მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

news image

ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსა. მიმდინარე წელს დამტკიცებულ პროგრამას ერთწლიანი ვადა აქვს და  ითვალისწინებს 50 მილიონი მოცულობის ეკვივალენტი ბონდების განთავსებას დოლარში, ევროსა და ლარში. 

ტრანზაქციის ვადიანობა ორი წელია. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესებული 8%-ია. სარგებელს ინვესტორები  ექვს თვეში ერთხელ მიიღებენ.  

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა“ კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე წელსაც აქტიურია. ამჯერად, ჩვენს პარტნიორთან „გალტ & თაგარტთან“ ერთად, 10-მილიონიანი ტრანში განვახორციელეთ გაუმჯობესებული 8%-იანი განაკვეთით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაღალ სანდოობაზე კომპანიისა და მისი სამომავლო ხედვების მიმართ. დაინტერესება კვლავაც დიდია და აქვე ხაზგასასმელია, რომ, ახალ ინვესტორებთან ერთად, ობლიგაციების უმრავლესობა იმ პირების მფლობელობაშია, რომლებმაც „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდები 2023 წელსაც შეიძინეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ინვესტორებს ჰოლდინგის მიმართ მაღალი ნდობა აქვთ და კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ. 

რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობას, მოზიდული კაპიტალი ორი წლის წინ განხორციელებული ემისიის რეფინანსირებას მოხმარდა“. 

ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. საერთო ჯამში, „თეგეტას“ ობლიგაციები 66-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 29 არარეზიდენტია. ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდებით 3 კერძო კომპანია დაინტერესდა. 

საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის წელს ეს უკვე მეორე ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი ამჯერად „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და  „გალტ & თაგარტის“პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მერვე წარმატებული ემისიაა.

გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური პარტნიორობით განათავსა. განსაკუთრებით მისასალმებელია ის ინტერესი, რომელიც ობლიგაციების მიმართ ინვესტორებმა გამოიჩინეს. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ ძლიერ პოზიციებს ბაზარზე, ასევე ინვესტორების ნდობას როგორც „თეგეტას“, ისე „გალტ & თაგარტის“ მიმართ. ჩვენთვის საამაყოა, რომ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციებს წარმატებულ ემისიებს“.

ამჟამინდელი მდგომარეობით „თეგეტა ჰოლდინგს“ განთავსებული აქვს 215 მილიონი ლარის, 38მილიონი აშშ დოლარისა და 19 მილიონი ევროს ობლიგაციები. 

„თეგეტა“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის ემზადება — კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული აქტივობა სწორედ წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.

 

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა