„თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
ზრუნვა უკვე წლებია, „თეგეტა მოტორსმა“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად აქცია. Back to Tegeta - ამ მიმდინარე ინიციატივით შეუერთდა ამჯერად კომპანია ზრუნვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 29 ოქტომბერს აღინიშნა. ზრუნვა იწყება ქმედებით, მათ შორის საკუთარ ავტომობილზე, რომელიც მძღოლის, მგზავრისა თუ ფეხით მოსიარულის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. Back to Tegeta სწორედ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ზრუნვის დღის ფარგლებში, 29 ოქტომბერს, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მისულ მომხმარებლებს თემატური, სიმბოლური საჩუქრები დახვდათ. ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ ინფორმაციას ზრუნვის დღის მნიშვნელობის შესახებ, რათა მათთვის თვალსაჩინო იყოს, თუ როგორ გარდაიქმნება ზრუნვა „თეგეტაში“ პრაქტიკულ ქმედებად.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - ენერგია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას, ადამიანურ ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას აერთიანებს. ზრუნვა იწყება ერთი უბრალო, თუმცა მნიშვნელოვანი ქმედებით - სხვისთვის გზის დათმობით, ავტომობილზე ზრუნვით ან განათლების მხარდაჭერით, თითოეული ასეთი ნაბიჯი კი სამყაროს უკეთესად აქცევს.
„თეგეტა მოტორსში“ გვჯერა, რომ ზრუნვისკენ მომართული საზოგადოებისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს მრავალწლიანი პროცესი ჩვენი გზის უწყვეტ ენერგიად იქცა - სტიმულად ცვლილებებისკენ, პასუხისმგებლობისა და პროგრესისკენ“.

„თეგეტა მოტორსში“ ზრუნვის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოხატულება ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვაა. Back to Tegeta - კომპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება, რომ ავტომობილის შემოწმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დეტალები გაცვეთილია ან ტექნიკური ხარვეზი შეინიშნება, არამედ პრევენციის მიზნით, გაუმართაობისა და რისკების თავიდან აცილებისთვის.
ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „ზრუნვა ავტომობილზე არ მოიაზრებს მხოლოდ პერიოდულ შემოწმებას, ის ყოველდღიურ პასუხისმგებლობად აქცევს უსაფრთხო გადაადგილებას.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, Back to Tegeta ზრუნვის დღესთან დაგვეკავშირებინა, რათა მომხმარებელმა გაითავისოს, რომ ავტომობილის დროული შემოწმება არა მხოლოდ ტექნიკური მოვლაა, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება როგორც მძღოლის, ისე მისი ოჯახისა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას“.

ინიციატივას მხარს უჭერს Bridgestone - „თეგეტა მოტორსის“ მრავალწლიანი პარტნიორი. საბურავების წამყვანი ბრენდისთვის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა გადაადგილებისას მთავარი პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, რომ უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა, „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიული მიმართულებაა. ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care სწორედ ამ ღირებულების საფუძველზე შეიქმნა. Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანია ზრუნვის დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პლატფორმის საშუალებით მარტივად შეუძლიათ, გახდნენ სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.