მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

„თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია

news image

15 წლის ქართველი მრბოლელი მათე კობახიძე 2026 წლის სეზონში ბრიტანულ ფორმულა 4-ის ჩემპიონატში (FIA F4 British Championship) ასპარეზობას იწყებს. საერთაშორისო დონის შეჯიბრება, სადაც ის ერთადერთი ქართველი მონაწილე იქნება, მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალგაზრდა მრბოლელის 2026 წლის სარბოლო სეზონის ერთ-ერთი მხარდამჭერი თეგეტა მოტორსია“პარტნიორობის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“, Raw Production-თან თანამშრომლობით, მათე კობახიძის შესახებ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს იმ ემოციას, ენერგიასა და ხასიათს, რაც ბრიტანულ ფორმულა 4-ის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენის მონაწილეობას უკავშირდება. წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვა მარკეტინგული აქტივობებიც.

მათე კობახიძის სპორტული გზა 2019 წელს დაიწყო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც 9 წლის ასაკში კარტინგით ივარჯიშა. 2020 წელს, 10 წლის ასაკში, ის უკვე საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მომდევნო წლებში ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამ წარმატებების შედეგად, მათე ფორმულა 4-ის ტესტებზე მიიწვიეს და კონტრაქტიც გაუფორმეს. სარბოლო სეზონის ოფიციალური სტარტი 18-19 აპრილს დონინგტონის ტრასაზეა დაგეგმილი, სადაც მათეს დებიუტი შედგება.

მათე კობახიძე, მრბოლელი: „პირველ სტარტამდე დარჩენილია თითქმის 2 თვე, მოსამზადებელი პერიოდი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ძალიან დატვირთული და ინტენსიური ვარჯიშებია, არცერთი დღე არ არის დაუგეგმავი. ამ პროცესში „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიის, რომელსაც სჯერა დაუჯერებელი ამბების და მწვერვალების დაპყრობის. ჩემპიონობის უკან დისციპლინა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული დგას. სადაც ახლა ვართ, ეს ბევრისთვის ადრე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ აქამდე მოვედით ბევრი შრომითა და თავდადებით“.

მათეს ავტოსპორტისადმი სიყვარული ოჯახური ტრადიციიდან მოდის - მისი მამა და ბაბუა ყოფილი მრბოლელები არიან. სამომავლოდ ახალგაზრდა სპორტსმენს ავტოინჟინერიის შესწავლა სურს და საკუთარი სპორტული ავტომობილის შექმნაზე ოცნებობს, ხოლო საბოლოო მიზანი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონობაა.

„გამარჯვებისთვის აუცილებელია შრომა, ძალიან ბევრი შრომა. რბოლის წინ ბევრი სპორტსმენი ნერვიულობს. მე უმეტესად არ ვნერვიულობ ხოლმე, თუმცა, თუ ცოტათი მაინც ავღელდები, წარმოსახვაში ჩემს უმცროს ძმას ვეხუტები და როცა მასზე ვფიქრობ, მომენტალურად მეუფლება სიმშვიდე. ჩემთვის ყველაზე რთული საკუთარი ცხოვრების სტილის რადიკალური შეცვლა იყო, რადგან პროფესიონალური სპორტი უამრავ რამეზე უარის თქმას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, კარგად ვსწავლობ, საუკეთესო შეფასებები მაქვს. მიყვარს ტექნიკური საგნები და ზუსტი მეცნიერებები. მაქვს არაერთი ჰობიც“, - აღნიშნავს მათე.

ბრიტანულ ფორმულა 4-ის სერიებში ასპარეზობა მაღალ კონკურენციასა და პროფესიონალთა გარემოში რბოლას გულისხმობს. ეს არის საერთაშორისო დონის ჩემპიონატი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდა მრბოლელები მონაწილეობენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მათესთვის წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ახალგაზრდების მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ინვესტიცია ახალგაზრდებში არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ამ ინდუსტრიის განვითარებასა და ავტოსპორტის მხარდაჭერას. მათე უკვე აჩვენებს მაღალ პროფესიულ დისციპლინას და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. მისი პროგრესი ადასტურებს, რომ მას საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრებისთვის რეალური პოტენციალი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათეს ჰქონდეს სტაბილური გარემო საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის.

ამ პარტნიორობას განვიხილავთ, როგორც გრძელვადიან პროცესს, სადაც „თეგეტა მოტორსი“ არა მხოლოდ მხარდამჭერია, არამედ თანამგზავრი მის სამომავლო პროფესიულ განვითარებაში. გვსურს, რომ ახალ თაობას უფრო მეტი სტიმული და შესაძლებლობა მივცეთ, რათა გამარჯვებისკენ სვლა უფრო თავდაჯერებულად განაგრძონ. ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა ქმნის პრეცედენტს, რომ კერძო სექტორს შეუძლია, რეალური წვლილი შეიტანოს სპორტის განვითარებაში“.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესი, სამომავლოდ მსგავსი ინიციატივების განხორციელებასა და მათესთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს - თანამშრომლობის, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებას, აფასებს ახალგაზრდების ნიჭს და მათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დამატებით სტიმულს აძლევს.

„თეგეტა მოტორსის შესახებ:  „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

23.02.2026.15:29

სადაზღვევო კომპანია არდი და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ — პარტნიორობას, რომელიც პროფესიული ტალანტის დაზღვევას გულისხმობს და საქართველოში დღემდე ყველაზე ინოვაციურ დაზღვევის სახეობას განეკუთვნება.

წლების წინ ქართული ნაციონალური ბალეტის ყველა წევრი სადაზღვევო კომპანია არდიმ დააზღვია და დაუშვა ტალანტის დაზღვევის პირველი პრეცენდენტი ჩვენს ქვეყანაში. ეს ურთიერთობა 2026 წელს ახალ საფეხურზე გადავიდა.  

თანამშრომლობის განახლება ოფიციალურად გაფორმდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, „სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტის წინ, სადაც 80 წლის წინ დიდი ისტორია დაიწყო. სწორედ ამ საღამოს გაიმართა ისტორიული მემორანდუმის ხელმოწერაც არდისა და „სუხიშვილებს“ შორის, რომელიც ანსამბლის გენიისა და პროფესიული ტალანტის დაზღვევას ითვალისწინებს.

სუხიშვილების ანსამბლი ქართული ავთენტური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია — დასი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მსოფლიოს დიდ სცენებზე ღირსეულად წარმოაჩინა. შარშანდელი საიუბილეო წელი, ნიუ იორკის ლეგენდარულ, კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოსვლით აღინიშნა. არდისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა იყოს ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” პარტნიორი და მზღვეველი.

დაზღვევა სრულად მოიცავს ანსამბლის ყველა წევრს - როგორც მოცეკვავეებს, ისე მუსიკოსებს და ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო გასტროლების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

„არდი“ გენერალური დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით: „ეს არ არის მორიგი სადაზღვევო თანამშრომლობა ორ ორგანიზაციას შორის — ეს არის სადაზღვევო ბაზრისთვის და ჩვენი კულტურის სფეროსთვის ახალი ხედვის დანერგვა. წლების წინ გვინდოდა შეგვექმნა პრაქტიკული, რეალური ზრუნვის ინსტრუმენტი იმ გამორჩეული პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობაც ზებუნებრივ ნიჭს - ანუ ტალანტს უკავშირდება. ამ იდეის ხორხშესხმა სუხიშვილებით დავიწყეთ და ტრადია გრძელდება. დასის ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 1 მილიონი ლარია, რომლითაც სარგებლობა მის ნებისმიერ წევრს შეეძლება, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გაუთვალისწინებელი შემთხვევის ან ტრავმის გამო, პროფესიულ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. მიგვაჩნია, რომ თუ მსოფლიოს უდიდეს  ვარსკვლავებს პროფესიული ტალანტი დაზღვეული აქვთ, ჩვენ ქვეყანაშიც უნდა ისარგებლოს სუხიშვილების გენიამ მსგავსი უნიკალური მომსახურებით.  ასე, რომ ამჯერად დაზღვეული ცეკვის ჯერია

ნინო სუხიშვილის თქმით, ანსამბლის წევრებისთვის მსგავსი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:„პროფესიული უსაფრთხოება ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობის საფუძველია. ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, მეტი სიმშვიდით გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც წლებია ვემსახურებით და ხშირ შემთხვევაში, რთულ და მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს.“

სადაზღვევო კომპანია არდის განცხადებით, კომპანია გეგმავს ტალანტის დაზღვევა დაუკავშიროს სხვა — როგორც უკვე ცნობილ, ისე ამომავალ ვარსკვლავებს, რომელთათვისაც ნიჭი, მათი ძირითადი პროფესიული საქმიანობა და ყოველდღიური სამუშაო გარემოა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა