თიბისი 33 წლისაა თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
17 დეკემბერს თიბისი 33 წლის გახდა. სამი ათწლეულის განმავლობაში თიბისის ბრენდის განვითარების ყოველ ეტაპს ჰქონდა თავისი მიზეზი, კონტექსტი და მიზანი — და თითოეულ მათგანს ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებს - „მთავარია გჯეროდეს“. სწორედ ეს რწმენა არის თიბისის ისტორიის საფუძველი.
თიბისის 33-წლიანი გზა დიდწილად განსაზღვრა კომპანიის გამორჩეულმა კორპორაციულმა კულტურამ და კულტურის ხუთმა ელემენტმა, რომლებიც კომპანიის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია: გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მიზანსწრაფულობა, გამბედაობა და მოუსვენრობა.
თიბისის განვითარების ისტორიის თითოეული ეტაპი სწორედ ამ ღირებულებებს ეხმიანება.
გუნდურობა თიბისის წარმატების საფუძველი თავიდანვე გახდა. 1992 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში 200-ზე მეტი ბანკი არსებობდა, თიბისის გუნდმა შეძლო და მოკლე დროში ქვეყნის წამყვანი ბანკების ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის შედეგი — წარმატების უკან ძლიერი გუნდი იდგა.
მომხმარებელზე ორიენტირებულობა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2000–2010 წლებში. ამ პერიოდში თიბისიმ გააფართოვა საქმიანობის არეალი და საბანკო პროდუქტებთან ერთად დაიწყო მომხმარებელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების, ახალი შესაძლებლობების შექმნა. კულტურის ეს ელემენტი სრულ თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.
მიზანსწრაფულობამ განსაზღვრა 2011–2020 წლების განვითარება. ამ წლებში თიბისიმ შემოიერთა რესპუბლიკა და კონსტანტა ბანკები, შექმნა ციფრული ეკოსისტემა — თინეთი, თიბისი დაზღვევა და თიბისი ლიზინგი, 2014 წელს კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, რაც კომპანიისთვის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
გამბედაობა მიზანსწრაფულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. სწორედ ამ გამბედაობის შედეგად, 2020 წელს თიბისი უზბეკეთის ბაზარზე გავიდა და წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ის, რაც ერთ დროს შეუძლებელ მისიად მიიჩნეოდა, ახლა რეალობაა და თიბისი დღეს საერთაშორისო კომპანიაა მილიონობით მომხმარებლით და მუდმივად მზარდი მასშტაბით.
თიბისის კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მოუსვენრობა — მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილება და ინოვაციურობისაკენ მუდმივი სწრაფვა. თიბისის ტექნოლოგიურობა და ციფრული განვითარება სწორედ მოუსვენრობის შედეგია. ამავე სულისკვეთების გაგრძელებაა თიბისის ახალი სათაო ოფისი - თანამედროვე, ტექნოლოგიური, მდგრადობის სტანდარტებით შექმნილი, ადამიანებზე ორიენტირებული, რეგიონში გამორჩეული არქიტექტურული და სამუშაო სივრცე - სადაც სულ მალე თიბისის ბრენდის ისტორიის ახალი თავი დაიწერება.
თიბისიში გვჯერა, რომ ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ, არამედ ვაბრუნებთ - მადლიერების ნიშნად, ვქმნით შესაძლებლობებს ჩვენი მილიონობით ერთგული მომხმარებლისთვის და ჩვენი წვლილი შეგვაქვს საზოგადოების განვითარებაში. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები განათლების, ბიზნესის მხარდაჭერის, მდგრადი განვითარების, კულტურის სფეროს მხარდაჭერისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით - საუკეთესოდ ეხმიანება თიბისის ძირითად გზავნილს - მთავარია გჯეროდეს.
დღეს თიბისის წარმატების ისტორიას ქმნის 25 მილიონი მომხმარებელი და 14 000 თიბისელი საქართველოსა და უზბეკეთში, ვისაც სჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და საერთო მიზნების. თავდაჯერების, მიზანსწრაფულობის, მოუსვენრობისა და გამბედაობის 33 წელი— ეს არის თიბისის გზა დღემდე და საფუძველი მომავალი გამარჯვებებისთვის.
სხვა სიახლეები
„გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
17.12.2025.17:17
ზამთარი ის პერიოდია, როდესაც ავტომფლობელებმა ავტომობილის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. ცივ და წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდება, ამიტომ აუცილებელია, ავტომობილი სათანადოდ იყოს აღჭურვილი. „თეგეტა მოტორსი“ ამჯერად საკომუნიკაციო გზავნილით - „გადააგორე ზამთარი“ მძღოლებს მოუწოდებს, ავტომობილები ზამთრის სეზონის შესაბამისად მოამზადონ. იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე აპლიკაციასა და Tegeta Shop-ზე მომხმარებელს საბურავების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.
როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთარში შესაბამისი საბურავების გამოყენება და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას - ამ საკითხებზე დეტალურად საუბრობს „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი დავით ჩხაიძე.

რა საფრთხის შემცველია ზამთარში არასეზონური საბურავებით გადაადგილება?
მოყინულ და სველ გზებზე ავტომობილის მოცურების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამას ემატება გართულებული ხილვადობა და გადატვირთული გზები. ეს დაბრკოლებები კი შესაძლოა, გზაზე მოძრაობისას სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდეს. სწორედ ამიტომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, სეზონურად ვცვალოთ საბურავები და ამინდისა და გზის რელიეფისთვის შესაბამისი საბურავები გამოვიყენოთ.
ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია არასეზონური საბურავების ზამთრის საბურავებით ჩასანაცვლებლად.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს ამოწურული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის თვისებებს კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება.

როგორ შევარჩიოთ სწორად ზამთრის საბურავები?
საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, როგორ კლიმატურ პირობებში უწევს მძღოლს გადაადგილება და ამის შესაბამისად უნდა შეირჩეს რამდენიმე ტიპის ზამთრის საბურავიდან რომელიმე. ნაწილი გათვლილია ზამთარში ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად, მეორე ნაწილი – მკაცრი ზამთრის პირობებისთვის, როცა გზის საფარი დაფარულია თოვლითა და ყინულით. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, თვეში ერთხელ შემოწმდეს საბურავების წნევა, რადგან ეს არის სწორად ცვეთის პირველი ინდიკატორი.
არსებობს მითი, რომ MS აბრევიატურა ყველა სეზონის ტიპის საბურავის მანიშნებელია, სინამდვილეში როგორ იშიფრება ეს სიმბოლო?
MS იშიფრება, როგორც ტალახი (Mud) და თოვლი (Snow) და არ არის სეზონურობის მაჩვენებელი. ეს აწერია ზამთრის საბურავს და, ამავდროულად, შეიძლება, ეწეროს როგორც ყველა სეზონის, ისე – ზაფხულის საბურავებს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, მასზე დატანილი უნდა იყოს All Season წარწერა ან ოთხივე სეზონის აღმნიშვნელი მარკირება.
საქართველოში საკმაოდ პოპულარულია ყველა სეზონის საბურავები. რატომ არ არის უსაფრთხო ზამთარში ამ ტიპის საბურავებით გადაადგილება?
ყველა სეზონის ტიპის საბურავები შეიძლება გამოვიყენოთ ზაფხულშიც და ზამთარშიც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი განკუთვნილია ქალაქის პირობებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გზის საფარი მშრალია. სხვა შემთხვევაში აუცილებელია ზამთრის საბურავების გამოყენება, რათა ავტომობილს თოვლსა და ყინულზე გადაადგილებისას არ შეექმნას უსაფრთხოების პრობლემა და შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, ზამთრის სეზონზე სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე ავტომობილით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს და არ გამოიყენებს ე. წ. ზამთრის საბურავებს, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობაც შეუმცირდება.
მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამით გამოიხატება მისი ეკონომიურობა.
რომელ ბრენდებსა და რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს „თეგეტა მოტორსი“ ამ მიმართულებით?
„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს ვთავაზობთ ზამთრის საბურავების ფართო არჩევანს. პრემიუმ სეგმენტში წარმოდგენილია Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-სა და Continental-ის ბრენდები. გარდა ამისა, გვაქვს არჩევანი საშუალო კატეგორიაში - Riken, Petlas, Yokohama და ბიუჯეტურ ბრენდებში - Westlake, Hilfy.
„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს Bridgestone Blizzak-ის საბურავები. სწორედ ამ ხაზის მოდელს მიანიჭა მაქსიმალური, 100%-იანი შეფასება ზამთრის საბურავების უახლეს დამოუკიდებელ ტესტში გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა დამოუკიდებელმა სატესტო ორგანიზაციამ, რომელიც უსაფრთხოების, ინჟინერიისა და მასალების ტესტირების სფეროში მსოფლიოში ავტორიტეტად მიიჩნევა, - ტესტირება ზამთრის ყველაზე კრიტიკულ სამ პარამეტრს მოიცავდა: აჩქარება თოვლზე, დამუხრუჭება სველ ასფალტსა და თოვლზე. ეს არის შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bridgestone მსოფლიო ლიდერია ზამთრის საბურავების სეგმენტში.
„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ პრემიუმ ბრენდებზე - უსასრულო გარანტია, ხოლო ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია. „თეგეტა მოტორსში“ საბურავების შეძენა როგორც ფილიალებში, ისე ონლაინმაღაზიაშია შესაძლებელი. დეკემბრის ბოლომდე კი კომპანიის ფილიალებში მომხმარებლები საბურავის პროტექტორის შემოწმებას უფასოდ შეძლებენ.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.