Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
19-20 ივნისს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზე Tegeta Truck & Bus-მა MAN TGX-ის გამწევები წარადგინა.
MAN-ის სატვირთო ავტომობილები უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას ქმნიან, რის გამოც საერთაშორისო გადაზიდვებისას ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენებიან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო MAN TGX-ის EURO 6 ემისიის მქონე გამწევი, რომლის გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, MAN-ის ახალი თაობის გამწევები 7-8%-ით უფრო ეფექტიანია. საწვავის შემცირებული ხარჯი, დაზიანების ნაკლები ალბათობა, მაღალი გამძლეობა და ტექნიკის ცვეთის დაბალი მაჩვენებელი - ეს არის პარამეტრები, რომლებიც, ჯამში, MAN-ის სატვირთო ავტომობილის ფლობის საერთო ღირებულებას უფრო ეკონომიურს ხდის.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საქართველოს პოტენციალი, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, არის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური უპირატესობა. წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიას ნახევარ მილიონზე მეტი სატრანზიტო მანქანა კვეთს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია Tegeta Truck & Bus-ის როლი, რადგან ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, მათ შორის არის გერმანული MAN. გამოფენაზე სწორედ MAN-ის ორი ერთეული სატვირთო ავტომობილი წარვადგინეთ. MAN TGX-ის გამწევები გამორჩეულია მახასიათებლებით. MAN-ის ბრენდის სატვირთოების ფლობა უფრო ეფექტიანია და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯს“.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ. ორდღიანი გამოფენის მიზანი იყო საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
Tegeta Truck & Bus ბაზარს, MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების გარდა, Top Used სატვირთოებითაც ამარაგებს, მათ ყველა შესაბამისი უმაღლესი დონის სერვისი გავლილი აქვს ავტორიზებულ სერვისცენტრებში. Top Used ტექნიკის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 10-15 წელს შეადგენს.
ღონისძიების ფარგლებში, B2B ტიპის შეხვედრებიც გაიმართა. გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-ს საშუალება ჰქონდა, სატვირთო, ლოგისტიკური თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სფეროთი დაინტერესებული პოტენციური პარტნიორებისთვის გაეცნო MAN-ის ბრენდის ავტომობილები და ასევე ინფორმაცია მიეწოდებინა „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების შესახებ.
„თეგეტა ბიზნესი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი მიმართულებაა. ის საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
„თეგეტა ბიზნესის“ პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.
რაც შეეხება ფლიტ მენეჯმენტის სერვისს, ის ითვალისწინებს ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას, მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, საუკეთესო ფასებსა და პრემიუმ ხარისხის ბრენდებს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:14
5 ივლისიდან, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის კარი მელომანებისთვის უკვე მეცხრედ გაიღება და ივლისის ყოველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად გეპატიჟებათ.
ფესტივალის ვარსკვლავური შემადგენლობა, არაჩვეულებრივი გარემო, ულამაზესი ბუნება და მასპინძლების კეთილგანწყობა - ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ ლაგოდეხში დაუვიწყარ დროს გაატარებთ.
5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე - The Kings of Blues (აშშ) - ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.
The Kings of Blues - ესაა ბენდი ჩიკაგოდან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კენი უეინი(ბლუზბოსად წოდებული, კლავიშები, ბუგიპლეერი), ვესტი და რასელ ჯეკსონები (რითმ და ბასგიტარა), ვალდო ვეზერსი (კომპოზიტორი, საქსაფონი) და ტონი კოლემანი (დრამი).
ძმები ჯეკსონები და ტონი კოლემანი წლების მანძილზე უკრავდნენ ბიბი კინგის ბენდში; ხოლოვალდო - ჯეიმს ბრაუნის ბენდში.
ფესტივალი უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ყოველწლიურადმატულობს საშემსრულებლო ხარისხი, მონაწილეთა სულ უფრო მაღალი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი მოიხსენიება როგორც ევროპაში ერთ-ერთიპრესტიჟული ბლუზ ფესტივალი და ერთადერთი - აღმოსავლეთ ევროპაში.
წელს პირველად, მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.სიახლე ისაა, რომ ყველა მონაწილე ჩამოდის თავის ბენდთან ერთად და შესაბამისად, მსმენელს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას შევთავაზებთ.
უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.
ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.
შევხვდებით ლაგოდეხში!