თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
თიბისიმ პარტნიორი კომპანიებისა და მომხმარებლებისათვის განვადების გაცემის პროცედურა გაამარტივა. უკვე ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც თიბისი განვადების სერვისით სარგებლობს, მომხმარებლისთვის განვადების განაცხადის შევსება დამოუკიდებლად, ბანკთან გადამისამართების გარეშე შეუძლია.
ახალი პროცედურით, განვადების განაცხადის შევსება სულ რაღაც 2 წუთში არის შესაძლებელი, რაც კომპანიის მეტი მომხმარებლის მომსახურების და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებელი კი, მასზე მორგებულ, სწრაფ, მარტივ და მოქნილ სერვისს იღებს.
შედი მერჩანტ პორტალში და ისარგებლე განახლებული ციფრული შესაძლებლობით.
განვადების გამარტივებული პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე.
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია
18.02.2026.13:08
სელფი მობაილი „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია. კონფერენცია იმართება 19 თებერვალს და ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ბიზნეს გარემოში ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე, პრაქტიკასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.
კონფერენციაზე გამომსვლელები მოიცავენ 5 მიმართულებას: ბიზნეს პროცესების, ციფრულ, AI, Agile და HR ტრანსფორმაციებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სფეროს წარმომადგენლების ხედვები, გაეცნონ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილონ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
სელფი მობაილი არაერთი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებას.
„სელფი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განვითარების, ინოვაციური აზროვნებისა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა, რაც ბიზნეს გარემოს მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს." - აცხადებენ სელფი მობაილში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით: https://shorturl.at/t5a7v
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge;
ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს: