მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7048.5
-0.0059
flag
AZN 1.6157
-0.0006
flag
CNY 38.063
0.0275
flag
EUR 3.1105
-0.0062
flag
GBP 3.6643
0.0077
flag
KZT 53.42
0.0031
flag
TRY 0.0711
-0.0001
flag
USD 2.7473
-0.0004

თიბისი აგრობიზნესისთვის - ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად

news image

40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს  ჰგავს, თუმცადილის რუტინასმას მაინც ვერ დაარქმევ

 

გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებაზე ზრუნავს, რომლებიც ცალკე სადგომში არიან დაბინავებულები და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შემდეგ კი მოზრდილი ცხვრები გაჰყავს საძოვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოესწროს, სანამ დაცხება. შუადღის მზეში, ცხვრებისიესტასიწყობენ და ბალახს პირს აღარ აკარებენ.

 

ჯუნო ჩიბურდანიძის ოჯახი თავიდანვე მესაქონლეობას მისდევდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ისიც ახალსოფელში დაბრუნდა და მამის საქმე გააგრძელა.

 

დილა და საქმე კი იგივე იყო, თუმცა 15 წლის წინ მასშტაბები შეიცვალა. ჩიბურდანიძეებმა შეღავათიანი აგროკრედიტით ახალი ფერმის აშენება შეძლეს, მეცხვარეეები დაიქირავეს და 3 000  თუშურ ცხვარს დაუწყეს მოვლა-მწყემსვა.

 

ფერმა არ გაპატიებს სიზარმაცეს, დაუგეგმავ დღეს, ცუდად მომზადებულ ზამთარს. უამრავი წვრილმანია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. ხშირად შეუცვალო საძოვარი, მუდმივად აკონტროლო  ცხვრების ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი შრომასა და ცოდნას მოითხოვს. თიბისი არა მხოლოდ მე მეხმარება განვითარებაში, საშუალებასაც მაძლევს მინიმუმ ათი ადამიანი დავასაქმო“- გვიხსნის ჯუნო.

 

საქართველოში მეცხვარეობა ათასწლეულებს რომ  ითვლის, ამას არგონავტების მითიც კი ადასტურებს. ამ ლეგენდაშიც ბერძნების მთავარი ინტერესი ოქროს საწმისი- იგივე მოოქრული ცხვრის ტყავია.

 

უცნაური, მაგრამ ჯიუტი ფაქტია, რომ ცხვრის მოვლის ამხელა ტრადიციისა და ავთენტური ჯიშების გამორჩეულობის მიუხედავად, საქართველოში ცხვრის სიყვარული მთებში შეფენილი თეთრი ფარას ფოტოებს, ან აღდგომის დღეებში მომზადებულ ბატკნის ჩაქაფულს ვერ გასცდა. ის ვერ იქცა  ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად. ჯინო ჩიბურდანიძეც ყოველწლიურად 1500- მდე  ცხვარს  უცხოელებზე  ჰყიდის.

 

ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო არეალი  გალფის ქვეყნები, ასევე ირანია. დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში იწყებენ რეალიზატორები ჩამოსვლას. ჩვენ  მხოლოდ მამალ ცხვარს ვყიდით, მათი ასაკი 4-5 თვეა. საოცრად მოსწონთ, რადგან მთელი წლის მანძილზე გამორჩეული ბალახით იკვებება საძოვრებზე, რაც მის ხორცს განსაკუთრებულს ხდის“-ამბობს ჯუნო.

 

იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. მატყლის გადაყრა უწევთ. არადა, თანამედროვე მსოფლიოში მატყლი  ეკომეგობრულ ნედლეულად მიიჩნევა, რომლისგანაც იწარმოება თერმულად რეგულირებადი ტანსაცმელი, სახლის თბოიზოლაცია და ბიოდეგრადირებადი ტომრები.

 

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ცხვრის ხორცი არაპოპულარულია, მისი სპეციფიკური სუნია. ფერმერი ამის მიზეზსაც გვიხსნის.

 

აუცილებელია რომ ცხოველს მუდმივად შეუცვალო საძოვარი, მოუარო. მრავალფეროვანი საკვების და ყურადღების პირობებში ცხვარს სუნი არაქვს“.

 

საძოვარი მინდვრები  იჯარით აქვთ აღებული. ზაფხულობით ფარას ნინოწმინდისკენ, ჯავახეთის მთებში მიერეკებიან, თურქეთის საზღვართან. გზა პატარა ბატკნებისთვის დამღლელია, ამიტომ  ხშირად მანქანებში ისვამენ

 

ბუნებრივია, წლებმა გამოცდილება შემძინა. როგორც კი შევხედავ ცხვარს უკვე ვხვდები რა აწუხებს“- გვიყვება ჯუნო, რომელიც საუბრის მომენტშიც მინდორში, სხვა მყემსებთან ერთადაა

 

მსოფლიოში ცხვრის ხორცი მე-4 ადგილზეა მოხმარების მიხედვით, ხოლო  ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ცხვრის ექსპორტით მილიარდიანი ბრუნვა აქვთ. ავსტრალიის რამდენიმე უნივერსიტეტში ცხვრის გენეტიკასა და მეცხვარეობის მენეჯმენტს სამაგისტრო პროგრამაშიც კი სწავლობენ.

 

მსოფლიოში უკვე არსებობს პლატფორმები, სადაც ფერმერი თითოეული ცხვრის GPS ლოკაციას, ჯანმრთელობის მონაცემებს და საკვების სტატუსსლაივრეჟიმში ამოწმებს ამოწმებსჩიბურდანიძის ფერმაში  ეს ყველაფერი ჯერ თვალით და გამოცდილებით ხდება მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მათ  ბატკნებსაც ჰქონდეთ პროფილები ციფრულ ფარაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მოისმინა

06.05.2025.17:28

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.

„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.

კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა