„თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
გლობალურად, ყოველ 1 წუთში 1 მილიონი პოლიეთილენის პარკი გამოიყენება. მართალია, საშუალოდ, ადამიანი პარკს მხოლოდ 25 წუთის განმავლობაში იყენებს, თუმცა ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მათ მთლიანად დაშლას 100-დან 500 წლამდე სჭირდება და, სხვა არაერთ ნეგატიურ გავლენასთან ერთად, ზღვის ცხოველებს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის.
ამ გამოწვევების საპასუხოდ 3 ივლისი პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო გამოწვევას წელს „თეგეტა მოტორსი“ ცნობიერების ამაღლების კამპანიით შეხვდა.
კომპანიის ფილიალებში მისულ მომხმარებლებს საჩუქრად ბრენდირებული მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები გადაეცათ, საინფორმაციო ბროშურებთან ერთად. „თეგეტა მოტორსში“ პოლიეთილენის პარკების ნაჭრის ჩანთებით ჩანაცვლება 2019 წლიდან დაიწყო.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსში“ გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების ეფექტიანი მართვა ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გარდა ძირითადი გარემოსდაცვითი პროექტებისა, ჩვენ არაერთი CSR პროცესი გვაქვს დანერგილი საქმიანობაში. მაგალითად, წლებია, რაც „თეგეტა მოტორსში“ პოლიეთილენის პარკების ნაცვლად ჩვენს მომხმარებლებს მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს ვთავაზობთ. ამ წლების განმავლობაში პლანეტა 655 000-ზე მეტი პოლიეთილენის პარკის გამოყენებისგან დავიცავით. წელს კი განსაკუთრებული აქტივობით შევხვდით პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის დღეს და გვჯერა, რომ ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავზრდით ცნობიერებას და დადებით გავლენებს მოვახდენთ გარემოზე“.
პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღისთვის შექმნილი ნაჭრის ჩანთები tegeta.care-ის პარტნიორმა სოციალურმა საწარმომ „ზერო ეფექტმა“ დაამზადა. ეს არის ეკომეგობრული მაღაზია, რომელიც ყოველდღიური ნარჩენების ნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად. „თეგეტა მოტორსის“ მხრიდან კი მსგავსი პარტნიორების მხარდაჭერა პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის ნაწილია, რაც, თავის მხრივ, სოციალური მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.
პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად სწორედ მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები მიიჩნევა. თუკი მსგავსი ჩანთები ბუნებაში აღმოჩნდება, სრულად იშლება. პარალელურად, ერთი წლის განმავლობაში ერთი მრავალჯერადი ჩანთის მუდმივი გამოყენებით 500-ზე მეტი პოლიეთილენის პარკის ჩანაცვლებაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვა არაერთ აქტივობას ახორციელებს. მათ შორის, „თეგეტას“ ოფისებსა და ფილიალებში 30-ზე მეტი მწვანე ყუთია განთავსებული, სადაც ყოველწლიურად 40 000-ზე მეტი ერთეული პლასტმასა გროვდება და გადასამუშავებლად ბარდება. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად კი, მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი, მათ შორის, მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები სასარგებლო რესურსებად გარდაიქმნება.
გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა, კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.07.2025.17:55
4 ივლისს, HT Solutions-ის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიურ კონფერენცია, Change Inspire-ს ჩატარდა.
Change Inspire, უკვე მეექვსედ გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია კი სრულიად მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემატიკას და აუდიტორიას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა. ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ქონდათ, 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერის ინსპირაციულ გამოსვლებს დასწრებოდნენ.
კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ხაზს უსვამდა AI-ის რეალურ გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. სპიკერებმა წარადგინეს რეალური ქეისები, სტრატეგიები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ბიზნესსა და ტექნოლოგიებს საფუძვლიანად ცვლიან.
ღონისძიებაზე გამოცდილება გააზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera და სხვები. მათ იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში.
საქართველოს ბანკი, როგორც ღონისძიების Game Change პარტნიორი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგა. მათ აუდიტორიას ინოვაციური ხედვები წარუდგინეს, ასევე მიმოიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია.
კონფერენციის სამი ძირითადი სივრცე — Champions Stage, Tech Deep Dive და Workshop Stage — დამსწრეებს აძლევდა შესაძლებლობას, აერჩიათ როგორც მრავალფეროვანი გამოსვლები, ისე ტექნიკური სესიები.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკოსისტემების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ქმნიან შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ გარდატეხებს როგორც ბიზნესისთვის, ისე სხვა დარგებისთვის. Change Inspire-ზე ჩვენს მიერ წარმოდგენილი თემები ასახავდა იმ მრავალმხრივ პროცესს, რაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ჩვენი გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს და რომლის შედეგად ჩვენ ახლახან Global Finance-ის „AI in Finance” დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში გავიმარჯვეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლესა და ინოვაციას შევთავაზებთ საზოგადოებას”, — ამბობენ საქართველოს ბანკში.