მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

თევზის ბურგერი და შებოლილი შპროტი  – „უმალი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image

უმალი • Umali ასორტიმენტს სისტემატურად ზრდის და რამდენიმე თვეში ბაზარს ნახევარფაბრიკატებსაც შესთავაზებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ განაცხადა, ნახევარფაბრიკატების წარმოებას „უმალი“ ახალი დანადგარების დამონტაჟების შემდეგ შეძლებს, რომელიც კომპანიას უკვე შეძენილი აქვს და ამ დროისათვის საქართველოსკენ ტრანსპორტირების რეჟიმშია.  დიმიტრი წვერავას განმარტებით „უმალი“ ნახევარბაფრიკატების წარმოებას უკვე სექტემბრის ბოლოდან შეძლებს. საწარმოს გაფართოების შემდეგ „უმალი“ ბაზარს პირველ პროდუქტად თევზის ბურგერს შესთავაზებს, რომელიც მოთხოვნადი იქნება, როგორც ჰორეკა სექტორის მიერ, ასევე სუპერმარკეტების ქსელებიდანაც. 


კომპანიაში განმარტავენ, რომ ზაფხულის პერიოდში ძირითადი მოთხოვნა ლუდთან დაკავშირებულ პროდუქტებზე იზრდება, თუმცა ზოგადად თევზის პროდუქტების მოხმარება იკლებს. 

„ამ პერიოდში მოთხოვნა იზრდება გამომშრალ თევზზე, თევზის ჩხირები.დავამატეთ თევზის სნექი და უახლოეს მომავალში ეს პროდუქტი უკვე წარმოდგენილი იქნება „მაგნიტის“ ქსელში“. თუმცა ამ დროისათვის იყიდება ლუდის სახლებში. ასევე დავამატეთ შებოლილი შპროტი 300 გრამიანი შეფუთვით. 

ივნისი-ივლისი-აგვისტო ზოგადად ნაკლებად პროდუქტიულ პერიოდად ითვლება. ამ დროს გაყიდვების ზრდაზე არაა საუბარი, საუბარია მის შენარჩუნებაზე. შესაბამისად გეტყვით, რომ იგივე ტენდენციას ვინარჩუნებთ, რაც იყო მაისში გვქონდა.ზოგადად აგვისტოში თევზი ნაკლებად მოხმარებადი პროდუქტია“, - აცხადებს  „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს.
საწარმოს, მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ასევე ის, ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის 5 თვეში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა Galt & Taggart

11.07.2025.15:00

მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით
6.4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში, Galt & Taggart-მა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
„2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით
6.4%-ით გაიზარდა. ამასთან, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის
რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის
მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.
• პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი
დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
• 2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში

უბნების მიხედვით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობით, დიდი დიღომი (3,386) ლიდერობს, ხოლო შემდეგ მოდის საბურთალო (2,755) და სამგორი (2,153).

უძრავი ქონების ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე უბნების მიხედვით ასე გამოიყურება: ვაკე (2,467 დოლარი), საბურთალო (1,556 დოლარი), კრწანისი (1,511 დოლარი) და სხვა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა