მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

„თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

news image

15 ივლისს „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისს Toyota Tsusho Corporation-ის მობილობის დეპარტამენტის ოპერაციული ხელმძღვანელი, ტაკურო აკასაკა, დელეგაციის წევრებთან ერთად, და Toyota Caucasus-ის პრეზიდენტი, ტოშინარი საკაბე ეწვივნენ. შეხვედრა გაიმართა „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, თემურ კოხოძესთან, “თეგეტა ჰოლდინგის” მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან, ეკატერინე ქავთარაძესთან და კომპანიის აღმასრულებელ მენეჯმენტთან. 

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Toyota Tsusho Corporation-ის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.  დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობას, გაეგოთ მეტი კომპანიის მიმართულებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. 

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: თეგეტას“Toyota-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ ღირებულებითი თანხვედრის მაგალითიც არის  - გვაერთიანებს ხარისხზე ორიენტაცია, გრძელვადიანი ხედვა და პასუხისმგებლობიანი მიდგომა როგორც მომხმარებლის, ისე გარემოს წინაშე. 

გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მალე ახალ ეტაპზე გადავა და ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მასშტაბური ინიციატივების განხორციელებას,  როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე მდგრადი მობილობის მიმართულებით“. 

Toyota Tsusho-ს კავკასიის რეგიონში სწორედ Toyota Caucasus წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში -  „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია -„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კი საქართველოს ბაზარზე  2014 წლიდან ოპერირებს. 2024 წელს უნივერსიტეტის ქუჩაზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომელიც სრულად Toyota-ს სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გენადი არველაძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა

18.07.2025.17:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილისთან ერთად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. 
ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხებით განსაზღვრული დღის წესრიგის რეალიზაციას. 
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ სავაჭრო ბრუნვისა და სექტორული თანამშრომლობის მაჩვენებლების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე ორი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ცნობადობის ამაღლების ხელშესაწყობად, მხარეები გაცვლიან პრიორიტეტული სასაქონლო ნომენკლატურის ჩამონათვალს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის ბიზნეს წრეების დაახლოების მიზნით, ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა. 
ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე წელს, რომლის დროსაც განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. 
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე მწვანე ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საბერძნეთში არსებობს დიდი დაინტერესება საქართველოს „მწვანე" ენერგეტიკული რესურსების მიმართ. გენადი არველაძემ ბერძენ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა, რომლითაც საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება რეგიონში გამომუშავებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირისთვის მიწოდება. 
შეხვედრის დასასრულს, გენადი არველაძემ ჰარის თეოჰარისი თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე საერთაშირისო ფორუმზე მოიწვია.
შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. 
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა