მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

თიბისი აგრობიზნესისთვის - „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

news image

გორის რაიონში, 12 ჰექტარზე  25 000 ძირი ვაშლის ინტენსიური ბაღია გაშენებული.

 

ბაღს ორივე მხრიდან მდინარე ჭარებულა ჩამოუდის და ნაკვეთსაც ამავე  წყლით რწყავენ.  გიორგი აბესაძემ და თენგიზ  ხაბაზიშვილმა მეურნეობას  ამ  მდინარის სახელი დაარქვეს და წლები, ცოდნა და შრომა ჩადეს ინტენსიური ბაღის გაშენებაში. 

 

პირველი  8000 ნერგი 2020 წელს 4 ჰექტარზე ჩაყარეს, შემდეგ წლებშიც 4-4 ჰექტარი მიამატეს. 2024 წელს კი ახალი ნაკვეთი შეიძინეს, სადაც 20 000 ნერგი დაირგო. ჯამში  კომპანიის საკუთრებაში   24  ჰექტარი ვაშლის ბაღია. ახალი ნერგების ნაწილი, სანამ ამ ბლოგს კითხულობთ იტალიაში იტვირთება და ქართლისკენ მოემართება. 

 

ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჰექტარზე ბევრი - 3000-მდე ხე ირგვება.  ( როცა ტრადიციულის შემთხვევაში 150-200)მსხმოიარობაში მალე შედიან,  გამძლე, ნერგი დაავადებების მიმართ მედეგია, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.

 

“ჩემი აზრით ახალი ჯიშები უფრო გემრიელია, მაგრამ ქართლში ბაღების 30 % -ში “გოლდენი” ირგვება. ეს ჯიში მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე. ზოგადად, ძვირადღირებული ვაშლი არ არსებობს. ფასი დამოკიდებულია სეზონსა და ხარისხზე.  იგივე გოლდენი, თუ ოქტომბერში 1.5 ლარად იყიდებოდა, სამაცივრე მეურნეობაში შენახვის შემდეგ მისი ფასი 3.5 ლარამდე ავიდა. გაყიდვის პრობლემა არ გექნება, თუ მომხმარებელს მაღალ ხარისხს შესთავაზებ”,- გვიხსნის თენგიზი. 

 

მაღალი ხარისხი კი ის თამასაა, რომელსაც „ჭარებულაში“ მუდამ ინარჩუნებენ და   კომპანიას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებენ.  მეურნეობის  განვითარების და ვაშლის ნერგების მთავარი შემხიდებელი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტი აღმოჩნდა. 

 

“ამ მხარდაჭერამდე ვერც კი გავბედეთ  დიდი სამუშაოები და არც მასშტაბური გეგმები გვქონდა. პირველი სესხიც მცირე იყო, გადავწყვიტეთ ჯერ მოგვესინჯა. იმდენად  გაამართლა და ბანკთან ურთიერთობა ისე გაგვიადვილდა, რომ კომპანიის განვითარების სხვა ეტაპზე გავედით. თიბისის მხარდაჭერით შევძელით ახალი ნაკვეთების შეძენა და 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც”,- გვიყვებიან “ჭარებულაში”.

 

კომპანიას 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, სეზონურად კი მათი რიცხვი 25-მდე იზრდება. მეურნეობა იძლევა საშუალებას რომ 1000 ტონა მოსავალი მიიღოს. 

სამომავლო გეგმებში  შესაფუთი და ჩასაწყობი  მასალის ადგილზე წარმოებაცააა. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Turkish Airlines-ი საქართველოში ფრენების რაოდენობას ზრდის

15.05.2025.19:00

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, საქართველოში საქმიანობას კიდევ უფრო მეტად აფართოებს.

კომპანიის ცნობით, ფრენების არსებულ განრიგს 5 ახალი ყოველკვირეული რეისი დაემატება, აქედან თბილისის მიმართულებით 2, ბათუმის მიმართულებით კი 3 რეისი. მთლიანობაში თურქეთსა და საქართველოს შორის Turkish Airlines-ი კვირაში 48 რეისს შეასრულებს.

ამ გაფართოების შედეგად, მზავრებისთვის Turkish Airlines-ის რეისებზე მოქნილობა და წვდომა გაიზრდება, სულ ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 34 რეისს, ბათუმის მიმართულებით კი 14 რეისს შეასრულებს.

„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობისა და მზარდი ბაზრის პოტენციალის მიმართ. კვირაში 48 რეისით, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ქართველ მოგზაურებს მეტი არჩევანით და ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურული გაცვლისთვის“, - აცხადებს საქართვეოში Turkish Airlines-ის მენეჯერიკენან ინჯე.

კომპანიის განცხადებით, Turkish Airlines-ი კვლავაც წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ რგოლს საქართველოსა და მსოფლიოში ფრენების ფართო ქსელს შორის. ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს სთავაზობს მსოფლიო დონის მომსახურებას და შეუფერხებელ კავშირს კომფორტთან და ტრადიციულ თურქულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად.

Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით და საქართველოდან რეისების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებსაიტის, მობილური აპლიკაციის, გაყიდვების ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა