მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

„ტენეს“ ახალი კრიპტოვალუტა - „ტოკენი“ წლის ბოლომდე ჩაეშვება

news image

„ტენემ“ საკუთარი კრიპტო ვალუტა - ტენე ტოკენის შექმნა, რომლის კონტრაქტის შინაარსიც კომპანიის აქციის ფლობის იდენტური იქნება. ტოკენის მფლობელს ფასის ცვლილებით სარგებლის მიღების გარდა, კომპანიის წლიური მოგებიდან დივიდენდის მიღების საშუალებაც ექნება. ახალი კრიპტოვალუტა მომხმარებლებისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Gerogia- თან ,,ტენეს“ დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განაცხადა.

„ჯერჯერობით „ტენე ტოკენი“ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ჩვენს ვებ-გვერდზეა,  სადაც ქულების სახით გროვდება. ამ ქულების კონვერტირება, მიგრაცია შესაძლებელი იქნება ტენე ტოკენის ჩაშვების შემდეგ. მეტი სიცხადისთვის, ეს არის კრიპტოვალუტა, იგივე „ტენეს“ ვალუტა. ახალი ბლოქჩეინი არ შეიქმნება, უბრალოდ, არსებულზე, მაგალითად, ეთერიუმის ბლოქჩეინზე დაიწერება ახალი სმარტ კონტრაქტი, რომლის შინაარსიც იქნება კომპანიის აქციის ფლობის იდენტური. ეს ნიშნავს, რომ  „ტენე ტოკენის“ შეძენით მომხმარებელი  გახდება „ტენეს“ აქციის მფლობელი ციფრულ  სამყაროში და მიიღებს ყოველწლიურ სარგებელს, ვთქვათ, 5%-ის ოდენობით. ჩვენი კომპანიისთვის ეს იქნება იაფი ფულის მოზიდვის საშუალება. რაც უფრო წარმატებული გახდება ,,ტენე“, მით უფრო გაიზრდება წარმოება და შესაბამისად, დივიდენდის ოდენობაც მოიმატებს“, - განმარტა სანდრო ლილუაშვილმა.
ტოკენით მიღებული შემოსავალი დამოკიდებული იქნება პლასტმასის გადამუშავების და USB კაბელის წარმოების ზრდაზე.
მისი შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ,,ტენეს“ ოფისში და ბოთლიყლაპია აპარატში პლასტმასის ჩაბარებით, ისე თანხის ონლაინ ჩარიცხვით ტენეს საფულეზე.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Networking Georgia 2025 – სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა 

03.10.2025.19:17

კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და  ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.

სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.

სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა