„თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
დაბა ბაკურიანის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით იყო დაბინძურებული, გაწმენდილია. „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით, ადგილიდან 30 000-მდე მეორადი საბურავის გატანის პროცესი მიმდინარეობს.
შეგროვებული მეორადი საბურავები გადასამუშავებლად იგზავნება. მათ ტრანსპორტირებასა და კანონის შესაბამისად გადამუშავებას „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს. გარემოსდაცვითი აქტივობა სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი აქტივობების ინიციირებითა და მხარდაჭერით კომპანია მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს, არ დააბინძუროს ის და არ დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. „თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, უკვე წლებია, ჩართულია საავტომობილო ნარჩენების ეფექტიანი მართვის პროცესში - უზრუნველყოფს მათ შეგროვებასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას“.
ბაკურიანში გარემოსდაცვით აქტივობებში „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ პირველად არ ჩართულან. უკვე წლებია, კომპანია და მისი თანამშრომლები დასუფთავების მასშტაბური აქციების მხარდამჭერები და მონაწილეები არიან. „თეგეტა გრინ პლანეტი“ 2022 წელს სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით შეიქმნა. კომპანია ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს მართავს, როგორებიცაა მეორადი აკუმულატორები, საბურავები და ზეთები.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ ნარჩენების ეფექტიანი მართვა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლების განმავლობაში ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი და ზეთი შევაგროვეთ და გადავამუშავეთ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგროვებთ ნარჩენებს, რომლებიც პირველადი გამოყენების შემდეგ მთლიანად სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ მოხდა, დედამიწა ბინძურდება. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მოხარულები ვართ, რომ ამ მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით დიდი რაოდენობით მეორადი საბურავების შეგროვება და ბაკურიანის ტერიტორიიდან გატანა შევძელით“.
ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ინიციატივის მიზანი ბაკურიანისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნაა.
ეკატერინე ორჯონიკიძე, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე: „ჩვენი სააგენტო ფუნქციონირების პირველივე დღიდან ზრუნავს ბაკურიანის ეკოლოგიურ გარემოზე. წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა გვქონდა, რომ დაბა ბაკურიანი გაგვეთავისუფლებინა მეორადი საბურავებისგან, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად აბინძურებდა ტერიტორიას, არამედ სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხესაც ქმნიდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასუფთავების სამსახურის აქტიური მუშაობით ორ ლოკაციაზე წარმატებით შევაგროვეთ საბურავები. აღნიშნული დასუფთავების აქცია, ბაკურიანის გათავისუფლება მეორადი საბურავებისგან, შესაძლებელი გახდა ჩვენი სააგენტოს ინიციატივითა და ისეთი სანდო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორებიც არიან „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ბაკურიანის გარემოსდაცვითი სისუფთავე და მდგრადი განვითარება“.
უკვე წლებია, „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებენ. მათ შორის იყო კორპორაციული მდგრადობის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია გარემოსთვის საზიანო ნარჩენებისა და ათასობით საბურავისგან გაიწმინდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს.
გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. „თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.18:00
Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :