მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი - სანდოობა, როგორც ინოვაცია

news image

2019 წელს, როდესაც „GITA"-მ და მსოფლიო ბანკმა საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყეს, მარიამ სოლომნიშვილს საფიქრალი გაუჩნდა: რა უნდა ყოფილიყო ინოვაციური კომპონენტი, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარებოდა?!

ასე გაჩნდა აგროლაბი- ლაბორატორია, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ანალიზზეა კონცენტრირებული. ინოვაციური კი მოდელია, სადაც მომხმარებელი ლაბორატორიის ვებ-გვერდზე რეგისტრირდება, ონლაინ კაბინეტს ქმნის, სახლიდან გაუსვლელად ახერხებს შედეგის ნახვას, სერტიფიკატის ჩამოტვირთვას, კურიერის გამოძახებას და მენეჯერთან კონტაქტსაც კი.

ლაბორატორიამ თიბისი დაჯილდოების მთავარი ჯილდო მიიღო რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ის იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობდნენ ღვინის წარმოებაში.

„კახეთი ქართული ღვინის წარმოების აკვანია. ნებისმიერი მეურნეობისთვის კი ლაბორატორიული ანალიზი აუცილებელია. ჩვენი სერვისზე მოთხოვნა ტექნოლოგიური პროცესის თანმდევი ნაწილია: ყურძნის მარცვლის შემოწმებიდან, ღვინის ჩამოსხმის მომენტამდე. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ რეგიონს სჭირდებოდა თანამედროვე, სანდო ლაბორატორია“, - გვიხსნის მარიამ სოლომნიშვილი.

საქართველოში თითქმის ყველამ იცის, როგორ მზადდება ღვინო. ან ჰგონია, რომ იცის. ვენახის გაშენება, რთველი, ქვევრში ღვინის დაყენება - ამ ყველაფერს ქართული ღვინის კულტურად მივიჩნევთ. მაგრამ ამ ტრადიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროდუქტი ბაზარზე უნდა გავიდეს, სტანდარტებიც ახლავს, ლაბორატორიული ანალიზებიც და საერთაშორისო ნორმებიც. აგროლაბი და მისი დამფუძნებელი, მოწმეა თუ როგორ იცვლება ადამიანების აღქმა და ინფორმირებულობის დონე.

"ათწლეულების განმავლობაში ღვინის დაყენების პროცესი პირად გამოცდილებაზე იყო მინდობილი. ტექნოლოგიების განვითარებამ და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ ბევრი სტერეოტიპი დაანგრია, საკუთარი შრომის დაფასებაც ვისწავლეთ. დღეს ლაბორატორიული ანალიზით ის ადამიანებიც ინტერესდებიან, რომლებიც ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის აყენებენ. ბუნებრივიცაა, რადგან სურთ რომ შრომამ ხარისხიანი ნაყოფიც გამოიღოს", -ამბობს მარიამი.

2023 წლის პირველი იანვრიდან ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი მწარმოებელი ან რეალიზატორი, თუნდაც ადგილობრივი ბაზრისთვის, ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისობის სერტიფიკატი.
"თიბისის ჯილდოს მიღება გუნდისთვის მოულოდნელობაც იყო და დიდი მოტივაციაც. როცა განაცხადი შევავსეთ, მოლოდინი არ გვქონია. უბრალოდ, გვინდოდა გვეცადა. ისეთი გამოხმაურება ჰქონდა გამარჯვებას, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თუ რა საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მცირე მარნებმაც მოგვწერეს.თურმე არ იცოდნენ, რომ მსგავსი სერვისი კახეთშიც არსებობდა", - გვიყვება ყვება მარიამი.

აგროლაბი არა მხოლოდ უკვე არსებულ მომხმარებლებზე ფიქრობს, არამედ ახალი შესაძლებლობების განვითარებაზეც მუშაობს, მათ შორის ნიადაგის ანალიზზეც.
"დღევანდელ რეალობაში ფერმერები ხშირად სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს – მაღაზიიდან იღებენ სასუქსა და ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს კონკრეტულ არეალს. ნიადაგის ანალიზი კი შესაძლებელს გახდის მიზნობრივ გამოყენებას, რაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედებს“, -გვიხსნის მარიამი.

აგროლაბის გუნდმა კარგად იცის, რომ ინოვაცია მხოლოდ თანამედროვე ტექნიკაში არ გამოიხატება, აქ ცდილობენ შექმნან მექანიზმი, რომელიც სხვასაც დაეხმარება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა