მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

news image

ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით შეიქმნა - საქართველოში ახალი თაობის ტალანტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჰაბი ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას აერთიანებს და ქმნის ერთიან პლატფორმას მომავალი ტექნოლოგიური ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.

ჰაბის ფარგლებში, ქართველი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო დონის ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში მონაწილეობა. მათ შორისაა 2026 წლის  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - EJOI, რომელიც 24–30 ივლისს ლიტვაში, კაუნასში გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.

EJOI-ი საერთაშორისო ასპარეზზე პირველი გამოცდილების მიღების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების ადრეულ აღმოჩენას, მათი მოტივაციის გაზრდასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

EJOI-ის ოლიმპიადის შესარჩევ ტურებზე რეგისტრაცია 30 აპრილამდეა შესაძლებელი. ორ ეტაპიანი კონკურსის შედეგების საფუძველზე, 4 ძირითადი წევრისა და 2 რეზერვისტისგან შემდგარი ნაკრები ყალიბდება, რომელიც საქართველოს სახელით EJOI-ზე ლიტვაში იასპარეზებს.

საქართველო EJOI-ს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქვეყნის გუნდი ყოველწლიურად წარმატებით ასპარეზობს. ოლიმპიადის ფორმატი ორი ტურისგან შედგება და თითოეულში სამი ამოცანის ამოხსნას ითვალისწინებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ასაკის შესაბამისი სირთულის ამოცანებზე იმუშაონ.

„ოლიმპიადაზე შედეგების მისაღწევად, საჭიროა იპოვო შენი სუსტი წერტილები და იმუშავო მათ აღმოფხვრაზე, ისწავლო თეორია და შემდგომ ამ თეორიის პრაქტიკულ კოდში გადათარგმნა“ - მათე რეხვიაშვილი, 2025 წლის ნაკრების წევრი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.

EJOI-ზე მიღებული გამოცდილება ხშირად ხდება საწყისი წერტილი უფრო დიდი გამარჯვებებისკენ - იქნება ეს IOI-ზე (ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე) მონაწილეობა თუ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა ტექნოლოგიურ სამყაროში.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი

16.04.2026.15:40

როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი.

სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება

ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს, რომლებიც სცილდება სტანდარტული სასწავლო პროგრამის ფარგლებს. მონაწილეები არა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკაში იღრმავებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ პრობლემის კრეატიულად გადაჭრას, კრიტიკულ აზროვნებასა და, რაც მთავარია, გუნდურ მუშაობას. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.

ინტერესის გაღვივება მომავლის პროფესიებისადმი

STEM ოლიმპიადა ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესს აღვივებს. ეს სფეროები დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც საქართველოს, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და პირველი ნაბიჯები გადადგან წარმატებული კარიერისკენ.

ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობა

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ოლიმპიადა მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიარონ გადამზადება კომაროვის სკოლის სპეციალისტებისგან და მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ამ სფეროში.

საბოლოოდ, STEM ოლიმპიადა აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ეძებენ განვითარების გზებს და მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის პროგრესში. ჩვენი მთავარი გზავნილიც ხომ ესაა – განათლების გზაზე არ გაჩერდე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა