მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

news image

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში. 

პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, ნაკრების წევრი - თემიკო მაჭავარიანი, ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

„ამხელა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სიტყვის თქმა, ალბათ, ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი ოცნება და პასუხისმგებლობაა. ყოველ საათში, როდესაც ორგანიზატორები ოლიმპიადის დარჩენილ დროს აცხადებდნენ, თავს ვუმეორებდი, რომ ამას ვაკეთებდი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის და ეს არაამქვეყნიურ ენერგიას მაძლევდა” - აღნიშნავს თემიკო მაჭავარიანი.

60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მონაწილესთან ერთად ასპარეზობდნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებმაც პეკინში გამგზავრებამდე ინტენსიური მოსამზადებელი კურსები გაიარეს. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები იყვნენ და მოსწავლეებს აქტიურად უჭერდნენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

„ოლიმპიადის დავალებები საკმაოდ საინტერესო იყო და მოულოდნელიც. ამოცანების ფურცელი როგორც კი გადავშალე, მივხვდი, რომ აქ ჩემით, ადგილზე უნდა შემექმნა „რაღაც სხვაც“. დავალებების კეთებისას, მახსენდებოდა მოსამზადებელ ლექციებზე რა ხრიკებს და ხერხებს ვიყენებდით, მენტორებთან ერთად, სხვადასხვა სიტუაციის გადასაჭრელად, რაც ფიქრშიც მეხმარებოდა და ამოცანებსაც მიმარტივებდა. მჯერა, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, ძლიერი გუნდის მხარდაჭერა დგას. ნაკრების მწვრთნელების გულით და სულით გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ოლიმპიადაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა“ - ამბობს თემიკო.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, უკვე მეორე წელია აერთიანებს. საქართველოში გამართული ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA). მხარდამჭერები არიან თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომხმარებელს ყოველდღიურად ვთავაზობთ 24 სახეობის ნაყინს - Mio Gelato

22.08.2025.16:00

Mio Gelato ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნათია ფხაკაძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Mio Gelato - მ საქმიანობა დაიწყო 2019 წელს ქალაქ ქუთაისში. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნაყინის წარმოება და რეალიზაცია, რომლის სპეციფიკაა: იტალიური პროდუქტით წარმოებული მაღალი ხარისხის ,,ჯელატო" ტიპის ნაყინი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მომხმარებელს ყოველდღიურად ვთავაზობთ 24 სახეობის ნაყინს, რომლის ასორტიმენტიც ხშირად იცვლება, ასევე სხვადასხვა სახის ვაფლის ფართო არჩევანს, იტალიურ ყავასა და გამაგრილებელ სასმელებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა სტაბილურად მაღალია ზაფხულში და მცირდება ზამთარში, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტული უპირატესობებია :

  • მაღალი ხარისხი - რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის ადგილზე წარმოებით;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ აქტიურად ვგეგმავთ გაფართოებას.

ცნობისთვის, ნაყინის მაღაზია ქალაქ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე #7 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა