მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება - ვახტანგ ბუცხრიკიძე

news image

დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება,- ამის შესახებ სასტუმროს პრეზენტაციაზე თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

„თიბისი და „სილქ როუდ ჯგუფი“ უკვე 10 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საერთო ღირებულებებით ვავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას. მეამაყება, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ თიბისიმ არქიტექტორ ლადო-ალექსი მესხიშვილის პროექტების გამოფენას უმასპინძლა, სადაც ფოსტის მაკეტიც იყო წარმოდგენილი, დღეს კი ამ შენობას თავისივე ისტორიული იერსახით სრულიად ახალი ფუნქცია მიენიჭა. დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს მოიზიდავს“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

თბილისის ისტორიულ ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი 20 ივნისიდან მიიღებს პირველ სტუმრებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს.
სასტუმროს განახლებულ დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Neri&Hu. იმუშავა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე, და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობის არქიტექტორები არიან ლადო ალექსი-მესხიშვილი და თეიმურაზ მიქაშავიძე. შენობის რეკონსტრუქცია ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდა და გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა.
ტელეგრაფი სილქ როუდ ჯგუფის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია. ახალი სასტუმრო ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ტელეგრაფის რეკონსტრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა