„თეგეტა მოტორსი“ გარემოს დასაცავად - კოლაბორაცია ბრენდ „ადამიანთან“
რამდენად შესაძლებელია, მოძველებული სარეკლამო ბანერები ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს და ახალი სიცოცხლე შეიძინოს? ამ კითხვაზე პასუხი ქართული ბრენდის, „ადამიანის“ შთამბეჭდავი ნამუშევრებია, რომლებიც მოძველებული, გადამუშავებული სარეკლამო ბანერებისგან სხვადასხვა საჭირო აქსესუარად იქცა.
ბრენდი „ადამიანის“ ძირითადი საქმიანობა ადგილობრივი წარმოების ტყავის ნივთების წარმოებაა, თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიამ ეკომიმართულება დაიმატა და სხვადასხვა ბიზნესს მათი სარეკლამო ბანერების გადამუშავებას სთავაზობს. „ადამიანის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ლუტიძე ამბობს, რომ ამ შეთავაზებაზე პასუხად აღფრთოვანებაც მიუღია, გაკვირვებაც და ირონიაც. „თეგეტა მოტორსი“ კი ის კომპანიაა, რომელიც ბრენდთან თანამშრომლობის შეთავაზებას უყოყმანოდ დასთანხმდა. კოლაბორაციის ფარგლებში „ადამიანმა“ „თეგეტა მოტორსის“ სარეკლამო ბანერები გადაამუშავა და მეორად ნედლეულს ახალი სიცოცხლე შესძინა.
ნიკოლოზ ლუტიძე, ბრენდ „ადამიანის“ დამფუძნებელი: „ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს გარემოში, ნაკლებად დაბინძურდეს პლანეტა, სადაც ვცხოვრობთ. „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ ძალიან ლამაზი ლეპტოპის ჩანთები. „თეგეტა მოტორსი“ აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც მარტივად აღიქვა ამ პროექტის პოტენციალი და გარემოსთვის სასარგებლო დატვირთვა. სწორედ საერთო ღირებულებები და გარემოსდაცვითი ხედვა გახდა წარმატებული კოლაბორაციის საფუძველი. პროექტის ფარგლებში 8 უნიკალური დიზაინი შეიქმნა. ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი, შედეგად კი, ვფიქრობ, ძალიან კარგი პროდუქტი მივიღეთ“.
„ადამიანთან“ თანამშრომლობა „თეგეტა მოტორსის“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი კამპანიის - „არ გადაყარო, ჩააბარე“ - ფარგლებში შედგა, რის შედეგადაც კომპანიის მიერ გამოყენებულმა სარეკლამო ბანერებმა ახალი ფორმა, ფუნქცია და სიცოცხლე შეიძინა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ნარჩენების პრობლემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაამსოფლიოში. ყოველდღიურად ნაგავსაყრელებზე ხვდება ტონობით მასალა, რაც არამხოლოდ გარემოს აბინძურებს, არამედ ხელიდან გვაცლის იმ რესურსს, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაწყება შეეძლო. ჩვენი კამპანია, რომელიც ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, ამ გამოწვევას ეპასუხებოდა და სხვა აქტივობებთან ერთად „ადამიანთან“ კოლაბორაციაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.
„ადამიანის“ ხედვა და მისია სრულ თანხვედრაშია „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებთან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, გარემოზე ზრუნვა და, მეორე მხრივ, ისეთი კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ზრუნავენ გარემოზე. ინფორმაცია ბრენდის ეკოაქტივობების შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განვათავსეთ, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს ინფორმაციის მიღება და „ადამიანის“ გარემოსდაცვითი აქტივობების მხარდაჭერა“.
ბრენდი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა „ჰუმანოიდის“ სახელით და იმ დროისთვის უჩვეულო პროდუქტი - ადგილობრივი წარმოების ტყავის ჩანთები, საფულეები და ბლოკნოტები შესთავაზა მომხმარებელს. მოგვიანებით კომპანია გაიზარდა, სახელი შეიცვალა და „ადამიანი“ გახდა. კომპანიის ძირითად ხაზს ნარჩენების მართვის მიმართულება ბოლო წლებში დაემატა.
„ადამიანის“ მეორე პროექტი ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ეხმიანება. „მაშო მეგობრებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ცხოველების საკვების დაცარიელებული ტომრების გადამუშავებას და ამ მასალით ახალი ნივთების დამზადებას გულისხმობს, მათი გაყიდვიდან მიღებული თანხის 30% კი მიუსაფარი ცხოველების მკურნალობასა და კვებას ხმარდება.
ბრენდ „ადამიანში“ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ წამოწყებულ გარემოს დაცვით პროექტებში სულ უფრო მეტი ადამიანი თუ კომპანია ჩაერთვება. Tegeta.care-ის მეშვეობით კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი ეკოსისტემის შექმნაში.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.12:20
კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.
„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.
თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.
„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.