The Cone Culture - ხელნაკეთი ნაყინი, შთაგონებული ქართული გასტრონომიით და გემოებით
The Cone Culture ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ქეთი მიქაშავიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
8 წელია ქართულ ბაზარზე ვოპერირებთ და ამ დროის განმავლობაში ჩვენი მთავარი მიმართულება უცვლელი რჩება - ვქმნით ხელნაკეთ, სრულად ნატურალურ ნაყინს, რომლის განსაკუთრებულობაც ხარისხი, ავთენტურობა და გამორჩეული გემოებია.
ჩვენთვის ნაყინი მხოლოდ დესერტი არ არის. ეს არის პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს ვთავაზობთ ემოციას, ისტორიას და გამოცდილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ The Cone Culture-ში ნაყინი ხშირად ხდება ერთგვარი ხიდი ქართულ გასტრონომიულ კულტურასთან, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ისე ტურისტებისთვის, რომლებიც სწორედ გემოების საშუალებით ეცნობიან საქართველოს.

ამ მიმართულებით ჩვენთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული გასტრონომიის ტრადიციებით შთაგონებულ კრეატიულ გემოებს, რომლებიც ბრენდის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. მათ შორისაა შოკოლადის და აჯიკის ნაყინი, მარწყვი და რეჰანი, ტარხუნა და გარგარი, გოზინაყის ნაყინი, გოგრა სუნელებით და ბევრი სხვა განსაკუთრებული ქართული გემო. ეს არის გემოები, რომლებიც ერთის მხრივ მოულოდნელი და დასამახსოვრებელია, ხოლო მეორეს მხრივ მკაფიოდ ატარებს ქართულ ხასიათს და ადგილობრივ გასტრონომიულ იდენტობას. სწორედ ასეთი პროდუქტებით ვცდილობთ, ტურისტებს განსხვავებული ფორმით გავუზიაროთ ქართული გემოები და ვაჩვენოთ, რომ ნაყინიც შეიძლება კულტურული გამოცდილების ნაწილი იყოს.
ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის ხარისხი იწყებოდეს ნედლეულიდან. ამიტომ აქტიურად ვიყენებთ ადგილობრივ პროდუქტებს და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მცირე ადგილობრივ საწარმოებთან და ფერმებთან. ეს მიდგომა ერთდროულად გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მწარმოებლებს და შევქმნათ პროდუქტი, რომელიც რეალურად ადგილობრივ გარემოსა და ქართულ გემოვნებას ეყრდნობა.

ამასთან ერთად, ჩვენთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჯანსაღი კვების მიმართულებაც. თანამედროვე მომხმარებელი უფრო მეტად აკვირდება ინგრედიენტებს, კვებით ღირებულებას და იმას, თუ რამდენად შეესაბამება პროდუქტი მის ცხოვრების წესს. სწორედ ამიტომ The Cone Culture-ში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ვეგანურ და უშაქრო ნაყინებს. ჩვენი ვეგანური ნაყინები (ანუ იგივე სამარხვო) მზადდება ისე, რომ არ კარგავდეს გემოს, ტექსტურას და იმ სიამოვნებას, რასაც კარგი ნაყინი უნდა იძლეოდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვეგანური არჩევანი არ იყოს მხოლოდ ალტერნატივა, არამედ სრულფასოვანი და მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ერთნაირად საინტერესოა როგორც მათთვის, ვინც ამ ტიპის კვებას იცავს, ისე ნებისმიერი სტუმრისთვის, ვისაც ახალი გემოების აღმოჩენა სურს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია უშაქრო ნაყინების მიმართულებაც. გვინდა, რომ ჩვენს ასორტიმენტში ადგილი ჰქონდეს იმ ადამიანებისთვისაც, ვინც შაქრის მოხმარებას აკონტროლებს ან უფრო დაბალანსებულ არჩევანს ეძებს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევთავაზოთ სტუმრებს უშაქრო ნაყინებიც, რომლებიც ხარისხითა და გემოთი სრულად პასუხობს The Cone Culture-ის სტანდარტს. ჩვენთვის ეს არის არა უბრალოდ პროდუქტის გაფართოება, არამედ პასუხისმგებლიანი მიდგომა თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებების მიმართ.
განსაკუთრებით საამაყოა ისიც, რომ ბრენდი საერთაშორისო ყურადღების ცენტრშიც მოექცა და Netflix-ის პროექტშიც გამოჩნდა შარშან, სადაც საქართველოში საუკეთესო ნაყინად დაგვასახელეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა და ადასტურებს, რომ ხარისხზე, კრეატიულობასა და ავთენტურობაზე დაფუძნებული მიდგომა სტუმრებისთვის მართლაც ფასეულია.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნას დადებითად ვაფასებთ, თუმცა ეს სფერო ბუნებრივად გამოირჩევა სეზონურობით, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბიზნესის მართვის კუთხით. ნაყინზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება თბილ სეზონზე, ხოლო შედარებით ცივ თვეებში ბიზნესი უფრო მეტ მოქნილობას, წინასწარ დაგეგმვასა და რესურსების ეფექტიან მართვას საჭიროებს.
სეზონურობას თან ახლავს კონკრეტული გამოწვევები - გაყიდვების არათანაბარი დინამიკა, მარაგების სწორი მართვა, საოპერაციო პროცესების ადაპტაცია და მომხმარებლის ინტერესის შენარჩუნება მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, ამავე დროს, ხარისხიანი და გამორჩეული პროდუქტი ბიზნესს უფრო მდგრადს ხდის და მას სეზონზე სრულად დამოკიდებულს აღარ ტოვებს.
ამასთან, აშკარად ვხედავთ, რომ მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ კლასიკურ ნაყინზე, არამედ ალტერნატიულ კატეგორიებზეც. სტუმრები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან ვეგანური, უშაქრო და მსუბუქი შემადგენლობის პროდუქტებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბაზარი ვითარდება და მომხმარებელი უფრო გააზრებულ არჩევანს აკეთებს. ჩვენთვის ეს ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, ერთის მხრივ, გავაფართოოთ ასორტიმენტი, ხოლო მეორეს მხრივ, უფრო ზუსტად ვუპასუხოთ სხვადასხვა ტიპის სტუმრის საჭიროებას.

ჩვენი გამოცდილებით, სტუმრები The Cone Culture-ს უბრუნდებიან არა მხოლოდ ამინდის ან სეზონის გამო, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რას ელოდონ - ნატურალურ, მაღალი ხარისხის და განსხვავებულ პროდუქტს, რომელსაც საკუთარი ხასიათი და სტილი აქვს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
The Cone Culture-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ხარისხი, კრეატიული გემოები და ადგილობრივ იდენტობასთან ძლიერი კავშირი.
ჩვენთვის ხარისხი არის საწყისი წერტილი - თითოეული პროდუქტი უნდა იყოს ნატურალური, სტაბილურად მაღალი სტანდარტის და დამზადებული ისეთი ინგრედიენტებით, რომელთა მიმართ ნდობა გვაქვს. სწორედ ამიტომ ვეყრდნობით ადგილობრივ პროდუქტებს და ვთანამშრომლობთ მცირე მწარმოებლებთან და ფერმერებთან, რაც არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხს, არამედ მის ავთენტურობასაც აძლიერებს.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჩვენი გემოების კრეატიულობა. კლასიკურ გემოებთან ერთად, ჩვენ ვქმნით ისეთ კომბინაციებს, რომლებიც მომხმარებლისთვის მოულოდნელი, მაგრამ ამავე დროს ბუნებრივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია. გვყავს ერთგული სტუმრები, რომლებიც ჩვენთან ბრუნდებიან სწორედ იმ გემოებისთვის, რომელიც სხვაგან არ გაუსინჯავთ - ასეთია ნივრის ნაყინი, ჭარხლის და ტყემლის სორბეტი, ლურჯი ყველის ნაყინი. ჩვენს კრეატიულობას ნამდვილად საზღვარი არ აქვს და მუდმივად ახალი გემოების მოფიქრებასა და ექსპერიმენტებში ვართ.

ძალიან პოპულარულია ჩვენი ალკოჰოლის შემცველი ნაყინებიც - ვისკის, ღვინის და შარშანდელი სიახლე, ვერმუტის, ფორთოხლის და ყურძნის სორბეტი, რომელიც ერთ-ერთ პარტნიორ ბართან კოლაბორაციით შევქმენით. ამასთან, ჩვენი სტუმრებისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია ვეგანური, სრულად სამარხვო გემოების ფართო არჩევანი. ხშირად სტუმრები თავიდან სწორედ ინტერესის გამო სინჯავენ ამ კატეგორიას, თუმცა ერთხელ გასინჯვის შემდეგ კვლავ გვიბრუნდებიან, რადგან ხედავენ, რომ ვეგანური ნაყინიც შეიძლება იყოს ისეთივე გემრიელი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი, როგორც კლასიკური. იგივე ეხება უშაქრო ნაყინებსაც - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი არჩევანი არ ნიშნავდეს გემოზე კომპრომისს.
ამასთან ერთად, The Cone Culture ქმნის პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ისტორიას ჰყვება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, რადგან ისინი ნაყინის საშუალებითაც ეცნობიან ქართულ არომატებს, ინგრედიენტებსა და კულინარიულ კულტურას. სწორედ ეს აძლევს ჩვენს ბრენდს გამორჩეულ პოზიციას ბაზარზე.
როგორია The Cone Culture-ის სამომავლო გეგმები?
ჩვენი სამომავლო გეგმები ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალი ფილიალის გახსნა ზაფხულის სეზონისთვის, რაც ბრენდის განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა.
გვინდა, რომ უფრო მეტ მომხმარებელთან მივიტანოთ ის პროდუქტი და გამოცდილება, რასაც The Cone Culture ქმნის - ხელნაკეთი, ნატურალური, ხარისხიანი ნაყინი, რომელიც ამავე დროს ქართულ კულტურასა და ადგილობრივ გემოებსაც აცოცხლებს. გაფართოება ჩვენთვის ნიშნავს არა მხოლოდ ახალი სივრცის გახსნას, არამედ ბრენდის ღირებულებების კიდევ უფრო ფართოდ გაზიარებას.

ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა თანამშრომლობა წამყვან რესტორნებთან და სასტუმროებთან. უკვე ვმუშაობთ არაერთ გამორჩეულ გასტრონომიულ და სასტუმრო ობიექტთან, მათ შორის ბათუმსა და კახეთში, სადაც ხარისხიან, ხელნაკეთ და განსხვავებულ პროდუქტზე მოთხოვნა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ამ თანამშრომლობების ფარგლებში The Cone Culture უფრო ფართო აუდიტორიასთან მიდის და ხდება იმ გამოცდილების ნაწილი, რომელსაც სტუმარი მაღალი დონის რესტორანსა თუ სასტუმროში იღებს.
სამომავლოდ სწორედ ამ სეგმენტის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ The Cone Culture გაძლიერდეს არა მხოლოდ საცალო მიმართულებით, არამედ HoReCa სექტორშიც, როგორც სანდო, ხარისხზე ორიენტირებული და კრეატიული პარტნიორი. გვჯერა, რომ ეს მიმართულება ბრენდის ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული შესაძლებლობაა.
მომავალშიც ვგეგმავთ იმ მიმართულების გაძლიერებას, რაც უკვე The Cone Culture-ის იდენტობის ნაწილია - ადგილობრივ პროდუქტებზე დაფუძნებული ხარისხიანი წარმოება, მცირე მწარმოებლებთან თანამშრომლობა, ახალი კრეატიული გემოების შექმნა და ისეთი გამოცდილების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი და ბედნიერების მომტანი იქნება. ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის - ბედნიერებით და ხელნაკეთი ნაყინით სავსე ადგილი. გვინდა, რომ ეს ბედნიერება რაც შეიძლება მეტ სტუმარს გავუზიაროთ.

ინფორმაციისთვის, The Cone Culture-ს მისამართებია: ტარას შევჩენკოს ქუჩა N5 და ბაზარი ორბელიანი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
The Cone Culture - ხელნაკეთი ნაყინი, შთაგონებული ქართული გასტრონომიით და გემოებით
16.03.2026.14:00