მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება

news image

ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ანარეკლი, როგორც ინსპირაცია - ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინდუსტრიული დეტალი „თეგეტა ჰოლდინგის“ მარტის კამპანიის ერთ-ერთ მატერიალურ სიმბოლოდ იქცა. ზეთი და წყალი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა მათი შეხებისას ზედაპირზე ყველაზე მოულოდნელი და მრავალფეროვანი ფერები ჩნდება. ამ იდეას ეფუძნება საჩუქარი „თეგეტას“ თანამშრომელი ქალებისათვის, რომელიც ჰოლდინგის მარტის კამპანიის ფარგლებში დამზადდა. კამუფლაჟის სტილის ქურთუკი Reckless-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი არტდირექტორი: „ქალი მართავს“ - ეს არის „თეგეტას“ მარტის კამპანიის მთავარი სათქმელი, რომელიც, გარე კომუნიკაციასთან ერთად, გვსურდა, პირველ რიგში, სწორედ გუნდის წევრებისთვის გაგვეზიარებინა. გადავწყვიტეთ, თეგეტელი ქალებისთვის განსაკუთრებული, სიმბოლური საჩუქარი გადაგვეცა - ქურთუკები, რომლებიც Reckless-თან ერთად შევქმენით. დიზაინის იდეა პირდაპირ ჩვენი ინდუსტრიიდან მოდის. გამოყენებული შთაგონებულია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტით, უფრო კონკრეტულად, იმ მომენტით, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალფეროვან ფერებს ქმნის. ხშირად ამბობენ, რომ წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა სწორედ მათი შეხებისას ჩნდება ყველაზე საინტერესო ვიზუალური შედეგი. ეს ვიზუალური ეფექტი ერთგვარი მეტაფორაა - ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფერებს, ჩვენ, ქალები, ხშირად ვქმნით იმ შესაძლებლობებს, სადაც სხვები მხოლოდ შეზღუდვებს ხედავენ. ვიზუალურად ქურთუკის ფერთა პალიტრა კამუფლაჟსაც მოგვაგონებს, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ქალის სიმტკიცესა და გამძლეობას და იმ ძალას, რომლითაც ქალი საკუთარ გზას მართავს“.

არჩევანი ბრენდ Reckless-ზე ბუნებრივად შეჩერდა. თანამედროვე ქართულ მოდაში თავისი თავისუფალი და სოციალური ნარატივით გამორჩეული ბრენდი „თეგეტას“ ხედვას არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ კონცეპტუალურადაც დაემთხვა. ჰოლდინგისთვის Unisex მერჩი დიდი ხანია კორპორაციული კულტურის ნაწილია. ორივე ბრენდის თანაკვეთაც საერთო სტილის, Streetwear-ის,შექმნას უკავშირდება. ეს ორი განსხვავებული სფეროს ორგანული შეხვედრაა, რომლის მიზანიც არა კონკრეტული კატეგორიის, არამედ ყველა ადამიანის პერსონალური იდენტობის წინ წამოწევაა.

თორნიკე აფრიდონიძე, Reckless-ის დირექტორი: Reckless-ისა და „თეგეტას“ ხასიათი საოცრად ემთხვევა ერთმანეთს ინოვაციურობითა და გამბედაობით.  ამ კოლაბორაციით გვინდოდა, სიმარტივეში დამალული სილამაზე გადმოგვეცა. ალბათ ყველას გვინახავს ავტომობილის დაღვრილ ზეთსა თუ საწვავში მოხვედრილი წვიმის წყალი, რომელიც ფერთა ფართო პალიტრას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი სანახაობა ხშირად თვალს ეკარგება, მეხსიერებას ის ყოველთვის ახსოვს. სწორედ ასე შეიქმნა ფათერნი, რომელიც ტექნიკური სილუეტის სამოსს მოვარგეთ. ამ სტილის ქურთუკები დღეს ძალიან პოპულარულია Streetwear-ში და ვფიქრობ, ჩვენმა ერთობლივმა ნამუშევარმა ზუსტად დაიჭირა ის ზღვარი, სადაც ინდუსტრიული ესთეტიკა და თანამედროვე მოდა ერთმანეთს ხვდება“.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ 600-ზე მეტმა თანამშრომელმა ქალმა ეს სიმბოლური საჩუქარი უკვე მიიღო. თუმცა კომპანიისათვის ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა მხოლოდ სადღესასწაულო ინიციატივებით არ შემოიფარგლება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც პროფესიული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, გადამზადების პროგრამებს, თანასწორი გარემოს შექმნას და ამ ყველაფრით იმ სტერეოტიპების მსხვრევას გულისხმობს, რომლებიც არაერთ სფეროს, მათ შორის ავტოინდუსტრიას ჯერ კიდევ ახლავს თან. თუმცა ცვლილებების კარგი მაგალითია „თეგეტა“, რომლის მართვაშიც ქალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან - ტექნიკური პოზიციებიდან დაწყებული, ტოპ-მენეჯმენტის ჩათვლით. 

სწორედ ამ სისტემური მიდგომის საფუძველზე განისაზღვრება თითოეული აქტივობის შინაარსი. კომპანიაში ამბობენ, რომ შიდა კომუნიკაციისას ყოველ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი არტდირექტორი: ჩემთვის კორპორაციული საჩუქრები არასდროს არის უბრალოდ ფორმალური ჟესტი. პირიქით, ვფიქრობ, რომ ისინი კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა. სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს, რამდენად გააზრებულად ესაუბრება ბრენდი საკუთარ ადამიანებს, თანამშრომლებს, რომლებიც ბრენდის ამბასადორები არიან. ისინი ყოველდღიურად ქმნიან „თეგეტას“ კულტურას და სწორედ მათი გამოცდილებითა და ენერგიით ცოცხლობს ბრენდი. როდესაც ნივთის უკან დგას იდეა, კონტექსტი და ემოცია, ის უბრალოდ საჩუქარი აღარ არის, იქცევა სიმბოლოდ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბრენდის ამბავს ბუნებრივად ჰყვება“.

კომპანიის ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეალური ცვლილებები სწორედ გუნდის შიგნით აღიარებითა და დაფასებით იწყება. შინაარსით დატვირთული საჩუქარი კი მხოლოდ ნივთი არ არის, ის ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ქალი მართავს, მართავს გადამდები შთაგონებით, რაც კომპანიისთვის - წარმატების, ხოლო გარშემომყოფებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. 

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GOLD WAY-ს ახალი ლოგისტიკური ერა: 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბის ამბიცია

13.03.2026.16:00

საერთაშორისო გადაზიდვების ლიდერი კომპანია GOLD WAY, ბაზარზე 15+ წლიანი გამოცდილებით, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

პროექტი, რომელშიც კომპანია 2 მილიონი აშშ დოლარის რეინვესტირებას ახორციელებს, არ წარმოადგენს მხოლოდ სასაწყობე ფართის ზრდას — ეს არის მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური პლატფორმის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის მართვის თანამედროვე სტანდარტებს აწესებს.

სტრატეგიული ეკოსისტემა და მულტიფუნქციურობა

ახალი კომპლექსის მდებარეობა გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ-ის) უშუალო სიახლოვეს შემთხვევითი არ არის. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რათა შეიქმნას ერთიანი ოპერაციული ეკოსისტემა, სადაც საბაჟო პროცედურები და სასაწყობე ოპერაციები ერთმანეთთან სინქრონიზებულია.

საწყობის ფუნქციური დატვირთვა სცილდება სტანდარტულ შენახვას:

A კლასის ინფრასტრუქტურა: 7,500-დან 10,000 კვ.მ-მდე ფართობი სრულად ადაპტირებულია სხვადასხვა ტიპის, მათ შორის მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური მოთხოვნების მქონე პროდუქციისთვის.

ინტელექტუალური დისტრიბუცია: ჰაბი აღჭურვილი იქნება ტვირთების ნაკადების მართვის ოპტიმიზებული სისტემით.

Cross-Docking ოპერაციები: მინიმალური დაყოვნების პრინციპი, რაც უზრუნველყოფს ტვირთის სწრაფ როტაციას და ეფექტურობას.

A კლასის საწყობის მასშტაბი და ტექნოლოგიური უპირატესობა

პროექტის მასშტაბურობა მის ტევადობაშიც აისახება — 10,000-დან 12,000 პალეტამდე ერთდროული განთავსების შესაძლებლობა GOLD WAY-ს აძლევს რესურსს, მოემსახუროს როგორც მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს, ისე საერთაშორისო ტრანზიტულ ნაკადებს.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს "მწვანე ინჟინერიას". შენობის არქიტექტურა ინტეგრირებულია გარემოსთან, ხოლო მზის ენერგიის პანელების სისტემა საწყობს ენერგოდამოუკიდებელ და ეკოლოგიურად სუფთა ობიექტად აქცევს. ეს მიდგომა ხაზს უსვამს GOLD WAY-ს კორპორაციულ პასუხისმგებლობას და პრემიალურ ხედვას — განვითარება მდგრადობის ხარჯზე.

პროექტის განხორციელების ფაზები

პროექტის რეალიზაცია მიმდინარეობს მკაცრად გაწერილი გრაფიკით, რაც კომპანიის პროფესიონალიზმსა და მართვის მაღალ კულტურაზე მიუთითებს:

1. პირველი ფაზა: დაპროექტება და სამშენებლო ნებართვების მოპოვება, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა, წარმოადგენს ფუნდამენტს, სადაც თითოეული დეტალი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

2. მეორე ფაზა: ითვალისწინებს აქტიურ სამშენებლო პროცესებს და გამოყენებული იქნება უახლესი საინჟინრო გადაწყვეტილებები.

3. მესამე ფაზა: ექსპლუატაციაში გაშვება და სრული ინტეგრაცია GOLD WAY-ს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში.

ლიდერის ხედვა

აღნიშნული ინვესტიციით, GOLD WAY კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ როლს, როგორც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშე. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის გაფართოება; ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ქართული ლოგისტიკური კომპანია მზად არის უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და თავის პარტნიორებს შესთავაზოს პრემიალური, უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური გარემო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა