„თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
„მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა“ - „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ამჯერად პრესტიჟული კონკურსის, Customer Centricity World Series Awards 2025-ის გამარჯვებული გახდა. ღონისძიება, რომელიც დუბაიში გაიმართა, მსოფლიოს წამყვან კომპანიებს აერთიანებს; იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიმართულებით ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკას ნერგავენ. ღონისძიებას „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონკურს Customer Centricity World Series 2025-ზე „თეგეტა მოტორსის“ წარმატების საფუძველი გახდა პროექტი Customer-centered Central Branch - ინიციატივა, რომელმაც კომპანიის ცენტრალური ფილიალი მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ფლაგმანად აქცია. პროექტის მიზანი იყო სერვისის თითოეული ეტაპის გამარტივება და პერსონალიზება, ისე რომ პროცესი უფრო სწრაფი და გამჭვირვალე გამხდარიყო. ტრანსფორმაცია მოიცავდა როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე კულტურულ ცვლილებებს: განახლდა მომხმარებელთა ზონები, ასევე დაინერგა თანამედროვე CRM სისტემა და შევიდა ცვლილებები საოპერაციო პროცესებში.

ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „თეგეტა მოტორსისთვის“ აღნიშნული გამარჯვება მხოლოდ საერთაშორისო აღიარება არ არის. ეს შინაგანი კულტურის ნათელი გამოვლინებაა. მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის ყოველდღიური პრაქტიკაა.
კიდევ უფრო საამაყო კი ის არის, რომ ეს ჯილდო ცენტრალური ფილიალისთვის მივიღეთ. ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ „თეგეტა მოტორსის“ ეს გამორჩეული ფილიალი მეტად განვავითაროთ და მომხმარებელთა ყველა საჭიროება გავითვალისწინოთ. ეს ჯილდო კი კიდევ უფრო მეტი სტიმულია, რათა განვითარების ეს გზა უწყვეტად გავაგრძელოთ“.
Customer Centricity World Series 2025-ის კონკურსის ორგანიზატორი ARCET Global იყო, პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც მომხმარებელზე ზრუნვა ბიზნესის მთავარ ფილოსოფიად აქციეს.
წელს კონკურსში 32 ქვეყნის 92 კომპანიიდან 211 განაცხადი შევიდა, ხოლო გამარჯვებულები 150-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით გამოვლინდნენ. „თეგეტა მოტორსი“ ევროპას ისეთ გლობალურ ბრენდებთან ერთად წარმოადგენდა, როგორებიცაა: Schneider Electric, Saudia, Caja Arequipa და Showdown Displays.
ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც „თეგეტა მოტორსში“ ვიღებთ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ - გავამარტივოთ მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილება, უზრუნველვყოთ სრული გამჭვირვალობა და შევქმნათ ბრენდის მიმართ ნდობის ძლიერი საფუძველი. მომხმარებელზე ზრუნვას ვიწყებთ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის „თეგეტა მოტორსში“ შემოვა და ფილიალის დატოვების შემდეგაც ვაგრძელებთ.
ცენტრალური ფილიალის ტრანსფორმაცია, ახალი პროცესები, CRM სისტემა და მუდმივი უკუკავშირის ჩარჩო აყალიბებს ერთიან სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელზე ზრუნვა იყოს რეალური, პრაქტიკული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. გვახარებს, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება ჩვენს მიდგომებს აღიარებს“.
Customer Centricity World Series 2025 დუბაიში წელს მეექვსედ გაიმართა და მსოფლიოს მასშტაბით ის კომპანიები გამოარჩია, რომელთაც, დარგის ექსპერტების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შექმნაში.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“
11.12.2025.18:00
„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.
„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.
ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.
„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.