.05.2026.18:00
,,აიანომა” პირველი იაპონური კაფეა თბილისში, რომელმაც ბაზარზე ოპერირება ცოტა ხნის წინ დაიწყო. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „აიანომას“ დამფუძნებელს, სუგიმოტო ტაცუია ესაუბრა.
როგორია Ayanoma-ს საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„აიანომა“ პირველი იაპონური კაფეა თბილისში, რომელიც რუსთაველის გამზირზე 2026 წლის აპრილში გაიხსნა.
„აიანომაში“ განსაკუთრებული მზრუნველობით, ხელით ვამზადებთ თითოეულ ფინჯან ყავას; ამისათვის ვიყენებთ იაპონიის წამყვანი სპეციალისტების მიერ მოხალულ რჩეულ მარცვლებსა და ცნობილი იაპონელი მწარმოებლების მიერ შექმნილ ყავის მოსადუღებელ მოწყობილობებს. ეს პროცესი ჩვეულებრივი ყავის დალევის რიტუალზე მეტია - თითოეული ფინჯანის მეშვეობით აიანომას სტუმრები თავად იაპონიის სულსა და კულტურას ეზიარებიან.
ჩვენი მიზანი თბილისში მხოლოდ იაპონური სტილის კაფის გახსნა არ ყოფილა. ჩვენ გვჯერა, რომ ყავას შეუძლია გააღვივოს დიალოგი ადამიანებს, ქვეყნებსა და კულტურებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აიანომას მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს კულტურულ გაზიარებას იაპონიასა და საქართველოს შორის ყავის მეშვეობით.
ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სათუთად მომზადებულ ყავას, არამედ ტრადიციული იაპონური კისატენის სტილის სასმელებს, ორგანულ ჩაის როგორც იაპონიიდან, ისე საქართველოდან, ქართულ ღვინის სახეობებს, ხოლო ღონისძიებების დროს - იაპონურ საკესაც.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„აიანომას“ კონკურენტული უპირატესობა იაპონური ოსტატობისა და გამორჩეული ნედლეულის უნიკალურ სინთეზში მდგომარეობს. ჩვენი ყავის მარცვლები იაპონიაში აკიმასა კავაკუბოს - იაპონური ყავის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის - მიერ იხალება; იგი იყენებს მოხალვის საკუთარ ტექნიკას, რის შემდეგაც მარცვლები საქართველოში საჰაერო გზით იგზავნება მაქსიმალური სიახლის შესანარჩუნებლად.„აიანომაში“ ასევე ვიყენებთ KONO Meimon-ის მსოფლიოში პირველ კონუსისებურ ფილტრს, რომელიც 1973 წელს შეიქმნა Coffee Siphon Co.-ს მიერ. ყავის მომზადების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ ყავის მარცვლებში დამალული ნაზი და მრავალფეროვანი არომატები. ჩვენი საფირმო ბლენდი AWAI (間) იქმნება სხვადასხვა დონეზე მოხალული ეთიოპიური მარცვლების შერევით. AWAI-ს გემო მკვეთრად იცვლება ბარისტას მიდგომისა და ტემპერატურის მცირედი ცვალებადობის მიხედვით. ეს არის სასმელი, რომელიც ნამდვილად წარმოაჩენს მოხალვის ხელოვნებისა და მომზადების ტექნოლოგიის სინთეზს.

თუმცა, ჩვენი უპირატესობა მხოლოდ პროდუქტით არ შემოიფარგლება. „აიანომა“ ერთ შენობაში ორ განსხვავებულ გარემოს აერთიანებს. ერთი არის გალერეის სტილის კაფე, სადაც სტუმრებს იაპონური კულტურის გაცნობა შეუძლიათ, ხოლო მეორე - მშვიდი და მყუდრო სივრცე, რომელიც ტრადიციული იაპონური კაფის, „კისატენის“ ატმოსფეროთია შთაგონებული. სტუმრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ გარემო, რომელიც მათ განწყობას საუკეთესოდ შეესაბამება. სივრცის ეს ორი კონცეფციაც ერთ-ერთი იმ უნიკალურ გამოცდილებათაგანია, რომელსაც თბილისში მხოლოდ აიანომა სთავაზობს მომხმარებელს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
ინტერესი პირველივე დღეებიდან მაღალია, რადგან ჩვენი პროექტი ეფუძნება ემოციურ და მყარ ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებიდან იღებს სათავეს. 2025 წელს რუსთაველის გამზირზე გამართულმა წინასწარმა ღონისძიებამ გვაჩვენა, რომ თბილისის საზოგადოება მზად არის იაპონური ყავის რიტუალისთვის.
მომხმარებლები ეძებენ არა უბრალოდ ყავას, არამედ კავშირს, სიმშვიდესა და უნიკალურ პროდუქტს, რომელსაც ზურგს დიდი ისტორია და პროფესიონალიზმი უმაგრებს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
„აიანომას“ სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა სცილდება ერთი ლოკაციის ფარგლებს და ორიენტირებულია გლობალური კულტურული ხიდის მშენებლობაზე. ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას, რათა აიანომას უნიკალური ფილოსოფია და იაპონური ყავის ხელოვნება უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, ქართული სტუმართმასპინძლობისა და იაპონური ტრადიციების სინთეზი ვაქციოთ საერთაშორისო ბრენდად, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და მშვიდობის გავრცელებას შეუწყობს ხელს. „აიანომას“ ბრენდის თითოეული ახალი ლოკაცია იქნება დიალოგის კიდევ ერთი სივრცე, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს, კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.