მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

„თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს

news image

თანამშრომლებზე ზრუნვა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც დასაქმებულები თავს დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობენ, რაც მათ ცხოვრების ხარისხსა პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.

ამ ხედვის ფარგლებში, „თეგეტა“ თანამშრომლებისთვის ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამას - Tegeta Health Drive - იწყებს, რომელიც მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პრევენციული მედიცინის კულტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამა „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია. შეთანხმებას ხელი „თეგეტას“ ცენტრალურ ოფისში მოეწერა. ხელმოწერის შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ წარმომადგენლებმა ჰოლდინგის ოფისის ტერიტორიაზე არსებული პრემიუმ ბრენდების შოურუმები დაათვალიერეს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „კომპანიის წარმატება იწყება იმით, თუ რამდენად დაცულად და მხარდაჭერილად გრძნობს თავს თითოეული თანამშრომელი.

ჩემი პროფესიული გამოცდილება წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროს უკავშირდებოდა და კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა გრძელვადიანი სტაბილურობისა და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის პრაქტიკული გამოხატულებაა Tegeta Health Drive - პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ JCI-ის ოქროს სტანდარტით აკრედიტებულ კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით. მისი მიზანია, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სისტემურ და რეალურად ხელმისაწვდომ სტანდარტად იქცეს თეგეტელებისათვის”.

პროგრამის პარტნიორი, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, JCI აკრედიტაციის მფლობელი, ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია. კავკასიის მედიცინის ცენტრში პრევენციული მედიცინის უზრუნველსაყოფად გახსნილია სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი (CMC Hub), სადაც ერთ სივრცეში მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრის მიღებაა შესაძლებელი. აღნიშნული სერვისი პაციენტის გამოცდილებას კიდევ უფრო გამარტივებულს და კომფორტულს ხდის.

სოფიო ასპანიძე, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორი: „მაღალი სტანდარტების სამედიცინო სერვისების მიწოდებითა და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების კულტურის განვითარებით კავკასიის მედიცინის ცენტრი წლებია, საზოგადოებას ძლიერ მხარდამჭერად ევლინება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებთან პარტნიორობაზე და ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაქსიმალურ ხელშეწყობას და პრევენციული მედიცინის პოპულარიზაციას. ჩვენი მისიაა ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა“.

Tegeta Health Drive მრავალმხრივი და კომპლექსური პროგრამაა, რომელიც თანამშრომლების ჯანმრთელობის ყოველდღიურ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. იგი მოიცავს როგორც სეზონურ და თემატურ სამედიცინო რჩევებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს, ისე სპეციალურ ფასდაკლებებსა და მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. პროგრამის ფარგლებში „თეგეტელებს“ შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ პერსონალიზებული მომსახურებით, ჩექაფ-საჩუქრებით, მასტერკლასებითა და ადგილზე ჩატარებული სამედიცინო კამპანიებით, ასევე სხვადასხვა კონკურსსა და მრავალფეროვან აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ სამედიცინო პლატფორმები, მათ შორის ონლაინ ბუქინგი და პირადი კაბინეტი, რაც სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო გაამარტივებს. პროგრამა თანამშრომლებისთვის პრემიუმ სამედიცინო გამოცდილების შეთავაზებასაც მოიცავს, როგორიცაა პირადი სამედიცინო სერვის-მენეჯერის მხარდაჭერა.

ჯანმრთელობის პროგრამით სარგებლობა „თეგეტას“ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს, ასევე კომპანიის მომხმარებლებსაც შეუძლიათ. პარტნიორობის მიზანი „თეგეტელების“ ჯანმრთელობის გაძლიერება, პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, სკრინინგზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე მრავალფეროვანი, ორმხრივი კორპორაციული შეთავაზებების შემუშავებაა.

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს

06.03.2026.20:51

9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა