მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

„თეგეტას“ პრო ბონო აქტივობები რეგიონული სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად

news image

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2024 წელი კორპორაციული მოხალისეობრივი საქმიანობით დაიწყო და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით პირველი პრო ბონო აქტივობა უკვე დაგეგმა და განახორციელა.

რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებისა და  საინიციატივო ჯგუფებისთვის სოციალური მედიის შინაარსობრივი  და ვიდეოკონტენტის შექმნის 2-დღიანი ტრენინგკურსი - „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“, „თეგეტას“ სოციალური მედიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაია გულისაშვილმა და კონტენტმენეჯერმა საბა ჩაჩუამ მოამზადეს.

ტრენინგში 14 ორგანიზაციის 18 წარმომადგენელი მონაწილეობდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებიდან. ისინი კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი გამოყენების ტექნიკურ საშუალებებსა და შინაარსის დაგეგმვის ფორმებს გაეცნენ.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, რომლისთვისაც საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ყოველთვის აქტიურადაა ჩართული პრო ბონო პროექტებში. წლის პირველი პრო ბონო აქტივობა, რომელიც CSRDG-სთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა.

ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან პრო ბონო აქტივობებში და თავიანთი ინტელექტუალური რესურსით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას. გასული ორი წლის განმავლობაში პრო ბონო ქსელთან აქტიური თანამშრომლობაც სწორედ ამაზე მეტყველებს“.

თეგეტა პრო ბონო ქსელის წევრი 2022 წელს გახდა, თუმცა ქსელის წევრობამდეც აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც მოხალისე.

ნათია მეტრეველი, პრო ბონო ექსპერტი: თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო ქსელს 2022 წელს შემოუერთდა. მანამდე ერთობლივი პრო ბონო პროექტები უკვე გვქონდა განხორციელებული. ქსელში გაწევრიანების შემდეგ კი ამას უფრო აქტიური ხასიათი მიეცა და თეგეტას მხრიდან სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერამ, თანამშრომლების ჩართულობით, კიდევ უფრო დახვეწილი და სისტემური ფორმა მიიღო. სექტორთა შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს პრო ბონო აქტივობა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ისეთი ძლიერი კომპანია, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტრენინგსა და ამავდროულად 2024 წლის ქსელის პირველ აქტივობას, სადაც მაია და საბა - ორი ასეთი საინტერესო, ჭკვიანი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი - პრო ბონო კონსულტანტებად ჩაერთნენ, მონაწილეების მხრიდან მას ძალიან დიდი მოწონება და პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვა“.

ქსელის წევრობის მხოლოდ პირველ წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო აქტივობების ფარგლებში 60-ზე მეტმა სოციალურმა მეწარმემ გაიუმჯობესა ცოდნა კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ხოლო „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა აკადემიის“ 15 თანამშრომლის ჩართულობა, რომელიც, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათს მოიცავს, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2024 წელს ეს მიმართულება კვლავაც პრიორიტეტად რჩება და კიდევ უფრო მეტი აქტივობისთვის გამოხატავენ მზაობას.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ევროპული ბაზრების გარდა ინტენსიურად ვმუშაობდით ჩინურ და ინდურ ბაზრებთან - გორგია

02.01.2026.14:00

გორგიასთვის“ 2025 წელი საერთაშორისო გაფართოებისა და მასშტაბური ზრდის წელი აღმოჩნდა - კომპანია სომხეთში დიდი ობიექტის გახსნითა და აზერბაიჯანში საქმიანობის დაწყებით ახალ საქმიანობის ეტაპზე გადავიდა.

ადგილობრივ ბაზარზეც სტაბილური ზრდა დაფიქსირდა. 2026 წელს „გორგია“ კიდევ უფრო გააძლიერებს გაფართოებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

 უფრო დეტალურად „გორგიას“ გეგმებზე Business Insider Georgia „გორგიას“ გენერალურ დირექტორს თორნიკე გურულს გაესაუბრა:

- როგორ აფასებ „გორგიას“ ოპერირებას 2025 წელს? რა მიმართულებებში დაფიქსირდა ყველაზე დიდი ზრდა და სად დაინახეთ ყველაზე მეტი პოტენციალი, რაზეც მუშაობა 2026 წელს კიდევ უფრო გაღრმავდება?

- 2025 წელი „გორგიასთვის“ იყო ისტორიული, რადგან ჩვენ საცალო მიმართულებით 3 000 კვ/მ ობიექტი გავხსენით ერევანში და უფრო მეტად გავაფართოვეთ საერთაშორისო მიმართულება. სომხეთის გარდა აქტიურობა დავიწყეთ აზერბაიჯანშიც და ეს ორი მიმართულება „გორგიასთვის“ 2025 წელს ყველაზე პრიორიტეტული იყო.

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტული ზრდა გვქონდა. ჯერ საბოლოო მაჩვენებლები ცხადია, არ გვაქვს, მაგრამ მიმდინარე წელს ზრდით დავასრულებთ. ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 15-დან 20%-მდე ზრდა გვექნება 2025 წელს, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია.

2026 წლისთვის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში. ჩვენ რამდენიმე ობიექტს დავამატებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თბილისში კიდევ ერთი ობიექტის დამატებაზე. ასევე უახლოეს პერიოდში გავხსნით ჩვენს ჰიპერმარკეტს ფოთში. თბილისში მალე გვექნება - გლდანში  „სითი მოლის“ რემონტის გამო დაკეტილი იყო ჩვენი ობიექტი და ამ ობიექტს ახლიდან გავხსნით. შესაბამისად 2026 წელს თბილისში 2 ობიექტი დაგვემატება. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ორ სხვადასხვა ქალაქში ობიექტის გახსნაზე, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ.

- წლის დასაწყისში თიბისი კაპიტალიც და Galt & Taggart-იც აცხადებდნენ, რომ 2024 წლისგან განსხვავებით 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა შედარებით დასტაბილურდებოდა. როგორ აისახა ბაზრის განვითარების ტენდენციები „გორგიას“ გაყიდვებსა და მიწოდებაზე?

- ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, არა მხოლოდ სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით ვმუშაობთ - გვაქვს ასევე დიდი ასორტიმენტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, სახლის დეკორაციის და სხვა მრავალი მიმართულების. გვაქვს მრავალფეროვანი ავეჯიც. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის დივერსიფიცირება ჩვენს ბიზნესში გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად გვქონდეს ზრდა. თუ რომელიმე სექტორი სტაბილურად ვითარდება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მხოლოდ ერთ სექტორზე ვართ ორიენტირებულები - მრავალი სექტორის გააქტიურება გვაძლევს ზრდის შესაძლებლობას.

ასევე ჩვენ ვართ ფასზე ორიენტირებული ქსელი და ვცდილობთ, რომ ისეთი ტიპის შეთავაზებები გავუკეთოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი „გორგიაზე“ გააკეთონ, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავიზარდოთ.

- წლის განმავლობაში რამდენიმე აქცია ჩაგიტარებიათ, მათ შორის 60%-ზე მეტი ფასდაკლებით. გარდა გაყიდვების სტიმულირებისა, გეხმარებათ თუ არა ეს აქციები ბაზრის წილის ზრდაში და დღეს თუ გაქვთ დათვლილი, „გორგიას“ წილი რამდენ პროცენტს შეადგენს?

- მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ეს მაჩვენებლები ზუსტად დათვლილი გვაქვს, თუმცა ყოველთვის გვაქვს დიდი და გრანდიოზული აქციები. წლის განმავლობაში სამი განსაკუთრებული პერიოდი გვაქვს: დაბადების დღის აქციები ივლისში, „შავი პარასკევის“ აქციები ნოემბერში და გრანდიოზული წინასაახალწლო ფასდაკლებები, რომლებიც ყველაზე მეტ ფინანსურ შემოსავალს გვაძლევს. პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზებები შევქმნათ.

- საინტერესოა, „გორგიაში“ დღეისთვის პროდუქციის რა პროცენტი მოდის ადგილობრივ წარმოებაზე და აწარმოებთ თუ არა გარკვეულ წახალისებებს ქართველი მეწარმეებისთვის?

- ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ადგილობრივ წარმოებას, თუმცა ჩვენს სექტორში ზოგადად ძალიან მცირე წილი უკავია ადგილობრივ პროდუქციას. რაც შეეხება ხელსაწყოების, ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებას - ეს მიმართულებაც მცირეა, რომ აღარაფერი ვთქვათ აბაზანის, ფილებისა და მსგავს კატეგორიებზე. თუმცა „გორგია“ მაქსიმალურად ხელს უწყობს საქართველოში არსებულ საწარმოებს: მაგალითად, ბაღის მიმართულებით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ქართულ კომპანიებთან, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ავეჯის მიმართულებით. სამშენებლო მასალებშიც არიან ადგილობრივი მწარმოებლები, თუმცა მათი წილი კვლავ ძალიან დაბალია.

- როგორია „გორგიას“ ურთიერთობა საერთაშორისო ბრენდებთან და 2026 წელს იგეგმება თუ არა ახალი ბრენდების დამატება?

- 2025 წელს ჩვენ დავიმატეთ და გავაფართოვეთ თანამშრომლობა ბევრ ევროპულ ბრენდთან. ევროპული ბაზრების გარდა ინტენსიურად ვმუშაობდით ჩინურ და ინდურ ბაზრებთან, ასევე თურქულ ბაზართან. თუმცა არსებული ვითარების გამო თურქეთიდან პროდუქტის შემოტანა თანდათან ძვირდება, რის შედეგადაც თურქეთის წილი მცირდება და მას აზიური ბაზრები ანაცვლებს, სადაც წარმოება გაცილებით იაფია.

- რატომ „გორგია“? რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა?

- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მომხმარებელზე ორიენტირებულობა, რაც ორ მთავარ პარამეტრში ჩანს: ეს არის საბაზროზე დაბალი ფასები. ფასები ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და მეორე, ფართო ასორტიმენტი და გეოგრაფიული დაფარვა, რომელიც გვაქვს დილერების სახით.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა