მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

„თეთრმა კვადრატმა“ „პროკრედიტ ბანკთან“ და OTIS-ის ოფიციალურ პარტნიორ „მეპერსთან“ მინდელის პროექტზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

news image

დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატსა“ და საინჟინრო სფეროს ლიდერ „მეპერსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში, „თეთრი კვადრატის“ მინდელის პროექტში OTIS-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლიფტები დამონტაჟდება.

ამასთანავე, მინდელის პროექტის დაფინანსების მიზნით „თეთრმა კვადრატმა“ წარმატებით დახურა გარიგება „პროკრედიტ ბანკთან“, რაც დამატებით ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

„თეთრი კვადრატისთვის“ ადამიანზე ზრუნვა და მაღალხარისხიანი პროდუქტი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. მინდელის ქუჩაზე მიმდინარე უბნური განაშენიანების პროექტი საბურთალოზე დაგეგმილია ისე, რომ სრულად პასუხობდეს თანამედროვე კომფორტისა და საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას.

უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გადავწყვიტეთ თანამშრომლობა დავიწყოთ კომპანიასთან, რომელსაც 170-წლიანი გამოცდილება აქვს ლიფტების წარმოების სფეროში და მსოფლიო ლიდერია ამ მიმართულებით. ეს პარტნიორობა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი პროექტების სანდოობისა და ინოვაციური მიდგომებისკენ.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასევე „პროკრედიტ ბანკთან“ თანამშრომლობას – ეს არის ფინანსური ინსტიტუცია, რომელიც კონცენტრირებულია პასუხისმგებლიან დაფინანსებაზე. მათი მხარდაჭერა არამხოლოდ აჩქარებს პროექტის განხორციელების პროცესს, არამედ გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებულები. მტკიცედ გვწამს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – აცხადებს „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი, ირაკლი ბურდილაძე.

„თანამშრომლობა „თეთრ კვადრატთან“ აერთიანებს ორი კომპანიის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას. გვიხარია, რომ მინდელის ქუჩის პროექტის თანამედროვე ურბანულ სივრცეს, OTIS-ის ლიფტები მოემსახურება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მემორანდუმი ტექნიკურ შეთანხმებაზე ბევრად მეტია – ის არის ნდობასა და საერთო ხედვაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი“, – აღნიშნა კომპანია „მეპერსის“ პარტნიორმა გიორგი ქარაზანიშვილმა.

„პროკრედიტ ბანკი“ „თეთრი კვადრატის“ მინდელის პროექტის პარტნიორი გახდა. ეს არის პროკრედიტის პირველი პროექტი „თეთრ კვადრატთან“ ერთად და მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ენერგოეფექტურ ინიციატივას ვუჭერთ მხარს, რაც გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას უწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ სამშენებლო სექტორი ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება და მომხარებელს გარემოზე მორგებულ, მწვანე პროექტებს შესთავაზებს. ენერგოეფექტური ინიციატივების მხარდაჭერთით ხელს ვუწყობთ მდგრადი ბიზნესის განვითარებას საქართველოში“, - აცხადებს „პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი ალექს მატუა.

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ ამჯერად საქართველოში 11 პროექტით არის წარმოდგენილი, მათ შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია.

კომპანია „მეპერსი“ OTIS -ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას ისარგებლოს მსოფლიოში აღიარებული ხარისხით და ინოვაციით. კომპანიამ განახორციელა არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი და ემსახურება ათეულობით მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს და პრემიუმ კლასის სასტუმროებს.

„პროკრედიტ ბანკი საქართველო“ - საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრი ბანკია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია გერმანული „პროკრედიტ ჰოლდინგი“. ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და მოხმარებელს ევროპულ საბანკო გამოცდილებას უზიარებს. Fitch Ratings-ის მიერ „პროკრედიტ ბანკს“ მინიჭებული აქვს საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო საკრედიტო რეიტინგი - BB+, რაც მიუთითებს ბანკის აქტივების სტაბილურ ხარისხზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის M.Ratiani - Design-ის სამომავლო გეგმები

01.05.2025.16:00

M.Ratiani - Design არის ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2020 წლიდან. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia, ბრენდის დამფუძნებელს მარიამ რატიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?


ბრენდი ქმნის ქალბატონებისთვის ინდივიდუალურ დიზაინის ხელნაკეთ ნივთებს. ბრენდი დაარსდა 2020 წელს და ხუთი წელია რაც ბაზარზე არსებობს.

როგორია კომპანიის ასორტიმენტი?

ვქმნით ჩანთებს, სამკაულებს, თავსაბურავებსა და ქუდებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბრენდის ნივთები არის განსხვავებული დიზაინის, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. თბილისში ვთანამშრომლობთ, სამ მაღაზიასთან და ასევე საზღვარგარეთ ორ მაღაზიასთან (სომხეთში და ამერიკაში).

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ბაზარზე ზოგადად რთულია შექმნა ისეთი სტილი რისი მსგავსიც უკვე არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ბრენდის ხაზი გამოირჩევა, ყოველდღიური სტილით და რაც მთავარია პრაქტიკულობით, მაგალითად თავსაბურავებს გავუკეთეთ ზომის მარეგულირებლით ჩამკეტები რაც აიოლებს მის გამოყენებას, ასევე მოვიფიქრეთ ისეთი ჩანთები რომლის მეშვეობითაც საზაფხულო ქუდების სადმე წაღება გახდა მარტივი და ა.შ. ეს გვანიჭებს სხვებთან შედარებით უპირატესობას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი ბრენდის მაღაზია გაიხსნას თბილისში და ამ საკითხზე ვმუშაობთ, ასევე გვსურს ბრენდის სახელოსნოს გაფართოვება და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა