თიბისი ბანკის ჯგუფი ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს
თიბისი ბანკის ჯგუფი TBC BANK GROUP PLC 2024 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ჯგუფმა როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს გაუტოლდა. აღნიშნულის პარალელურად, 2025 წელს ისეთი ორგანიზაციები როგორიცა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Fitch 5.3% - 6.0% -მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. TBC Capital ელის რომ დასახელებულ წელს ეკონომიკა ზომიერად დაბალი მაჩვენებლით გაიზრდება ვიდრე წინა პროგნოზი - 5.5%. ინფლაცია კი კვლავაც სებ-ის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
ანგარიშის თანახმად, TBC-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 1.7 მლნ-ს უტოლდება. ამასთან, ახალრეგისტიტებული ბიზნესების 68% TBC ბანკს ირჩევს.
2024 წელს TBC-ის სესხების მოცულობა 15%-ით, ხოლო დეპოზიტები 10%-ით გაიზარდა.
ამასთან, გასულ წელს საცალო სესხების ზრდა განპირობებული იყო სწრაფ სამომხმარებლო სესხებზე ფოკუსირებით, რომელმაც წლის ჭრილში 50%-იანი ზრდა აჩვენა, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო გაყიდვების გაუმჯობესებული პროცესებით და გაზრდილი დიგიტალიზაციით.
2024 წელს უზბეკეთის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ორგანიზაციები 2025 წელს 5.7% - 6.2% ეკონომიკურ ზრდას მოელიან, რასაც ჯგუფის მოლოდინიც შეესაბამება. დეკემბრის მონაცემებით ინფლაცია 9.8%-ზე ნარჩუნდება. თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემამ გადააჭარბა 18 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რაც წარმოადგენს უზბეკეთის მოსახლეობის თითქმის 50%-ს.
სხვა სიახლეები
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად
05.12.2025.18:42
31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.
1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.
ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.