„თეგეტა მოტორსი“ King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი დრიფტის ჩემპიონატის King of Drift 2025-ის შეჯიბრი ლილო არენას სარბოლო ტრეკზე მიმდინარეობს. წლევანდელ ჩემპიონატში „თეგეტა მოტორსის“ 2 თანამშრომელი, სათადარიგო ნაწილების მენეჯერი საბა სიდამონიძე და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების ბრენდ მენეჯერი ზაკო ბენდელიანი, მონაწილეობს. „თეგეტა მოტორსი“ დრიფტში მონაწილე თანამშრომლების მხარდაჭერის მიზნით მათი სარბოლო ავტომობილების შესაბამის აღჭურვილობაზე ზრუნავს.
კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩემპიონატში ჩართული თანამშრომლების მხარდაჭერაც უსაფრთხო გადაადგილების იდეას ემსახურება. რბოლა ტრეკზე და არა ქუჩაში - ასეთია ყოველწლიური ჩემპიონატის, King of Drift-ის კონცეფცია.
ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩემპიონატის უსაფრთხოების კონცეფცია ძალიან ახლოსაა „თეგეტა მოტორსის“ უსაფრთხოების ღირებულებასა და პოლიტიკასთან. ჩვენი ძალისხმევა მუდმივად მიმართულია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. რამდენადაც საავტომობილო გზებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილია, მსგავსი ჩემპიონატების საშუალებით ავტომოყვარულებს ან მრბოლელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქუჩიდან ავტოდრომზე გადაინაცვლონ და იქ გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა King of Drift-ში მონაწილე ჩვენი კოლეგებისთვის“.
King of Drift 2022 წლიდან იმართება ლილო არენას სარბოლო ტრეკზე და ხუთი დამოუკიდებელი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი განსხვავდება ტრასის მონახაზითა და დავალებით. ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, რომელთა რაოდენობა 70-ს აღწევს.
საბა ჩემპიონატის დაარსების დღიდან ყოველწლიურად ერთვება King of Drift-ში, ზაკოსთვის კი ეს ახალი გამოცდილება იყო. მათი სარბოლო ავტომობილები ATE-ს ბრენდის ხუნდებით აღიჭურვა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თავისუფლად უძლებს ისეთ დატვირთვასაც კი, როგორიც ავტომობილებს სარბოლო ტრასაზე აქვთ.
საბა სიდამონიძე, King of Drift-ის მონაწილე: „ჩემპიონატის მიმართ ჩემი ინტერესი, ერთი მხრივ, ავტოსპორტის სიყვარულმა და, მეორე მხრივ, King of Drift-ის უსაფრთხოების იდეამ განსაზღვრა. რამდენიმეწლიანმა მონაწილეობამ, ცოდნასთან ერთად, იმის გამოცდილებაც მომცა, როგორ ვმართო ემოციები, როგორ ვიმოქმედო ცივი გონებით ექსტრემალურ მომენტებში. ჩემპიონატი შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს, შენი სპორტული ჟინი მოიკლა ტრეკზე და არა ქალაქში. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიამ იზრუნა ჩემპიონატის დროს ჩვენს წარმატებულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, რაც King of Drift-ის მთავარი კომპონენტია“.
ATE ტექნოლოგიურად მოწინავე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელსაც „თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს. „მუხრუჭების ექსპერტად“ აღიარებული ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი გერმანული ბრენდი 1906 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს (ხუნდებს, დისკებს, სამუხრუჭე სითხეებს). ATE ამარაგებს მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს. ის ერთ-ერთი გლობალური გიგანტის, Continental Group-ის ნაწილია. ბრენდი ფოკუსირებულია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე, მისი სამუხრუჭე სისტემები გამძლეობითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით ხასიათდება.
ბრენდის სამუხრუჭე სისტემები ტესტირებული და სერტიფიცირებულია მაღალი დატვირთვის პირობებში, ავტოინჟინრების მიერ. ATE გამოცდილია დრიფტზეც - ხუნდები არ გადახურდება მაღალი დატვირთვის შემთხვევაშიც კი. ისინი მაღალტემპერატურული და დაბალი ცვეთის მქონე მასალებისგან მზადდება. ATE-ს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც მარტივად უძლებს დრიფტსაც კი, ცხადია, უპრობლემოდ უმკლავდება ყოველდღიურ მართვას.
„თეგეტა მოტორსი“, რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია საგზაო მოძრაობასთან, მუდმივად ზრუნავს უსაფრთხო გადაადგილებაზე. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიით კომპანია საზოგადოებას მუდმივად მოუწოდებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ, სიჩქარის დადგენილი ნორმის ფარგლებში და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
05.09.2025.21:00
მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის, – ამის შესახებ კომპანია “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღმშენებლობისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.
„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოხდა. გასულ პერიოდში არა ერთ კარგ პროექტით მივიხიბლეთ თბილისელები – განსაკუთრებით ეფექტური იყო გარკვეული პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი ბატონი კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც წარმოდგენილი იყო. ჩვენი გუნდი უჭერს მხარს პროექტებს და გვერდით დავუდგებით მის განხორციელებას. განსაკუთრებით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. 1000-კაციანი კომპანია, რომელიც დასაქმდება, მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდ ეფექტს გამოიღებს და პოზიტიური იქნება ჩვენთვის. მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის“, – აცხადებს ამირან მამუჭაძე
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.